ყოფილმა ლიეტუველმა კალათბურთელმა და "საკრამენტო კინგსის" ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის მამამ, არვიდას საბონისმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ბევრის თქმით, არვიდასი ლიეტუვის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც ამავდროულად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გამოდიოდა, თუმცა, როგორც კი მისმა სამშობლომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილეთ.

"არასდროს ცხოვრებაში ამ მატყუარებს აღარ უნდა დავუჯეროთ. მშვიდობის ქვეყანა... ესაა მშვიდობა? ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. აქ სიტყვები ზედმეტია. სურვილიც კი აღარ მაქვს, რომ მათთან რაიმე სახის კონტაქტი მქონდეს.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსი მოსახლეობის 70% ამ ომს მხარს უჭერს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნება" - განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

საბონისმა ისიც დასძინა, რომ ესაუბრა ყოფილ სპორტსმენს, ალექსანდრ ვოლკოვს, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელში სამხედრო აღჭურვილობით გამოჩნდა, რათა სამშობლო თანამემამულეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზევე დაეცვა.

სანამ არვიდასის სიტყვებზე საუბარს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ მის მიღწევებს - სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი, მადრიდის "რეალთან" ერთად ევროლიგის ჩემპიონი, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "პორტლენდის" კალათბურთელი და ლიგის დიდების დარბაზის წევრი; დღეს კი ლიეტუვის საკალათბურთო ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსული კლუბები ევროლიგიდან უნდა გარიცხონ. ძნელია თქმა, თუ როდის იქნება მათი დაბრუნება შესაძლებელი, გაურკვეველია, რა მოხდება ამ ომთან დაკავშირებით".

რთულად წარმოსადგენი სცენარი

საბონისს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ იასპარეზებენ უკრაინელები იმ ტურნირებში, რომლებშიც რუსებიც იქნებიან ჩართულები...

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაუწევენ უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას. რთული წარმოსადგენია ეს სცენარი. სლავები ხოცავენ სლავებს, ერთი სლავური ხალხი თავს მეორე სლავურ ხალხს დაესხა. საშინელებაა, ძმა ძმას კლავს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

ალექს
პარანოია შეპყრობილ პუტინსაც ყავს მხარდამჭერები: ორი ძალა, ერთია ოლიგარქიული კასტა , რომელიც ხელისუფლებასთან შეზრდილია და კომპარტიულ კგბ-შნიკური ფესვები აქვს თავად პუტინივით, ეს კასტა თავადაა ხელისუფლება, ერთდროულად პოლიტიკას და ბიზნესს მართავენ და რუსეთის სიმდიდრის უდიდეს ნაწილს ფლობენ როგორც პირად საკუთრებაში, ისე როგორც სახელმწიფო მენეჯერები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, ან მთავრობის და პარლამენტისა , პირადად , როგორც საკუთარს, ისე მართავენ რუსეთის სახელმწიფო ქონებას და სახსრებს, პუტინის ფრთისქვეშ ! მეორე ძალა ისტორიულია - 50 მილიონი ტელერადიოდამოკიდებული ტლუ, ლოთი, გაუნათლებელი, პირდუჟიანი დერჟიმორდაა , რომელიც დარწმუნებულია რომ პუტინი ღმერთკაცია, ეროვნული გმირია, რომ რუსეთი ამერიკისგან და ევროპისაგან მამულის დასახსნელად ეროვნულ გამანთავისუფლებელ ბრძოლას ეწევა, მისი ხელმძღვანელობით და საერთაშორისო სამართლის ძალით 1945 წლის მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისას არსებულ საზღვრებში უნდა აღადგინოს საკავშირო სახელმწიფო, ანუ, სსრკ იყო ნებაყოფლობითი, სრულიად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი , კანონიერი და ის ამერიკამ და ევროპამ დაიპყრეს ნაწილნაწილ და ახლა პუტინი აღსადგენად ომობს, ანუ ეს მესამე სამამულო ომია და უკრაინას კი არა, ისიც დაპყრობილია-ამერიკას ებრძვიან უკრაინის გასანთავისუფლებლად, მერე მოლდავეთის ჯერია, ჩვენზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მუხლის ჩოქვით გვითხოვია დაგვეხმარეთ მიგვიღეთო -დაგვეხმარნენ, მიგვიღეს ! როდის, სად , როგორ , არ იცის ! ბოლოს გაანთავისუფლებს ბალტიისპირეთს და სევ-ს თავიდან შეკრავს სოციალისტურ ბანაკად !!!!!!!?????? პუტინი რომ პარანოიდია ცხადია-ისტორიული სამართლიანობის სინდრომი აქვს , ეჩვენება რომ მესიაა, მახვილით გველეშაპს ებრძვის-მახვილითვე განიგმირება, ცხადია, ეს ოლიგარქები უბრალოდ გარემოების მსხვერპლი თავკერძი მედროვეებია - უგვანო, ზეროები , ფულისა და პუტინის მონები, მაგრამ ეს 50 მილიონი რომ ცოფიანი ძაღლია , ესაა უბედურება, სხვათაშორის ეგ 50 მილიონი ბატრაკი ალექსანდრე მესამის დროიდან მოდიან , მამამისისაც , ეს როცა გაორმაგდა რუსეთის მოსახლეობა და საკვები ძველებურზე მეტად არ ყოფნიდათ, მოსდევს რუსეთს ისტორიულ უბედურებად-წყევლად ადრე ჩადენილი ბოროტობებისათვის , ნიკოლოზ მეორე მაგათ დაამხეს სწორედ ბოლშევიკთა ხელმძღვანელობით და არაერთხელ გადაწვეს კრემლი, ზამთრის სასახლე და დანარჩენი რუსეთი სამოქალაქო ომისას , პაგრომშიკები, განმკულაკებელი , ჯალათები-რევოლუციის ჯარისკაც პროლეტართა ბირთვი - უსახლკარო, უმამულო , ერთი ჩემოდანი ქონებით და მხარზე შაშხანა ხიშტით, ომობს ! ამათ სიტყვით ვერ შეასმენინებ , აქ ძალაა საჭირო , არის იქ კიდევ ასი მილიონი , ხმას ვერ იღებს , ასი წელია მონაა, დახოცავს პუტინი ხმა რომ ამოიღონ , აი იმათ მიუსევს , ფულს ოლიგარქები გადაიხდიან , ეს ბოროტების იმპერია კი არა, ეს ბოროტების წყაროა !
ქიტესა
ამჟამად იოკიჩი უკვე სჯობს
Diax batono!!! -s
ეგ დისლაიქები დაბლა რომ წერია სტრიქონები რუსეთუმებს არ მოსწონთ.
ob
ვისაც რუსეთში არ უცხოვრია ის ვე ჩასწვდება მაგათ მენტალიტეტს. ყველაზე კარგი რუსი გულში მაინც დერჟიმორდაა!
rable
იოკიჩი არანაკლებია..
მასტერს
100%
Diax batono!!!
საინტერესოა დისლაიქი ვინც მისცა, ერთი იმისი განმარტება მომასმენინა, აზრზე არაა,ან არ უნახავს არვიდასის თამაში
რრრ
არვიდასი ლიეტუვის კი არა, ევროპის საუკეთოსო კალათბურთელად მიმაჩნია, ჯერ-ჯერობით, რადგან ლუკას დიდი შანსი აქ ეს ტიტული ჩამოართვას.
G.LA
არვიდას საბანოსია მამა დომანტასის და არა"საკრამენტო კინგსის" ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის მამა, არვიდას საბონის. არვიდას უფრო დიდი კალათბურთველი იყო გაცილებით ვიდრე მისი ვაჟი. ყველამ ერთ ხმად უნდა ვილაპარკოთ როგოც არვიდასი ლაპარაკობს. ეს ბარბაროსი ერია რომელებმაც ხმა არ ამოიღეს 90-წლებში ჩვენი მოქლაქეების დევნილობაში და მკვლელობის შესაჩერებლად, ეს ის ხალხი ვინც 2008-ში მოუწონეს პუტლერს ცხივალის ვითომ დაცვა და ფაქტირუად გენოციდი მოუწყეს ჩვენ ერს. ეს ის ხალხია ვინც ახლაც ამ ტანჯვას უყურებს უკრაინაში და იქ ღლიცინობენ კიდევაც ბევრი მათგანი. ეს ამ ბარბაროსი ხალხის დაკვეთებია რასაც პუტლერი ახორციელებს ყელაგან ამიტომ არის მის რეიტინგამ 32% დან 70% რომ აიწია. ჩვენთან რუსეთიდან ჩამოსული ხალხი გვატყუებენ რომ ისინი ვითომ ომის მომხრე არ არიან და არფერ შუაშია არიან. მე მათი არ მჯერა, ეს ერი სანამ არ იგრძნობს იმას რაც ფაშისტებმა იგრძნეს და სანამ არ დაინგრევა და დანაწევრდება რამოდენიმე ნაწილებად ისე მსოფილო ვერ დაისვენებს. რუსები ყველანი თვალთმაქცობენ და გულის სიღრმეში ყოველთვის როდინას განდიდების მანია ჭირთ.
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია