დანიური "კოპენჰაგენის" ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების მცველ დავით ხოჭოლავასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. საუბრის შესავალში წერია:

"დავით ხოჭოლავას ოჯახი უკრაინიდანაა. მან გადაწყვიტა, რომ ამ ინტერვიუთი თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დასახმარებლად. ის ჩაწერილია გასული კვირის მოვლენების წინ, როცა ომში მისი სიმამრი დაიღუპა. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრები უსაფრთხოდ არიან."

ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსაც განიხილავს:

"ის, რაც ჩემმა ნათესავებმა და მეგობრებმა ბოლო კვირის განმავლობაში გადაიტანეს, საშინელებაა - თავს სარდაფებს აფარებენ, შიშობენ, რომ ხვალინდელი დღე არ გაუთენდებათ.

ბომბები ყველგან ეცემა. უნდა გავუძლოთ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთი უკვე დამარცხებულია. უკრაინა ადამიანებს კარგავს, მაგრამ ისინი გმირები არიან. ომის შემდეგ უკრაინელები უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე ომამდე და ამაში მათ მთელი მსოფლიო დაეხმარება...

ევროპის მისიაა, ლტოლვილებს დავეხმაროთ, თუნდაც სათამაშოებით ბავშვებისთვის, რომლებიც ბომბების შიშით სარდაფებში ცხოვრობენ...

მინდა მთელ უკრაინელ ხალხს და მის პრეზიდენტს ბოდიში მოვუხადო ჩემი ქვეყნის (საქართველო) მთავრობის გამო. იმიტომ, რომ მათ უარი თქვეს, ქართველი მოხალისეების თვითმფრინავი უკრაინაში გამოეშვათ. ასევე უარი თქვეს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირონ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით. ნამდვილად მრცხვენია ჩემი მთავრობის გამო.

წარმოუდგენელია მოხალისეების არგაშვება უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2014 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანამ ხელში დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის ოლქებიც ჩაიგდო და ახლა კი ყველა ხედავს, რასაც აკეთებს უკრაინაში. მთელ მსოფლიოს სჭირდება, რომ მოვიშოროთ ეს დიქტატორი, რომელმაც ჩემი სამშობლოს 20% წამართვა და ახლა ჩემი ოჯახისა და ჩემი მეუღლის ქვეყნის დაპყრობა სურს."

მიმდინარე სეზონში დავით ხოჭოლავამ დანიური კლუბის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "კოპენჰაგენი" 17 მარტს კონფერენს ლიგაზე განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრას ნიდერლანდურ პსვ-სთან (პირველი მატჩი 4:4) საკუთარ მოედანზე გამართავს.

მიშა მაგარია
ნამდვილად მართალი ხარ დათი!! გაგიმარჯოს ყველას გვცხვენია!
კახა
რომ ჰქონდეს ამას მობოდავდა ?
კახა
უკრაინამ ბევრი რამემისცა ამ ტიპს , მეუღლეც უკრაინელი ჰყავს , თვითონ *კოპენჰაგენიდან რცხვენია* იმ მთავრობის , რომელიც აქ ხალხმა აირჩია და თვითონ რომ *ყურმოკვრით იცის რას წარმოადგენს*. ამდენ *სირცხვილს* მგონი აჯობებდა, აღო ხელში იარაღი და ჩამდგარიყო უკრაინის დამცველთა რიგებში , ტუ სული ტკბილია და ნანულა ჟორჟოლიანის არ იყოს , სხვისმა შვილებმა *დაიცვან უკრინა* ?! მაგარი თავხედია ეტყობა!.
ხოჭო ლავაში
ბიჭუნ,ბოლო 8 წელია რაც უკრაინელებმა საქართველოს(როგორც ქვეყქნას)გაგვიკეთეს კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები?ის თვითმფრინავი იქ როგორ ჩაფრინდებოდა?რუკა მაინც ნახე..და კიდევ ერთადერთი საელჩოა(თუარვცდები)ჩვენი,რომელიც კიევში სრული დატვირთვით მუშაობს... და 100 ქაღტველია ახლაც კიევის ციხეში გაუსამართლებელი რომ ზის და არ უშვებენ ხახოლ ბლდ
Musenbezi
სხვისი ხელით ნარის გლეჯა მარტივია… დანარჩენი უკომენტაროდ!
დავითი
მაინტერესებს მესი თუ ერევა ან აკრიტიკებს არგენტინის მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვე მინდა აღვნიშნო რომ სადიო მანე თავის სოფლის ყველა მკვიდრს ურიცხავს ყოველ თვე 100 აშშ დოლარს და აუშენა სკოლა სოფელს. აი ხოჭოლავა ვიკინგებთან ფეხბურთის თამაშით ამაყობს, ლანძღავს და რცხვენია თავისი მთავრობის, სულ რომ დიქტატორი იყოს ჩემი მთავრობის მეთაური, სხვასთან ენა არ უნდა აჭარტალო და გამყიდველი არ უნდა იყო.
სოსო
წეროვნის დევნილთა დასახლებაში არველაძეებმა გაუკეთეს ბავშვებს სტადიონი,სხვა აქცია არ მახსენდება ქართველი ფეხბურთელებისგან,დევნილი ბავშვებისთვის.
ქუთაისი
ეს ნაკრებს არ გააკაროთ. ისედაც არაფრისმაქნისია.
გიორგი
მოდით ყველა ერთად დავფიქრდეთ რა გავაკეთეთ 2008წელს ჩვენი ქვეყნისთვის,რაში გამოვადექით ქვეყანას?დავეხმარეთ სამაჩაბლოდან დევნილებს? სკოლებში და საბავშვო ბაღებში მერხებზე რო იწვნენ?ფედერაცია და ფეხბურთელები გვერდში დაუდგნენ?ეხლა ხო გააგზავნეთ დახმარება უკრაინაში.
დევკალიონი
წადი და იომე ხოჭო შენი უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობა არ გიშვებს?
zura222
100% !
კახა
ეგეც კაი გვარიანი ჩურჩუტი ყოფილა, უბრალოდ არ მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო.
Ragindat omi
რაგინდათ ხალხო გაგვაგებინეთ რაა ოომიიი გინდათ თუ რა გინდათ ღარიბაშვილს ვეთანხმებიი სწორედ მოიქცა ზუსტად არცერთი ქართველი არ უნდა ბრძოლობდეს სხვა ქვეყნისთვის!!!!არაა ომს როცა აზრი არ აქვს ნუ აღიზიანებთ რუსეთსს და პუწინს….
ამი
ეჰ, დავით, დავით! შენ და არც ერთ ქართველს ბოდიში კი არ გაქვთ, მოსახდელი, არამედ უნდა იამაყოთ, რომ მთელი საქართველო, მთავრობა, ერი და ბერი ყველაფერს აკეთებს მოძმე უკრაინისათვის მართლა რეალური საერთაშორისო პოლოტიკური, სამართლებრივი, თუ ეკონომიკური მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით და უკრაინელი ერიც მადლიერია ამ თანადგომისათვის. შენ ისეთი სულელური ბოდიში მოიხადე, რომლის მსგავსი სისულელეც, მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არ გექნება ჩადენილი!
გიო
თუ ეგრე შეგტკივა გული,წადი და იბრძოლე, ვინმემ დაგიშალა? მოხალისეებს მთავრობა არა გზავნის.ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. ჯერ გაერკვიე და მერე ილაპარაკე!
ტოტო
კუნთმაგარი და ჭკუასუსტი .
გია
ეს ჩვეულებრივი კარიერისტი ყოფილა სამწუხაროდ,ევროპულ გუნდში ევროპულ ყაიდაზე უკრავს და საკუთარი ქვეყნის და ხალხის რეალურ ინტერესებს არაფრად აგდებს,ძალიან უნიჭო გონების კაცია რბილად რომ ვთქვათ
დათო
რაო ბიძიკო, მარტივია არა, შენ კოპენჰაგენში წამოგორებულს, გინდა სხვა ქართველი ბიჭები შეაჟლიტო რუსულ არმიასთან ომს?! ჩაბრძანდი უკრაინაში და იომე თუ ესე გეხალისება, არავინ დაგიშლის... ნაკრებში უარი უნდა ეთქვას მსგავსი განცხადებებისთვის!
ქართველი
წადი ტვინი გაანძრიე სანამ რამეს იტყვი!!!
Levani
იმ დღეს აეროპორტში ვინც იდგა მახსოვს კობა ხაბაზი და ბექა ბასილია(სააკაშვილის ადვოკატი) სად არიან ამდენი ხანი,უკრაინაში ვერ მოხვდნენ?ბილეთის ფული არა აქვთ გადაჯდომით რო ჩაფრინდნენ? ისე ხო არაა საქმე რო ეს ბოთე მთავრობა არაფერის ბაიბურში არ ყოფილა და იმათ სპექტაკლი დადგეს ვითომ მთავრობა იცავდა ვოვა პუტინს კობა ხაბაზის რისხვისგან? აბა მოიძიეთ ერთი ის ხალხი-რაღაც არ მჯერა ბასილიას მართლა უკრაინაში საომრად წასვლა უნდოდა. ეგ ტიპები ყველაფერს ცუდს უპირებენ საქართველოს,მაგრამ ისეთი ლუზერები არიან რო არაფერი გამოდით ბევრი. და ერთსაც დავამატებ-ემიგრაციაში ხალხი ცხოვრობს ზოგი შევარდნაძის დროიდანაა წასული და მაშინ რო იყო რუსთავი2 ცვეტში და მერე შაბათის შოუ იმ დროში არიან ჩარჩენილი-იმ გაჭირვებულებს 2003 წელი ჰგონიათ საქართველოში კიდე და არეცხინებენ ტვინს ტვ პირველს და ფორმულას.(ყველა ემიგრანტს არ ვეხები,მაგრამ ზოგმა ფული მოაგროვა და ჰგონია მიშა თუ არ იქნება პრეზიდენტი საქართველოში როცა დაბრუნდება დააუთოვებენ)
საქართველოს გულშემატკივარი
ბატონო წერილის ავტორო პირადად თქვენ გთხოვთ: იქნებ არ გამოაქვეყნოთ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი ასეთი გამონათქვამები, რათა ამჯერად მაინც ავიშოროთ საშინელი ტრაგედია, ნუ გადავაყოლებთ ჩვენ ქვეყანას ამბიციებს, საქართველოსთვის არავის გაუწირავს თავი და არც ახლა არავინ მოგვეშველება!!! გთხოვთ გამომიქვეყნო.
QT
ეს ადამიანი არის შეყვანილი შეცდომაში ჩვენი ქვეჰნის მტრების მიერ. მან არ იცის რომ ჩარტერით მოხალისეების გაშვება არის ომში ჩართვა, რასაც ჩვენ კი არა არცერთი ევროპული ქვეყანა არ აკეთებს და მას ეს არ უთხრეს. ისე მოხალისეს არავინ უშლის წასვლას, მიდიან და იბრძვიან კიდეც, მაგრამ ჩარტერი ნურას უკაცრავად და ეს რომ სცოდნოდა, მჯერა ამას არ იტყოდა.
Master
სპორტალ,სირცხვილია.რეებს კადრულობთ.არ გცხვენიათ????
Master
რა ომი.რად უნდა აქ ომი?ოკუპირებული ტერიტორიები აქვს აქ უკვე,ორი ბაზა ყავს,მარიონეტი ხელისუფლება ყავს.მეტი კი არაფერი უნდა უკრაინაში.მართლა აზროვნებაში გაქვს პრობლემა.
ქართველი
ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში ნაკრებში, არ უნდა იყოს. ნაკრებში ის ბიჭები უნდა თამაშობდნენ, ვისთვისაც უპირველესი, თავისი სამშობლოა. აღარ გ ა მ ო ი ძ ა ხ ო ნ!!!
გიორგი
შენ ნაკრები მთავრობის გგონია? რას ქვია არ ათამაშო, შენ ვინ გკითხავს
zura
აღარ დავინახო ეს ნაკრებში!!!!
გიორგი
ზინჩენკომ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის,ჩაკვესაც მადლობა უთხრა თავისმა უკრაინელმა თანაგუნდელმა და შენ რა თავი გამოიდე
ვვვვ
იმისთვის არის სალანძღავი რომ ამას დანიურ გამოცემას უყვება, კიდევ მეტად რომ ესროლოს ჭუჭყი ისედაც ტალახში მყოფ საქართველოს . სირცხვილის დონეზე ხომ შერცხვენილები ვართ და ეხლა ომი რომ დაიწყოს გამწყდარიც ვიქქნებით. როგორც ითქვა დათო მართლა უკრაინიდან არის. ქართველს ასე საქართველო არ ედარდებოდეს მე არ მინახავს.
ხოჭოლავას ინტერვიუ, ერთი-ერთში, გავს ნაცების ხელწერას.
როცა შენი ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებ, სხვა ქვეყნიდან და უცხო ჟურნალისებთან, ეს ნამდვილად არაკაცური საქმეა. ჩვენი მთავრობა შეუძლებელს აკეთებს და ყველანაირად მხარში უდგას უკრაინელებს. ბოდიში და ჩინელებივით მილიარდი ერი არ ვართ, რომ კიდევ ომებში ჩავერთოთ.ავღანეთში თუ იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა რა მიიღეს? ცინკის კუბოები.
Safxauzeni
ვითომ თავისუფალო მედიავ, კომენტარებს ნუ ბლოკავთ, ნუ ბლოკავთ, ვის არმოწონს ნეტავ, თქვენ ადმინისტრაციაში ცოტა განსხვავებული და სიმართლესთან ახლოს დაწერილი კომენტარები საინტერესოა.ხოჭოლავას კი ვეუბნები დანიაშია და იქნებ იქედან გააგონოს უფრო ახლოს არიან დასავლეთს, უკრაინას რამე სერიოზული დახმარება გაუწიონ და არა აღშფოთება შეშფოთებებით აღარ შემოიფარგლონ იქნებ. საქართველოს კი რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებენ, თავის მთავრობიანად და ერიანად და ბერიანად.არ დაბლოკოთ,არ დაბლოკოთ.
ხოჭოლავას
ამ "მესირცხვილეებმა" არ შეგვიკიკინეს? შენ თვითონ რატომ არ იბრძვი უკრაინის დასაცავად?
NESTA:)))
ამ მიდგომით არ არის გამოსაზახებელი.და საერთოდ თამაშიც არ დიდი ვერაფერ!!
NESTA:)))
არ აიყვანოტ ეს ნაკრებში.ისედაც არც შემწვარი და არც მოხარშული იყო.მეც მრცხვენია შენ და შენაირად მოაზროვნები!!!მიხედე შენ საკმეს.გუშინდელი ბავშვი ხარ.რაც საქართელომ გადაიტანა ამ 30 წლის მანძილზე.მეტი არასოდეს ომი!!
კახა
ყველა რომ ლანძღავთ და იძახით შენ წადიო, ჯერ ერთი მთავრობა გააკრიტიკა და არა ხალხი, გაანძრიეთ ეგ დ.მ ტვინები მეორე ვინც არ იბრძვის აზრის გამოთქმის უფლება არ აქვს?
Skeleton
რა უცნაურია, ხვიჩა კვარაცხელიას იმისთვის აგინებდით პოლიტიკაში რატომ არ ერევაო, მიუხედავად იმისა, რომ ომი დაგმო და გამოაქვეყნა თავის ინსტაგრამზე პოსტი. ამ ადამიანს კი იმისთვის აგინებთ, თავისი აზრი რომ გამოთქვა და ხელისუფლება გააკრიტიკა? ცენზურას უწესებთ თუ რაარის? რატომ არ აქვს ვინმეს თავისი დამოკისებულების გამოთქმის უფლება. ასევე აქვს კვარაცხელიასაც უფლება, არ გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ამას თავად სპორტსმენი წყვეტს. ვისწავლოთ სხვისი აზრის გამოთქმის ან არ გამოთქმის პატივისცემა. როგორ შეგიძლიათ ასე გადაუაროთ ყველას, ეგრევე ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვოთ ხალხის. როდის ჩამოვყალიბდებით საერთოდ შემდგარ ერად?!
ალეკსანდრე
რა გრცხვენია ვერ გავიგე, ქართული ბატალიონი იბრძვის იქ ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, , სხვა რა უნდა ვქნათ? დასავლეთს მოსთხოვე სჯობს ქმედითად დაეხმაროს უფრო ან როგორც სხვა ზოგიერთმა უკრაინელმა ფეხბურთელმა იარაღი აიღო მიდი შენც მიბაძე, გამომივიდა რა ესეც დიდი პოლიტიკოსი
კაპიტან გარდენბურგი
მე რომ მკითხო ასეთი მარაზმისთვის ნაკრებში არ უნდა ათამაშო ეს კაცი. მინიმუმ სანამ ბოდიშს არ მოიხდის
GV
მართლა რომ სასიცრცხვილო იყოს, კი არ უნდა დაჯდე და სხვებთან კი არ უნდა იძახო ეგ სიტყვები ...
ჯიჯი
და არც არავინ თხოვდა ჩვენს მთავრობას თვითმფრინავის გამოყოფას, უკრაინელებმა გამოაგზავნეს
ლუკა
რო იბრძვიან იქ ჩვენი მოხალისეები არ გეამაყება? მთავრობას ერის თუ სახელმწიფოს სახელი არ უნდა მიაყოლო.
status quo
ბიჭო, ნუ აკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს.აკეთე ის საქმე,რაც იცი.
alexandre
რატომ არ ბეჭდავთ ჩემ კომენტარს? მაინდამაინც გინდათ, რომ ხალხმა ნეგატივი აფრქვიოს?
დიმა
ნაკრებში აღარ გამოიძახებენ.აი, ნახეთ .
ბექა
ეჰ ნეტა თქვენი ქვეყნის ასეთი პატრიოტები იყოთ ქართველები!როგორც უკრაინის,ესერო დაგეჭირათ 2008 წელს მხარი თქვენი ქვეყნისთვის იქნებ არ დაგვეკარგა ტეროტორიები
რამო ბათუმი
კოპენჰაგენიდან მაგარია ასეთი საუბარი, შენ თვითონ მიდი და იბრძოლე და იძიე შური. რაც შეეხება მოხალისეების არ გაშვებას, ვისაც სურვილი აქვს თავისით ჩავიდა პოლონეთის გავლით.
SL
დავით მაინტერესებს როდის აპირებ შეუერთდე უკრაინელ ფეხბურთელებს იარაღი რომ უჭირავთ და იბრძვიან? თუ იმენნა საქართველოდან ჩამოსულების იმედზე ხარ? სიმართლე რო გითხრა, ჩემთვის ისე ჩანს რო ცოტა გკიდია ეგ ყველაფერი სინამდვილეში.
ბექა
შე რატო არ წახვედი ასე თუ იწვი სირცხვილით, სხვათაშორის სახელმწიფოს მხრიდან მოხალისსეების გაგზავნა, ომში ჩართვას ნიშნავს და ამას აცერთი ქვეყანა არ აკეთებს. ხოლო ვისაც უნდა წასვლა გზა ხსნილია სადაც უნდა იქ წავა მაგრამ არა სახელმწიფოს ხელსშეწყობით.
alexandre
შვილო დავით, ძალიან საწყენია, რაც დანიურ (!) პრესაში დაგიწერია. ვინმეს, არასააკაშვილის მომხრეს, არა ნაცს ელაპარაკე, შვილო? ხედავ, არავინ არ გლანძღავს, ისევე, როგორც 2008 წელს არავინ ლანძღავდა სააკაშვილს ომის დროს. მაშინაც და დღესაც ყველა ერთად უნდა ვიყოთ. საქართველოს ომში ჩართვა (ამისთვის რუსებს სულ პატარა მიზეზი უნდათ) იცი რას ნიშნევს? სააკშვილმა ომით ხომ დაკარგა 20% ტერიტორიის, ეხლაც მინიმუმ იგივე იქნებოდა, თუ მთლიანი ოკუპაცია და სუვერინიტეტის დაკარგვა არა. მაგრამ 1 რამ კარგი: გმირების რაოდენობა მოიმატებდა; ძალიან ცუდი, რომ დაღუპული გმირების. დაფიქრდი, რაც მე მოგწერე, გაანალიზე და შემდეგ დასკვნებიც გააკეთე და ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილ ქართველს შეფერის. ძალიან გთხოვთ დამიბეჭდეთ, რომ წაიკითხოს დავითმა.
პპპ123
ეს ხო მაგარია ფეხბურთში და უფრო მაგარი პოლიტიკაში ყოფილა რა
joko
კარგია დაანიდან საუბარი? თავად რატო არ ჩადიხარ?
ATP 16
ის ხალხი ვისავ ქართველობის გამო სირცხვილის გრძნობა აწუხებს , რატომ იმის არ სრცხვენიათ რასაც ამ წუთას უკრაინელი სპორტსმენები აკეთებენ , იბრძვიან საკუთარი ქვეყნის დასაცავად !!! სად ბრძანდებოდით მაშინ , 2008 -ში , როდესაც რუსეთი იგივეს საქართველოში აკეთებდა ? ალბათ მთავრობის წევრებივით საკუთარი ქონებისა და ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნავდით მარტო !! შინდისი თუ იცი სად არის , ან ერთხელ მაინც , ერთი მაინც ქედი თუ მოგიხრია იმ გმირების საფლავისა და არ შემდგარი მემორიალის წინაშე ?! ურაპატრიოტების ეს რაოდენობა , საქართველოს რომ ყავს , გაოცებას იწვევს , ამან უნდა მოიკლას ნაკრებისათვის თავი ? აი მიზეზი იმ უნიათობისა , რაც ფეხბურთში და ზოგადად ნაკრებში ხდება ! ნეტა შემდეგი ვის შერცხვება ?!
გეგი
დანახვა უნდა იმასაც რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინას საკმარისად ეხმარება,ჰო კონსულებზე მაინტერესებს რახდება?სხვა ქვეყნებმა რატომ გაიწვიეს და ჩვენი რატომ დარჩა იქ?იქნებ გაეცნო ამ ყველაფერს და ასე რაც მოგადგებათ ენაზე არ ილაპარაკოთ?რა იყო ომში ცავბმულიყავით და ერთ დღეში ავეოხრებინეთ ეს გინდოდა?იმას მაინც ვერ ხვდება თქვენი ტვინი რომ ჩვენ ერთი მუჭა ქვეყანა და უკრაინას შორის რამხელა სხვაობაა?მოკლედ რაა...
იამზე
ჩემი აზრით უცხოურ პრესასთან ესეთი კომენტარის გამო სანამ არ გაიაზრებბს რა სისულელე ტქვა და ბოდიშს არ მოიხდის ნაკრებში არ უნდა ითამაშოს. კარგად რო დაფიქრდე, ტიმოშჩუკი მეტს კი არაფერს აშავებს ბიძია. ისე მაგარი მორცხვია დავითი, როგორც ჩანს.
ხოჭოლავას
სამწუხაროა რომ ქართველების უმრავლესობას ემოციები გვმართავს ვიდრე ტვინი, გონება... დავით ხოჭოლავა, გეკითხები დღევანდელმა მთავრობამ რა უნდა გააკეთოს?.. დაგიჯეროს და დაუჯეროს ეგრეთწოდებულ დღევანდელ ოპოზიციას და ომი დაიწყოს რუსეთთან უკრაინის გულისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნის გულისთვის?.. შენ როგორ ფიქრობ ეს 20-21 დღე, რასაც უკრაინა უძლებს, საქართველო გაუძლებდა?.. ა, ისევ ჩვენებური, ქართული ემოციები... სიკვდილი ჯობია და ასე შემდ... ?.. ეხლა იმას მისტირი რომ სიმამრი დაკარგე და თუ საქართველო ომში ჩაებმება ვინმე დაგრჩება, დაგვრჩება?........ რატომ არ შეიძლება ჯერ დაფიქრდეთ ადამიანებო და მერე გააღოთ პირი?!
100%
ემოციებს ნუ აყვები. შენ კარგი ბიჭი ხარ და გვეამაყები. ყველაფერს თავისი დრო აქვს. (ემოციებმა და დაჩქარებამ, ბევრი სისულელე ჩაგვადენინა).
სოსო
დათასი რა გიკვირთ?მასზე გაცილებით ინფორმირებული და განათლებული მრავალი ქართველიც,ოპოზიციის ფეხის არის აყოლილი და იგივეს იმეორებს.ძალიან იშვიათად,რომ ეს მთავრობა სწორად იქცეოდეს და ეს,სწორედ ის შემთხვევაა,როცა სწორად მოიქცნენ.დათას საკუთარი გაჭირვება და სიმწარე ალაპარაკებს,აქაური ქვეყნის დამაქცევრების ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისაგან განსხვავებით.მისი განკითხვა,არასწორი მგონია,აქაურებისაგან განსხვავებით.ქვეყანა რითაც შეუძლია ეხმარება უკრაინას,მაგრამ რასაც ისინი მოითხოვენ,ის რომ გაეკეთებინათ,შესაძლოა ჩვენ გავმხდარიყავით მისახმარებლები,თანაც ვერავინ რომ ვერ მოასწრებდა დახმარებას,სურვილის შემთხვევაშიც კი.ვაჟკაცობა,სიმამაცე ძალიან კარგია და დასაფასებელი კონკრეტული ადამიანის მიერ,მაგრამ შენი ქმედებით თუ საკუთარ თავს კი არა,სხვებს,უდანაშაულო ადამიანებს უქმნი საფრთხეს,შენი ვაჟკაცობა,მავნებლობაში გადაიზრდება.აქ კი,მთელი სახელმწიფოს უსაფრთხოებაა სასწორზე დადებული.მაშინდელმა მთავრობამ უკვე გააკეთა ეს და ახლა ცდილობენ,ესენიც იგივეში გადააგდონ. ადამიანი საკუთარ თავს თავისუფლად განკარგავს,მაგრამ თანამდებობით სხვებზე პასუხისმგებელ ადამიანს,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის უფლება არა აქვს
Gio
თუგ გრცხვრნია წადი და იომე
123
ფეხბურთს მიაწექი. სასირცხვილოდ მანდ რომ გვაქვს საქმე, ისე უნდა
კაკო
თუ გცხვენია იყავი მანდ სადაც ხარ. გამიხდა პოლიტიკოსი ესეც.
ზურაბ
კიდე ვის გრცხვენიათ. არავინ გიჭერთ, უკრაინას ყავს თქვენი მოსაწონი მთავრობა _ჩვენც რო გვყავდა ისეთი, ჯანდაბამდე გზა გქონიათ.
sake
გრცხვენია,რომ მთავრობამ თვითმფრინავი არ მისცა მოხალისეებს უკრაინაში გასაფრენათ?უკრაინაში დღეს უამრავი ქვეყნიდან უამრავი მოხალისე იბრძვის,როგორ გგონია ყველა ისინი მთავრობის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით ჩავიდნენ უკრაინაში?
ანაკლიელი
ეჰ დავით,მოხალისეების წასვლა სხვის ომში ხელისუფლების ორგანიზებით არ ხდება,მაგრამ შენ პოლიტიკა ისე გესმის,როგორც ვირს ბახი და შოპენი.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა