თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, "დალასის" ახალწვეული რუდი ფერნანდესი სამშობლოში დაბრუნებასთან ძალიან ახლოა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია ყველანაირად მიანიშნებს, რომ ლიგაში ლოკაუტი მოქმედებს. ასოციაციის სახე - ოფიციალური ვებგვერდი NBA.com მუშაობის ახალ რეჟიმზე გადავიდა.

ამიერიდან იქ შეუძლებელია მოთამაშეთა პროფილებში ფოტოების ნახვა, აგრეთვე შემადგენლობების გაცნობა. კლუბების უმრავლესობამ მთლიანად გააქრო თავისი გვერდებიდან შემადგენლობები და მხოლოდ სამწვრთნელო შტაბის შესახებ ინფორმაცია დატოვა.

ასე რომ, NBA.com-ზე ფუნქციონირებს მხოლოდ ისტორიული და სტატისტიკური განყოფილებები. აღსანიშნავია ისიც, რომ აბონემენტები შემცირებულ სეზონზე გათვლით იყიდება.

ლოკაუტით გამოწვეული კიდევ ერთი ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ ოკეანის გაღმიდან საკალათბურთო ინფორმაციები თითქმის აღარ მოდის, თუმცა დღეში ერთ-ორ სიახლეს მაინც შევიტყობთ ხოლმე.

როგორც ცნობილია, ლოკაუტის პერიოდში აკრძალულია ნებისმიერი კონტაქტი მოთამაშეებსა და კლუბების წარმომადგენლებს შორის - არც შეხვედრა, არც სატელეფონო საუბრები, არც მიმოწერა...

მაგრამ ლიგამ გამონაკლისი დაუშვა "მაიამის" ფორვარდ კრის ბოშზე და მას ქორწილში კლუბის პრეზიდენტისა და გენერალური მენეჯერის, პატ რაილის დაპატიჟების უფლება მისცა.

ერთი ინფორმაცია ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს შეეხება. ვებგვერდ Letters of Note-ზე გამოქვეყნდა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელის სასიყვარულო წერილი, რომელიც მან სკოლაში სწავლის პერიოდში ერთ-ერთ თანაკლასელ გოგონას გაუგზავნა.

ამ წერილით ვიგებთ, რომ მაიკლი საკმაოდ რომანტიკული ყმაწვილი ყოფილა, თუმცა გრამატიკასთან სერიოზული პრობლემები ჰქონია. სხვათა შორის, ეს წერილი შვიდი წლის წინ აუქციონზე 5100 დოლარად გაიყიდა.

გადავინაცვლოთ ევროპაში. თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, "დალასის" ახალწვეული რუდი ფერნანდესი ძალიან ახლოა სამშობლოში დაბრუნებასთან. მადრიდის "რეალი" ამ კალათბურთელს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს - ექვსწლიანი ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 18 მილიონი ევრო, ანუ ფერნანდესის წლიური ხელფასი 3 მილიონი იქნება. ამ გარიგებით რუდი ესპანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.

ვარაუდობენ, რომ ფერნანდესი მიიღებს ამ წინადადებას. ჯერ ერთი, ლოკაუტის შემდეგ NBA-ში, შესაძლოა, ხელფასების ოდენობა მკვეთრად შემცირდეს, გარდა ამისა, ესპანელი "დალასში" დრაფტის პროცედურის წინ მოხვდა და ჯერ უცნობია, რა იმედებს ამყარებს მასზე "მავერიქსის" დამრიგებელი რიკ კარლაილი.

გასულ სეზონში რუდი საშუალოდ 8,6 ქულასა და 2,5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

საინტერესოა, რომ პარალელურად ფერნანდესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბარსელონა".

ვებგვერდი Eurobasket.com იტყობინება, რომ იტალიის ჩემპიონმა "მონტეპასკიმ" მეტად საინტერესო შენაძენი გააკეთა. კონტრაქტი გაფორმდა 23 წლის ამერიკელ მძიმე ფორვარდთან დაჰუან სამერსთან, რომელიც ლოკაუტთან დაკავშირებული პრობლემების გარკვევას არ დაელოდა და სამუშაო ადგილი აქედანვე გაინაღდა. ამ კალათბურთელის შარშანდელი სტატისტიკა "დეტროიტში" ვერ ბრწყინავს, თუმცა მაინც პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა.

როგორც ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, თურქული "გალათასარაი" თავის რიგებში ეპატიჟება NBA-ის ვეტერან ვარსკვლავს, ტრეისი მაკგრეიდის. "ბეშიქთაშმა" გადაწყვიტა არ ჩამორჩეს თანაქალაქელ გრანდს და მეორე ვეტერანს - ვინს კარტერს დაადგა თვალი. არადა, ამ გუნდს NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავის გადაბირების წარუმატებელი გამოცდილება გააჩნია - შარშან არ გაამართლა ალენ აივერსონის ტრანსფერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა