ოთხშაბათს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევნები გაიმართება
ოთხშაბათს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში გაიმართება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) 123-ე სესია, რომლის მთავარი ინტრიგა იქნება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქის არჩევნები. ამ საპატიო მისიისთვის იბრძვიან ჩრდილკორეის პიონჩანგი, საფრანგეთის ანსი და გერმანიის მიუნხენი.

ამ რბოლაში ფავორიტი თითქოს პიონჩანგია. ეს ქალაქი ზედიზედ მესამედ აყენებს თავის კანდიდატურას თეთრი ოლიმპიადის მასპინძლობაზე: პირველად მან ვანკუვერთან წააგო არჩევნები, შემდეგ - სოჭთან. პიონჩანგში ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი უკვე შექმნილია. წინასაარჩევნო კამპანიაც (რომელსაც კორპორაცია "სამსუნგი" აფინანსებდა) წინა შეცდომების გათვალისწინებით ჩატარდა. ამას ემატება ისიც, რომ 2014 წლის ზამთრის თამაშები ევროპაში ტარდება და დაუწერელი კანონის თანახმად, მომდევნო ოლიმპიადას სხვა კონტინენტმა უნდა უმასპინძლოს.

მაგრამ ამ საკითხს შეიძლება სხვა კუთხითაც შევხედოთ - სოკ-ში ბოლო წლების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. ამიტომაც დიდი შანსია მოვლენები ნაცნობი სცენარით განვითარდეს: პიონჩანგი მოიგებს არჩევნების პირველ რაუნდს და წააგებს მეორეს, როცა გაერთიანდება ევროპელთა და ამერიკელთა ხმები.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩრდილოეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი ისევ არსებობს, თანაც იქ ჩატარებულ სათხილამურო ტურნირებს, მათ შორის ბიატლონში მსოფლიოს ჩემპიონატს დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. ასე რომ, პიონჩანგის განაცხადის მიმართ გარკვეული ეჭვები მართლაც არსებობს.

"მიუნხენი-2018"-ის განაცხადის თავმჯდომარე ტომას ბახი ამბობს, რომ ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქალაქის არჩევისგან, სადაც ინფრასტრუქტურა არ არსებობს ან არასტაბილურია სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია. გერმანელები ახსენებენ სოკ-ს რამდენი ენერგია და ნერვები დაიხარჯა ათენის, ტურინისა და პეკინის ოლიმპიადების წინ, ნაწილობრივ, იგივე ითქმის ვანკუვერის თამაშებზე. სოჭმა და რიო-დე-ჟანეირომ კი ერთგვარად ავანსად მიიღეს ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება - კონკრეტული პიროვნებების პატიოსან სიტყვას ენდნენ.

აქედან გამომდინარე, 2018 წლის ოლიმპიადის მასპინძლად მიუნხენის არჩევა სოკ-ს მშვიდი ცხოვრების საშუალებას მისცემს. გერმანული ეკონომიკა - უძლიერესია "ბებერ" კონტინენტზე, ბავარიის დედაქალაქი კი ერთ-ერთ მარგალიტს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში. გერმანიაში ალპური კურორტების ავტორიტეტი ეჭვს არ იწვევს, ხოლო ამ ქვეყანაში ზამთრის სახეობებში ტურნირების ჩატარების გამოცდილება - უდიდესია. პუბლიკა ყოველთვის ავსებს ტრიბუნებს. ასე რომ, მიუნხენს ბევრი პლუსი უგროვდება.

არც ანსის ჩამოწერა იქნებოდა მართებული. აქაც ალპებია. დიდი ტურნირების ჩატარების გამოცდილება ფრანგებსაც გააჩნიათ - გავიხსენოთ 1994 წლის თამაშები ალბერვილში. სპორტის ზამთრის სახეობები ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამასთან, საფრანგეთს თეორიულად შეუძლია სოკ-ის არაევროპელი წევრების ხმების იმედიც ჰქონდეს.

მაგრამ არსებობს პრობლემები. ანსის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი განაცხადის წინააღმდეგია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დურბანში წასვლაზე უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, განსხვავებით გერმანიის პრეზიდენტ კრისტიან ვულფისა და ჩრდილოკორეის ლიდერ ლი მენ ბაკისგან.

კიდევ ერთი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სარკოზი იმ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის იყო, რომელიც, თავის დროზე, ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო პეკინის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა ყველას. მართალია, პეკინში ჩასვლის შემდეგ აზრი შეიცვალა, მაგრამ სოკ-ის წევრებს შორის მისი რეპუტაცია მაინც სერიოზულად დაზარალდა.

კიდევ ბევრი ფაქტორის მოყვანა შეიძლება ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ერთი რამ ცხადია: ოლიმპიური კომიტეტში არჩევნების შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია, ამიტომაც ხვალამდე მოცდა მოგვიწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა