ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა მცველი ისევ "ზესტაფონს" დაუბრუნდა
კახა ალადაშვილმა "ზესტაფონი" სეზონის დასრულებისთანავე დატოვა კარიერის უკრაინაში გაგრძელების იმედით, მაგრამ მიზეზთა გამო ოდესის "ჩერნომორეცში" არ გადასულა.

ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მარჯვენა მცველი უკლუბოდ დიდხანს არ დარჩენილა - რუსთავის "მეტალურგში" გადასვლას კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 27 წლის ალადაშვილი "ზესტაფონს" დაუბრუნდა, სადაც ჯერჯერობით დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს, ძირითად გუნდს კი, ალბათ, სულ მალე დაუბრუნდება. დანარჩენს თავად კახასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რატომ გადაწყვიტე "ზესტაფონის" დატოვება?

- კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ავჩქარდი. უკრაინაში სულ ტყუილად ჩავედი, ოდესის "ჩერნომორეცის" ბაზაზე სულ ორი საათი გავატარე და უკან გამოვბრუნდი. მივხვდი, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი და საქართველოში დავბრუნდი. გაურკვევლობაში მოხვედრას ძლიერ ქართულ კლუბში თამაში ბევრად სჯობს და ძალიან მოხარული ვიქნები, "ზესტაფონში" დარჩენის საშუალება თუ მომეცემა.

- ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა?

- სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება. როგორც იცით, "ზესტაფონის" მთავარი გუნდი ავსტრიაშია და სამწვრთნელო შტაბი ჩემ შესახებ გადაწყვეტილებას ჩამოსვლისთანავე მიიღებს. ყველაფერი ჩემს ფორმაზე იქნება დამოკიდებული და დიდი იმედი მაქვს, "ზესტაფონისთვის" სასარგებლო ფეხბურთელად დავრჩები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან უკრაინიდან დაბრუნებისთანავე ერთი დღეც არ გამიცდენია, დუბლშემადგენლობასთან ერთად ინტენსიურად ვვარჯიშობ და ფორმას სულ მალე აღვიდგენ.

- "ზესტაფონთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებ თუ ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება?

- თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ავტომატურად გახანგრძლივდება, რადგან კლუბთან 1+1 სისტემის კონტრაქტი მაქვს გაფორმებული.

- გავრცელდა ხმები, რომ შენით რუსთავის "მეტალურგი" იყო დაინტერესებული.

- ინტერესი მართლაც იყო, მაგრამ არჩევანი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გავაკეთე.

- იმედი გაქვს, რომ "ზესტაფონის" ძირითად შემადგენლობას მალე დაუბრუნდები?

- საკუთარი თავის იმედი ყოველთვის მაქვს და იმის მიუხედავად, რომ გუნდში ყველა პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა, თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ "დაჩიასთან" პირველივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში თამაში დავიმსახურო.

- რისი მიღწევა შეუძლია "ზესტაფონს" ევროტურნირებზე?

- ჩვენი მიზანი ჯგუფში მოხვედრაა - თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავედით, ევროპის ლიგის ჯგუფურში მაინც უნდა შევაღწიოთ. ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ვფიქრობ, "ზესტაფონს" საამისო პოტენციალი გააჩნია. იოლი ბრძოლები არც "დაჩიასთან" გველის და ჯერ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ. ევროტურნირების დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ველოდები. ახლა მთლიანად "ზესტაფონზე" ვარ კონცენტრირებული და გუნდის წარმატებებისთვის არაფერს დავიშურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა