18 მარტს "შავი ლომი" 23-კაციანი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც 7 აპრილამდე სამ შეხვედრას გამართავს.

რადგან 20 მარტს "ბორჯღალოსნებს" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ელის ესპანეთთან, გუნდს სანაკრებო შეკრებაზე მყოფი 8 მორაგბე 23 მარტს შეუერთდება. ესენი არიან: ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე და მირიან მოდებაძე.

პირველ სამ თამაშში "შავ ლომს" გამოცდილი "ბორჯღალოსნები" დააკლდება და მათ ნაცვლად მწვრთნელებმა დიდი 10-იდან და 20-წლამდელთა ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს უხმეს - გიორგი მაისურაძეს, დავით ხუროშვილს, გიორგი ჩიქოვანს, თეიმურაზ ჭიჭინაძესა და შალვა აფციაურს, ასევე - ლევან ჭავჭავაძეს, ოღონდ ის გუნდს მოგვიანებით, 25 მარტს შეუერთდება.

"ქარი ქაფის" პირველ სამ თამაშში გუნდს ლადო კილასონია წარუძღვება, დამხმარეებად კი ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი ეყოლება.

"გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, "ქარი ქაფზე" სპეციალური გრაფიკით ვთამაშობთ. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში სამ თამაშს ჩავატარებთ, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდებით და რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანზს" შევხვდებით", - ამბობს ლადო კილასონია.

"შავი ლომი" "ქარი ქაფის" სადებიუტო შეხვედრას 26 მარტს კენიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 აპრილს ზიმბაბვეს ეთამაშება. ორივე შეხვედრა სტელენბოშში გაიმართება, შინ დაბრუნებამდე კი გუნდი პორტ ელიზაბეტს ეწვევა და 7 აპრილს ადგილობრივ "ელეფანტს" ერკინება.

"ამ სამ თამაშში ჩვენი მიზანი ახალ გარემოში, სწრაფ გუნდებთან მოთამაშეების გამოცდაა. საინტერესო შეხვედრები გველის. ვნახეთ კენიისა და ზიმბაბვეს თამაშები და ორივე სწრაფი, მოძრავი გუნდია. მათთან მატჩებში ვეცდებით სათამაშო კომპონენტების დახვეწას, რათა სუპერთასის ნახევარფინალს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ".

"შავი ლომი" "ქარი ქაფზე"

პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ნიკა პატარაია, თენგიზ ზამთარაძე, მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, გიორგი მაისურაძე, გიორგი პერტაია;

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, თორნიკე აქუბარდია;

9-10: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე, დავით ხუროშვილი; დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

ხაზი: გიორგი ჩიქოვანი, გურამ ქანდაურაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, სანდრო სვანიძე.

სამხრეთ აფრიკაში 22 მარტს მიემგზავრებიან

ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე, მირიან მოდებაძე.

rugby.ge

ჟორიკა
ჟორიკ სპარინგები აუცილებელია,აბა ევროპას ერთ ადგილას ვკიდივართ და ვის ვეთამაშოთ,სად განვითარდნენ?!
ჟორა
ეს, როგორ? სპსრინგის ნახვა უფრო ახლოს არ შეიძლებოდა 15 ათას კილომეტრზე რომ არ წასულიყავით? თუმცა რა გენაღვლებათ ფული ბევრი გაქვთ, სპორტის ბიუჯეტის მესამედს თქვენ ხარჯავთ.
დავითი...
მამუკაშვილი, შარიქაძე და თოდუა არ იქნებიან? და ტელეტრანსლიაცია იქნება?
რეზო
ეგ 2 კითხვა უნდა დამესვა ზუსტად! რა ხდება? ბუკამ გააფორმა ვინმესთან კონტრაქტი? კოჭო და ქოქოსა?
სოსო
მერაბ შარიქაძე არ გვეყოლება?
r
ტელერეპორტაჟები იქნება?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"