საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებულ შემადგენლობას მოუთმენლად ველოდით. ამას ისიც განაპირობებდა, რომ სიაში ახალი გვარების ხილვა მოსალოდნელი იყო - ამისთვის "ერთა ლიგამდე" ხომ უკანასკნელი შანსი გვაქვს. გარდა ამისა, ფრანგ სპეციალისტს ფიქრი ნაკრებიდან წასული ჯაბა კანკავას ჩანაცვლებაზე უწევს.

მთავარ გამოწვევასთან დებიუტანტით

რამდენიმე დღის წინ დავწერეთ, რომ "ჯვაროსნების" ყოფილი კაპიტნის ადგილი გაძლიერებას საჭიროებდა და ეს ახლა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ისე ჩანდა, რომ მინდვრის ცენტრში ვილი სანიოლს ალტერნატივების ძიება უნდა დაეწყო - ამ მიმართულებით აქამდე გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად წარმატებული გამოდგა.

გამოცდილებიდან გამომდინარე, ბათუმის "დინამოელი" გუგა ფალავანდიშვილის სანაკრებო სიაში ყოფნა უფრო მოსალოდნელად ჩავთვალეთ, თუმცა ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ლიგაში თბილისის "დინამოს" მაისურით მშვენივრად გამოდის და ის მოახლოებულ მატჩებში გარკვეულ დროს მიიღებს, თუმცა ივნისში სასტარტოში თამაშზე პრეტენზიას რამდენად განაცხადებს, რთული სათქმელია.

მთავარი მოულოდნელობა

როცა გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოჩნდა, კლუბში არანორმალურად შედეგიანი სეზონი ჰქონდა, ამავდროულად კი, "ჯვაროსნებში" გამტანი ფორვარდის სერიოზული დეფიციტი იყო. ყველა ველოდით, რომ ის სანიოლის გუნდის შეუცვლელი ფიგურა და შეტევაში მთავარი ძალა გახდებოდა...

თავდაპირველად, სადებიუტო მატჩში გოლის გატანის მიუხედავად, "სერენის" შემტევისთვის იდეალური ტაქტიკური სქემა ვერ მოიძებნა. გავიხსენოთ თუნდაც საბერძნეთთან ბათუმური დაპირისპირება, სადაც მიქაუტაძის ბურთით მომარაგებას მხოლოდ მაღალი გადაცემებით ცდილობდნენ. ამის შემდეგ სანიოლმა განლაგება წარმატებით შეცვალა, მაგრამ ამ პერიოდს "ჟორჟის" არყოფნა დაერთო.

21 წლის შემტევი ძალიან ენერგიულია, მუდამ იერიშზე ფიქრობს და გოლის გატანის ალღოც აქვს. მასზე სანიოლს საგანგებოდ არ უსაუბრია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ "ფორმაში არმყოფებში" იგულისხმება.

მიქაუტაძემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ნაკრებს ძალიან სჭირდება. ამაზე მასთან მწვრთნელსაც უნდა ესაუბრა. ახლა კი ბუდუ ზივზივაძე მშვენიერ ფორმაშია და როგორც ჩანს, მას დიდი დრო მიეცემა. იმედია, "უიპეშტის" ფორვარდი თავს აქაც გამოიჩენს. სასიამოვნოა, რომ ნაკრებში მისი თანაგუნდელი გიორგი ბერიძეც დაბრუნდა...

კონკურენციის გაზრდა

ცოტა ხნის წინაც ვწერდით, რომ გარკვეულ ადგილებში მეტი კონკურენცია იყო საჭირო, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას ვერ ვხედავთ. ისევ მარჯვენა ფლანგზე მივუთითებთ, სადაც თბილისის "დინამოელ" თორნიკე კირკიტაძეს შანსი არ მიუღია.

რაც შეეხება აზაროვთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, ის ნამდვილად მისასალმებელია. უზბეკეთის ნაკრებთან გორში გამართულ შეხვედრაში ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ემოციებს აჰყვა და ამაზე მაშინაც მივუთითეთ. სანიოლის ნათქვამიდან ვიგებთ, რომ მეორე მატჩისთვის მისი არგამოძახება დისციპლინის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება.

სავარაუდოდ, დავით კობოურის მიწვევა, რომელიც ჩეხეთში გამოდის, მარცხნივ კონკურენციას გაზრდის, თუმცა ახლა საკმაოდ ბევრი ცენტრალური მცველი გვაკლია, "კარვინას" უკანახაზელის გამოყენება ამ ამპლუაზეც შეიძლება...

როცა ფეხბურთელი გჭირდება...

რა თქმა უნდა, წმინდა სპორტული პრინციპებით, იმ მოთამაშის ნაკრებში ხილვა, თუნდაც ამხანაგურ შეხვედრაში, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, არასწორია, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს...

გიორგი წიტაიშვილი და საბა კვირკველია ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებოდნენ, როცა უკრაინაში დატრიალებული საშინელების გამო უქმად ყოფნა უწევთ. კარგ ფორმაში მყოფი ორივე მოთამაშე საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ კვირკველიას ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს, თუმცა გასულ "ერთა ლიგაზე" მისი და კაშიას დამაჯერებელი თამაში არ გვავიწყდება...

დანარჩენს მატჩები გამოაჩენს - 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას ვესტუმრებით, 29-ში კი - ალბანეთს.

მეზღვაური
თუ მიქაუტაძე არ არის ფორმაში,მაშინ მაგ ლოგიკით ვოლკოვიც არ უნდა გამოეძახა,მასაც უგოლო სერია აქვს აზერბაიჯანში. მიქაუტაძე ყველა თამაშს ძირითადში თამაშობს,მომენტებსაც ქმნის და უფრო ძლიერ ლიგაშია ვიდრე ვოლკოვი.
ხომ ერა
ლოგიკურად და არა ლოჯისტიკურად
ჯემალ გაგნიძე
გამოვიძახოთ ფლამარიონი ნაკრებში,მითუმეტეს როცა ასეთი გაჭირვებაა დამაგვირგვინებელ ფაზაში! ცდად ღირს!
Fbr
Lojistikurad sworad udgeba. Kide gasagebia yvelas ver gamoidzaxebs da ver daakmayofilebs gullshematkivrebs mtavaria shedegiii
Lasha
ფალავანდიშვილისა და ფლამარიონის არგამოძახება ახლა არ შეიძლებოდა, ძველი გვარდიაა გამოძახებული, ამხანაგურში მეტი სიახლე უნდა ყოფილიყო.
Master
ვიძახდი ეს ბიჭი(მიქაუტაძე)რაღაც საეჭვოდ იქცეოდა საბერძნეთთან თამაშის მერე.თითქოს ირიდებდა ნაკრებში თამაშს,მაგრამ არავის სჯეროდა.აა ახლა ფაქტი სახეზეა.მიზეზი საინტერესოა...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია