რუსეთის ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" 1:2 დამარცხდა.

მსაჯმა მე-19 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელი ლისაკოვიჩი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და სტუმრებმა 2:0 დაწინაურება მოახერხეს. კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, 77-ე წუთზე საჯარიმოდან გოლი გაიტანა, კომპენსირებულ დროში საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო, საფინალო სასტვენის წინ კი ყვითელი ბარათი მიიღო. მან 30 ივლისის შემდეგ პირველად გაიტანა.

ხვიჩამ ჩემპიონატის 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ხოლო "რუბინმა" ბოლო 6 შეხვედრიდამ 5 წააგო, 25 ქულით მე-10 ადგილზეა და 20 მარტს მოსკოვში ცსკა-ს შეხვდება.

და კიდევ: არავინ იცის, კვარაცხელია რუსეთში როგორ მდგომარეობაშია, თვით გუნდის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი საუბრისას ძალიან თავშეკავებულია. ამიტომ გულშემატკივრებს ვთხოვთ, ხვიჩას მიმართ კომენტარებში კრიტიკას მოვერიდოთ.

vvvvv
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არა , ავტოგოლია .

გუშინ გაგნიძის აგენტმა ილაპარაკა, და გასაგები გახდა ყველაფერი. ივნისში უნდა დაუბრუნდეს ისევ რუბინს და ჩვეულებრივად აღსდგება ეს კონტრაქტი რაც ახლა აქვს, თუ რათქმაუნდა მანამდე სხვა გუნდმა არ გამოისყიდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ახლა წამოვიდა და მაგალითად რომელიმე საშუალო დონის ევროპულმა გუნდმა მიიღო, ივნისი რომ მოვა ისევ რუბინში მიდის და ეს ევროპული გუნდი გადაუხდის რუბინს 20 მილიონს? აქამდე კიდევ არვიცოდი რა და როგორ იყო მაგრამ გაგნიძის აგენტმა ყველაფერი განმარტა. მაგრამ ეგ კაცი ოპტიმისტი აღმოჩნდა და გვითხრა, რომ ფიფა პრო არ არის თანახმა ამ კანონზე და აპროტესტებს, ითხოვს, რომ სრულიად იქნენ ლეგიონერები განთავისუფლებული ძველი კონტრაქტებისგანო. ეგ თუ მოხდა ავშენებულვართ მეგობრებო! :)) მანამდე კი რა გითხრათ, რით გაგახაროთ!
qomagi
ვიღაც ვიღაცეებმა და ვითომ გულშემატკივრებმა თავიანთ საქმეს მიხედონ, უაზრო პროპაგანდას თავი დაანებონ თუ ასეთი მაგრები არიან წავიდნენ უკრაინაში და იომონ, არ დამბლოკოთ, არ დამბლოკოთ,კვარაცხელიას კი შეეშვაააან.
სოსო
ახლანდელი კანონით,პირველ ივნისს,რუბინში უნდა დაბრუნდეს,უკან და წამოსვლას,მერე რა შედეგი მოჰყვება?ყველაფერი არავინ ვიცით,მაგრამ რაც იწერება და ვიცით,იმის მიხედვით,წამოსვლა კიდევ უარესი შეიძლება გამოდგეს,ვიდრე დარჩენა.ჩვენც გვინდა წამოსვლა და თვითონ მასაც,მაგრამ არა ისე,რომ ყველაფერი დაანგრიოს,ან დაუნგრიონ.მხოლოდ ემოციას,არასოდეს მოაქვს სიკეთე.ცივი გონებაც საჭიროა.

მაგიტომაც ვართ ყველა სფეროში ჩამორჩენილები...
გიორგი
კლავიატურის ლომებს იმედია არც აქცევს ყურადღებას ხვიჩა, ყველამ თავის საკეთებელი რომ ვაკეთოთ, ქვეყანაც წინ წავა და ჩვენც გვეშველება.

ჩემგან რესპექტ ამ გვერდს, მსგავსი მოწოდებისთვის. გუშინ ერთმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, "რა ვქნა ძმაო მე ამ ხალხისაც მესმისო", ირიბად მხარი დაუჭირა ლანძღვა-გინებას. მესმის კი არა მეც იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისაც მისი რუსეთიდან წამოვლა უნდა მაგრამ ის მეორე უკიდურესობა რაც ხდება სრული მარაზმია. ამისკენ როგორ შეიძლება ჟურნალისტმა მოუწოდოს. იმ სიბინძურის ნიაღვარის როგორ შეიძლება მესმოდეს. ნუთუ ასე დავეცით ქართველები, რომ ბინძური სიტყვების გარეშე საკუთარ აზრს, თუნდაც კრიტიკულს ვერ გამოვთქვამთ? მართალია ყველა გუნდს ჰყავს ასეთი ორკები, რომ ვიღაცას მოუსიოს, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, და უნდა გავუფრთხილდეთ ნიჭიერ ადამიანებს. ყველამ უნდა ეცადოს არ იყოს ორკი, ზომბი და აგრესიული მასის ნაწილი. მთელი ცხოვრება ამას ვებრძოდი და ჩემთვის სრულიად მიუღებელი იდოლოგიის ადამიანებიც დამიცავს აგრესიისგან. რეალურად, ხომ ეს აგრესია შინაგანი უსუსურობის გამოხატულებაა, ვინც იგინება ყველაზე ცოდოა, დაჩაგრულია, არ არსებობს თავისუფალი, ლაღი, ინტელექტუალი და ნაკითხი ადამიანი ვინმეს ამ სიტყვებით ლანძღავდეს. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებას იგრძნობთ, როცა საკუთარ აზრს გამოხატავთ გინების გარეშე და სხვა შეგნებული ადამიანი მოგისმენთ, განიხილავს და დებატში ჩაერთვება. მე ვერასოდეს მექნება დიალოგი მსგავს ადამიანთან, იმის აზრსაც არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ წაიბილწა და აყროლდა სოც. სივრცე. გავა დრო და თქვენს გვერდს ძალიან ბევრი ადამიანი დააფასებს. რეალურად არავის მოსწონს რაც ხდება, უბრალოდ იმდენად აყოლილი არიან ფეხის ხმას, და იმდენად არ კარნახობთ გონება მეტს, სხვანაირად, გინების გარეშე არ გამოუდით.
ლშა
ვააიი , ვაიიი
აკო
მიუხედავად ასაკისა ხვიჩა ჩამოყალიბებული პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ არაადეკვატურ კომენტარებს ყურადღებას არ აქცევს. შეიძლება მეც და კიდევ ბევრს არ მოსწონს სადაც თამაშობს და რა სიტოაციაც დღეს არის მაგრამ რას იზავს ეს 100 პროცენტით მისი გადასაწყვეტია და მორალურად უფლება არ გვაქვს რამეში დავადანაშაულოთ და მითუმეტეს შეურაწყოფა მივაყენოთ. გთხოვთ ეს გაითვალისწინეთ ხალხო. "ხვიჩა ძალიან გვიყვარხარ საქართველოში." მაგარი რომ ხარ მაგიტოა ყველა გამადიდებლით გაკვირდება და ეს საშენოდ გამოიყენე.
ზურა
სულ რომ უკრაინის ამბავს ყურადღება არ მივაქციოთ (როგორ არ უნდა მიაქციოს მე ეგ არ ვიცი), რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბოლო ქართველი მითხარით, ვინც დიდი კარიერა გაიკეთა? ბოლო ასე თუ ისე დემეტრაძე მახსოვს, და რამდენი მართლა უნიჭიერესი ფეხბურთელი ჩაიკარგა რუსული პრემიერლიგის წიაღში?! ხოდა ეს შანსი იქნებ გამოიყენოს ხვიჩამ და მოშორდეს მაგ, ჩვენთვის დაწყევლილ ლიგას. მთავარი მე მგონი მაგ საკითხში ჯუღელი და მამამისია. კიდე თუ რაღაცას ვამბობ კრიტიკულად ეს არ ნიშნავს რომ ცუდი მინდა, რა მიდგომაა საერთოდ, ხალხზე დაბრალება ყველაზე დიდი სისულელეა. რამე თუ არ გამოდის პირველ რიგში თავისი და თავის გარემოცვის ბრალია და ინტერნეტის სამყაროში თუ იმის თავი არ გაქვს სხვის ბევრ ცუდ აზრს გაუმკლავდეს მაშინ დიდი სპორტი შენი საქმე არ არის. ეს ე.წ. ბულინგი ადრე რა არ იყო, სტადიონზე 50,000 კაცი რომ გაგინებდა ნაკლები სტრესია?!
დ
არ დაგავიწყდეთ, რომ ყაზანი თათარსტანია, პირველი ეგენი გავლენ რუსეთის ფედერაციიდან.
შულაია
კი ბატონო გავიგე რომ მაგარია, ნაკრებზე მზე და მთვარე ამოდის,პატრიოტია, ესპანეთსა და შვედეთს გაუტანა, სპორტს და პოლიტიკას ცალსახად მიჯნავს, საკუთარი ქვეყნის ოცი პროცენტი-რუსეთს რომ ოკუპირებული აქვს, თურმე ფეხბურთის თამაშთან კავშირში არ არის, რუსეთში კარგად ექცევიან და საერთოდ პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ მართლა მაინტერესებს ეხლა რატომ არ მოდის რუსეთიდან?? ხომ შეუძლია ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი რუბინთან და ნებისმიერ გუნდთან გააფორმოს ახალი-უფასოდ 10 დღის განმავლობაში, [ამ წესით უკვე ისარგებლა რუსეთში მოთამაშე თითქმის ყველა სერიოზულმა ლეგიონერმა] დავიჯერო რომელიმე საშუალო ევროპული კლუბი უარს იტყვის კვარას სამსახურზე კომპესაციის გარეშე?. როგრც ჩანს საქმე სხვა რამეშია.......თორემ უკვეთესი დრო რუსეთის თავის დასაღწევად არა მგონია ინატრო...
მოქალაქე
არ ვამტყუნებ იმიტიმ რომ როცა იყო გადასვლის შანსი ვიღაცამ გამდიდრება მოინდომა...ახლა არის თავისუფალი აგენტის სტატუსით მაგრამ ვხედავთ არავის აინტერესებს...ახლა ვთქვათ რა ჯობია დაბრუნდეს აქ თუ იყოს იქ სადაც ბევრი ლეგიონერი წავიდა და მეტი სათამაშო დრო ექნება,რაც არ უნდა ვთქვათ რუსეთუს ლიგა უფრო მაღლა დგას ჩვენსაზე ეს მწარე სიმართლეა...ფეხბურთელის ფსიკას მოვექცეთ ფრთხილად და გაგებით,ჩვენ უფრო გვჭირდება ჯამრთელი ხვიჩა ვიდრე რუსეთს და სხვას... P.s. მე აქ სიმართლე ვერ ვიპოვე თუ პატრონი არ გყავს სპორტზე არ უნდა იფიქრო,მაგრამ რა ვუყო ბავშვს რომელის 208სმ სიმაღლის მყავს ვარჯიშობს მაგრამ ისეა ვითომ არ არსებობს
ქ. გ.
დაურეკეთ შოთა არველაძეს. წაიყვანოს ხვიჩა ინგლისში.

ყველა ერთნაირად არ გადააქვს ბულინგი. იმდენს მიაღწიეს, რომ უკვე კვირეებია აღარაფერს დებს ინსტაგრამზე და კომენტარებიც გათიშა. ძლიერი პიროვნებაა, პროფესიონალია და გაუძლებს ამ სტრესს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. უბრალოდ მაინტერესებს, ადამიანი თვითმკვლელობამდე რომ მიიყვანოთ თქვენი ტალხის სროლით ან სტრესისგან რამე დაემართოს, ბედნიერები იქნებით ამით? ამ სამყაროში ადამიანურ ურთიერთობაზე და სხვის მიმართ დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება :)
ფანი
ბრავო სპორტალს სამომავლოდ უფრო დაფასდებით ნამდვილი გულშემატკივრების თვალში
Skeleton
როცა ვხედავდი, როგორ აღმერთებდნენ შარშან მარტში, ვხვდებოდი, რომ ზუსტად ეგ ხალხი იქნებოდა, ვინც პირველივე შესაძლებლობისთანავე ზედ გადაუვლიდა. ამ გვერდზე ვწერ მხოლოდ კომენტარებს, სიბინძურისგან გაფილტრულია შედარებით. ფეისბუქზე და სხვაგან ჩვეულებრივად სუნი უდის, სადაც ქართველები რაიმეს წერენ ყველაფერი ყარს. ვიღაცა დედას აგინებს, ვიღაცა ფეხის მოტეხვას უსურვებს , ამათ ბინძურ ფანტაზიას საზღვრები არ აქვს. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამამცირებელ რამეს იტყვის. ფეხბურთს თამაშობს ეგ ბიჭი და ამას ვერ იგნებენ!! კრემლში გამოვიდა, პუტინის პროპაგანდა გაავრცელა თუ რუსეთი კარგიაო თქვა? ფეხბურთს თამაშობს უბრალოდ, იმ რუსეთს იმისთვის იყენებს, რომ საქართველოს გამოადგეს. იქ ვარჯიშობს და აქ თამაშობს, ასე მიუდექით ამ საკითხს, ვისაც (ფსევდო) პატრიოტიზმზე გეხებათ მისი იქ თამაში. ყველა ინტერვიუში იძახის, ქართველი გულშემატკივრები მინდა გავახაროო, რუსები კი არა. ქართველების გახარება მინდაო. ისე ნუ იქცევით, ყველაფერი შეაზიზღოთ ბიჭს. წამოვა რუსეთიდან და მერე ისევ ხვიჩა ხვიჩას დაიწყებენ უთავმოყვარეოები, ყველა სქრინი შენახული მაქვს სახელებით და გვარებით. ერთხელაც ყველას სახეზე ავაფარებთ!!
სტალინი
სადაც მოუწევს, იქ უნდა ითამაშოს, მთავარია ფორმაში იყოს, გოლმა კი დაგლიჯა და ამოვისუნთქე
rigiti
სათქმელი რა თქმა უნდა ბევრია, სტატიის ავტორის არ იყოს მორატორიუმი ცხადდება, დარწმუნებული ვარ უმრავლესობის პოზიციაა, საკმაოდ მრავლისმეტყველი!!!!!
ქართველი!!!
მადლობა პოსტის ავტორს, ამ პოზიციის დაფიქსირებისთვის. ხვიჩას მდგომარეობა ახლაა არავინ ვიცით და მოვერიდოთ ხალხნო, ყველაზე მეტას მას არუნდა ახლაბრუსეთშიიი!!!
Sommer
ამ ბიჭს ქართული საქმის მეტი არაფერი უკეთებია და როდის მერე გახდა მოღალატე, ესპანეთს, შვედეთს, საბერძნეთს რომ უტანდა თუ სულს და გულს რომ დებდა ამ ქვეყნის ნაკრების მაისურით? მსოფლიო რომ ქართული ფეხბურთისკენ მოახედა თუ ჩემნაირი ქართულ ფეხბურთზე ხელჩაქნეული ხალხი ისევ ფეხბურთის საყურებლად რომ დააბრუნა?
Koroche
ხვიჩა 15 წლის ბიჭი რუსეთი ჩაიყვანეს და 7 წლიანი თუ 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს ეხლა კიდე ძალიან რთულ მდგომარეობაშია. რა უნდათ ამ დეგენერატ ზომბებს და ტროლებს დეგენერატიზმის ასეთი დონ წარმოუდგენელია. ხვიჩა როცა ქება დიდების პიკში იყო ერთ გადაბრუნებულ კომენტარს ვერ ბედავდა ვერავინ, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ხალხი ისეთი უჯიშო უმადური პარაზიტები იყვნენ რომ აი მაგ ხვიჩა კვარაცხელიასაც ჩაქოლავდნენ როგორც კი იშოვნიან მიზეზს. მაგრამ ესენი სპეციალურად შემოსეული ტროლები არიან ძირითადი და მაგათ აყოლილი დორბლიანები კიდე, რაც რუსს გაუსწორდება იმას აკეთებენ და ბევრი დებილები კი ცერ ხვდებიან.
Digmassive
ბოლო თამაში იყო დღეს როსტოვთან. მოდის და ყველაფერი კარგად იქნება ;)
ქართველი
აი იცით რა არ მესმისს?? მაინდამაინც უკრაინაში უნდა შეჭრილიყო რუსეთი, რომ ქართველების იქ ყოფნა გაგეპროტესტებინათთ?? 2008 ში რო ქვეყანა გადაგვიბუგა და მაგის მერე ასობით ქართველი სპორცმენი რო წავიდა რუსეთში და ხმას რო არავინ არ იღებდა და ეხლა უკრაინაში რო შეიჭრა მაშინ გაგახსენდათ რო რუსეთი ცუდია? რა შეჭამეთ ეს ბიჭი, მეც არ მომწონს იქ რო თამაშობს მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტები მეზიზღება. გამოვიდეს ვინმე და რეპლიში მიპასუხოს რატო გაგახსენდათ ეხლა ყველას რო რუსეთი ცუდი ქვეყანაა მანამდე რატო არ იღებდით ხმას მაინდამაინც უკრაინა უნდა დაენომბა??
zaza
რუბინი გუნდი აღარ არის რა, დრაერი და პოლონელი რომ წავიდა შეტევაში საშინლად თამაშობენ. ბელარუსმა უაზროდ გააგდებინა თავი. დღეს კვარა მარტო თამაშობდა და მისთვის აჯობებს ამ გუნდიდან წამოვიდეს. როგორ უნდა განვითარდე ამ კლუბში არ მესმის. ფაქტიურად მთელი თამაში კვარას უნდა მოეტყუებინა როსტოვის მთელი გუნდი რომ რაიმე ხიფათი შეექმნათ, არანაირი კომბინაციური გადასვლა კლუბის არ არის. ჩაკვეს ჰამბურგის თამაში შეადარეთ როგორ კომბინირებენ და რა ბედნიერება ისეთ გუნდში თამაში განსხავებით რუბინისგან რა. წ
ბეღურა
ხვიჩა დიდებულ ფორმაშია დიდებული გოლი ის ჭირდება საქართველოს ნაკრებს და მას მხარი დავუჭიროთ
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ