ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხვიჩა კვარაცხელიასა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაშიც რამდენიმე ჩვენებური გამოდის, რომელთა კარიერასაც ახლა სერიოზული სირთულეები აქვს...

გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ენერგიულად გამოჩნდა და ადაპტაცია არ გასჭირვებია - კოსოვოსთან ბათუმში (0:1) წაგებულ შეხვედრაში ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. გიორგის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, სანაკრებო არჩევანიც. მოგეხსენებათ, წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია (ფინალში გოლიც გაიტანა). ამავდროულად, მას კიევის "დინამოში" ნაკლებად ენდობოდნენ და "ჩერნომორეცში" გაანათხოვრეს...

შემტევი ნაკრებშიც და გუნდშიც აქტიურია, მწვავედ უტევს, იგრძნობა, რომ ძალიან ნიჭიერია, თუმცა შედეგიანობის მხრივ გარკვეული სირთულეები ჰქონდა. მაშინ, როცა გიორგი ამ მხრივ უფრო დაიხვეწა, გოლები გაიტანა და სტაბილურად ათამაშდა, მას იძულებითი შესვენება უწევს...

ჩვენი ინფორმაციით, წიტაიშვილი ახლა საქართველოშია, თუმცა ის მედიასთან ნაკლებად ურთიერთობს. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე უკრაინაში (და რუსეთში) მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბის დატოვება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) შეუძლიათ. ეს ტრანსფერისთვის ცოტა, თუმცა ფორმიდან ამოვარდნის თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი დროა. მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს ქართველ შემტევს ვლადიმირ ვაისის "სლოვანს" უკავშირებდნენ (სადაც კაშია და კანკავა გამოდიან), თუმცა ეს საუბარი უფრო შორს არ წასულა...

შეუძლიათ თუ არა ქართულ კლუბებს წიტაიშვილი ზაფხულამდე დაიმატონ? - ეს რთული ამბავია. პირველ რიგში, ფეხბურთელის სურვილი იქნება, ტრანსფერი მისთვის სასურველ ლიგასა და კლუბში გამოვიდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება პირადი კონტრაქტის დეტალები და მთავარი - გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე აქცენტს ვერ გააკეთებენ, ივნისამდე კი ეროვნული ლიგის ნახევარიც არ იქნება გასული. არადა, გიორგის სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მხოლოდ მას არა - საქართველოს ნაკრებს...

ვილი სანიოლმა მარტის ბოლოს დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა მალე უნდა დაასახელოს. ერთი მხრივ, ის უთამაშებელ ფეხბურთელებს ვერ დაეყრდნობა, ამავდროულად კი, სწორედ ასეთ შეხვედრებში შეიძლება მათი ეს დეფიციტი ნაწილობრივ აღმოიფხვრას. აი, ივნისში, "ერთა ლიგაზე" ეს ვერ მოხდება... არადა, ფორმაში მყოფი წიტაიშვილი როგორ გამოგვადგება - ის ცოტათი არაორდინარულად აზროვნებს, თამაშში ახალი შტრიხები შეაქვს და სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს (შეტევით ფლანგზე, ფორვარდად და კლუბში მცველადაც კი გამოსცადეს)...

qomagi
ძალიან მაგარი ფეხბურთელია წიტაიშვილი და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრი,მას აქვს უკრაინული სკოლა გავლილი და სხვა ქრთველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გამძლეობა და მაღალი სისწრაფეები აქვს ქართულ ტექნიკასთან ერთად,კრგი იქნება კარგ კლუბსა და ჩემპიონატში თუ მოხვდება.

ხო ასეა, უთამაშებელი და ფორმაში არ მყოფი არავის სჭირდები, საკუთარ ნაკრებსაც კი. კვარაცხელიას ხომ ურჩევდით ეგრევე წამოდი და სახლში დაჯექიო , სანამ ფიფა რაიმე კანონს მიიღებდა მანამდეც ურჩევდით (რჩევა ცოტა რბილი ნათქვამია, აგინებდით) მერე ხომ იტყოდით ფორმაში არაა და რად გვინდა ნაკრებშიო.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში