საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტში 2 გასვლით ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უახლოესი მეტოქეები მომავალი "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეების დონის შესაბამისადაა შერჩეული - ბოსნია-ჰერცეგოვინა და ალბანეთი. მოგეხსენებათ, ტურნირზე, რომელიც ივნისში დაიწყება და საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია, ჯგუფში ბულგარეთის, ჩრდ. მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ვიასპარეზებთ.

პირველი მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთანაა. ბულგარელი პეტევის გუნდმა ამის შემდეგ ლუქსემბურგთან სპარინგი დაგეგმა. ისინი "ერთა ლიგის" B დივიზიონში ჯგუფში საუკეთესოს ფინეთთან, მონტენეგროსა და რუმინეთთან გაარკვევენ.

ბოსნიელთა შემადგენლობა საკმაოდ ვარსკვლავურია. მათ ახლა ვეტერანი მირალემ პიანიჩი დააკლდებათ, რომელსაც "რომადან", "იუვენტუსსა" და "ბარსელონადან" კარგად ვიცნობთ. თუმცა მათი მთავარი დამრტყმელი ძალა "ინტერის" 36 წლის ფორვარდი ედინ ჯეკოა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მილანური გრანდის მაისურით 12 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. აქვეა "მილანის" 28 წლის ნახევარმცველი რადე კრუნიჩი. გამოცდილია ამჟამად "მარსელში" მოთამაშე სეად კოლაშინაციც. ბოსნიის ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ლეგიონერია და საკმაოდ მაღალი დონის გუნდებში ასპარეზობენ.

ბოსნიის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის:

მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), ნიკოლაე ვასილი ("სანკტ პაული", გერმანია), ვლადან კოვაჩევიჩი ("რაკოვი", პოლონეთი), კენან პირიჩი ("გიოზთეფე", თურქეთი);

მცველები: სინიშა სანიჩანინი ("პარტიზანი", სერბეთი), ანელ აჰმედჰოჯიჩი ("ბორდო", საფრანგეთი), დენის ჰაჯიკადუნიჩი ("მალმიო", შვედეთი), ადნან კოვაჩევიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ, კვიპროსი), სეად კოლაშინაცი ("მარსელი", საფრანგეთი), ელდარ ჩივიჩი ("ფერენცვაროში", უნგრეთი), იუსუფ გაზიბეგოვიჩი ("შტურმი", ავსტრია), ამარ დედიჩი ("ვოლფსბერგერი", ავსტრია);

ნახევარმცველები: ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), სანინ პრჩიჩი ("სტრასბური", საფრანგეთი), რადე კრუნიჩი ("მილანი", იტალია), ამერ გოიაკი ("დინამო", ხორვატია), გოიკო ციმიროტი ("სტანდარდი", ბელგია), ადი ნალიჩი ("მალმიო", შვედეთი), ვლადან დანილოვიჩი ("ნასიონალი", პორტუგალია), ამარ რაჰმანოვიჩი ("ქონიასპორი", თურქეთი), მიროსლავ სტევანოვიჩი ("სერვეტი", შვეიცარია);

თავდამსხმელები: ედინ ჯეკო ("ინტერი", იტალია), ერმედინ დემიროვიჩი ("ფრაიბურგი", გერმანია), სმაილ პრევლიაკი "(ეუპენი", ბელგია), ლუკა მენალო ("დინამო", ხორვატია)

მატჩი ქალაქ ზენიცაში 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

qomagi
კარგ და მაგარ გუნდებში თამაშობენ,ასეთ გუნდებში რო იყვნენ ქართველი ფეხბურთელები შრომა და დისციპლინის დაცვა უნდა ისწავლონ,პრობლემების დიდი ნაწილი თვითონ ფეხბურთელების ხასიათშია და უნდა იზრუნონ თვითონვე ამის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ გუნდებში მოხვედრა როგორებშიც ბოსნიელები თამაშობენ გამორიცხულია,კარგი გუნდების ხელმძღვანელები არაპროფესიონალ და დისციპლინის არ დამცველ ფეხბურთელებს არასდროს აიყვანენ, რაც არ უნდა ნიჭიერები იყვნენ ისინი.
irakli
ისე რომელი გუნდია კარგი ევროპული? მეცი ჩვენ არ მოგვწონს, გენტი არ მოგვწონს, რუბინი არ მოგვწონს(არც უნდა მოგვწონდეს) და ჩვენი ფეხბურთელების ბრალი ხომ არაა? გადავიდეს კაია უნდა ვინმეს? ხვიჩაზე რომ გეკითხა აგენტისათვის მილანი იუვე და ბორუსია ჩხუბობდნენ და ახლა უფასოდ აღარ უნდათ.პროფესიონალები როცა იყვნენ ჩვენები კი თამაშობდნენ მილანში, აიაქსში, შალკეში და ნიუკასლში მაგრამ ახლა შევეგუოთ იმას რომ არ გვყავს თუნდაც ბოსნიის დონის ფეხბურთელები.
Haaland
მიქაუტაძე სამოყვარულო გუნდშია და მეტი რა ქნას? რეგრესიც მაგის ბრალია. როგორი გარემოცვაა ისეთი შედეგი. მეცს და სერენს უნდა ჩამოშორდეს, სხვა გზა არაა. რომელიმე კარგი ევროპული გუნდი აუცილებლად მიიღებს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბაიერნის" ლეგენდითა და ბევრი ლეგიონერით - ბოსნიური მედია საქართველოს ნაკრებზე
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია