სხვადასახვა სპორტულ გვერდებზე და არამარტო ხშირად შეხვდებით გამორჩეულ უკრაინელ სპორტსმენებზე ინფორმაციას, თუ როგორ მიატოვეს კარიერა და იარაღით ხელში სამშობლოს სადარაჯოზე დადგნენ. დღევანდელ რეალობაში, რა თქმა უნდა, მსგავსი საქციელი გმირობის ტოლფასია, ისევე როგორც თითოეული უკრაინელის. დღეს ვისაუბრეთ დაწყებული მძიმე წონაში კრივის ჩემპიონიდან დამთავრებული "არსენალის" ფეხბურთელით, რომლებმაც ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვეს და საკუთარი ქვეყნისთვის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს.

ოლექსანდრ უსიკი

ენტონი ჯოშუას დამმარცხებელი და 2 წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, ოლექსანდრ უსიკი სამშობლოში დაბრუნდა და კიევის სადარაჯოზე იარაღით ხელში დადგა. ათლეტის თქმით, ახლა რინგზე დგომა და ქამრისთვის ბრძოლა ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისთვის და პატივისთვის. სხვათაშორის, უკრაინელი მებრძოლი ჯოშუასთან რემატჩის მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ ვარსკვლავების რინგზე გამოსვლა გაურკვეველი ვადით რუსეთის ფართომასშტაბიანმა ომმა გადადო.

უსიკმა კონფლიქტზე კომენტარი სოციალურ ქსელშიც გააკეთა და თანამემამულეებს გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა:

"ჩვენ ჩვენს უკრაინას თავიდან ავაშებეთ. ჩავდებთ ყველაფერს, რაც გაგვაჩნია და იმ სილამაზეს აღვადგენთ, რაც გვქონდა. ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგმართოთ მათ, ვინც, ქვეყნისთვის იბრძვით, დიდი მადლობა!"

ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები

როგორც კიევის მერმა, 50 წლის ვიტალიმ განაცხადა, რუსების მთავარი სამიზნე უკრაინის დედაქალაქის აღებაა. გარკვეული პერიოდის წინ უფროსმა ძმამ მოქალაქეებს თავშესაფრიდან არ გამოსვლისკენ მოუწდა, რადგან ბრძოლა დრო და დრო მძაფრდებოდა და ხალხის უსაფრთხოებაც მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო დაცული.

რინგზე გატარებულ კარიერაში ვიტალიმ 47 ბრძოლა გამართა, 45-ში კი გამარჯვება მოიპოვა (41 ნოკაუტით). პოლიტიკაში 2005 წელს, სპორტული მოღვაწეობის დასრულების შემდეგ მივიდა, ახლა კი თავისი ქვეყნისთვის ღირსეულ მამულიშვილობას განაგრძობს.

"სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო, მე ვიბრძოლებ" - განაცხადა უფროსმა ძმამ ITV-თან ინტერვიუში.

იმავე აზრზეა ვლადიმირიც, რომელიც თებერვლის დასაწყისში უკრაინის სარეზერვო ჯარში ჩაეწერა და რუსეთთან ომისთვის მზადება დაიწყო.

9 წლის განმავლობაში მძიმე წონაში გამეფებული იყო, 2015 წელს კი 33 წლის ტაისონ ფიურიმ უმცროსი ძმის დომინაცია დაასრულა. 2 წლის შემდეგ რინგზე უკვე 32 წლის ენტონი ჯოშუასთან დამარცხდა და კარიერაც დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ძმები პუტინის მოსაკლავ სიაში შედიან (ჯამში 24 უკრაინელის გვარია მოხსენიებული).

ყოფილმა უკრაინელმა ჩოგბურთელმა, სერგეი სტახოვსკიმ ბრძოლის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა არ შეშინდა და საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე იარაღით ხელში დადგა.

36 წლის ჩოგბურთელისთვის კლასიფიკაციაში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 31-ე პოზიცია იყო,

"სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ ეს ყველაფერი აღვწერო. არ წარმომედგინა, რომ ცხოვრებაში ჩემს მშობლიურ ქალაქში ბრონის ჟილეტითა და იარაღით ხელში მორიგეობა მომიწევდა. ომის დაწყებამდე 5 დღით ადრე ამერიკულმა და ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ომი დაიწყებოდა, თუმცა მაინც 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ ფართომასშტაბიანი დაპირისპირება არ მოხდებოდა"

Yuriy Vernydub

იური "შერიფის" მთავარი მწვრთნელია, გასულ შემოდგომას ჩემპიონთა ლიგაზე არც მეტ და არც ნაკლებ მადრიდის "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოუგო.

ახლა, 56 წლის სპეციალისტი იარაღით ხელში რუსეთის ჯარის წინააღმდეგ იბრძვის.

"ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსები თავს დაესხნენ, მაშინ მივხვდი, რომ სამშობლოში საბრძოლველად უნდა წავსულიყავი. გუნდთან ერთად ვიყავი, რუმინეთში ჩავფრინდით, შემდეგ ავტობუსით ტირასპოლში ჩავედით, შაბათს დილით უკვე უკრაინაში ვიყავი, კვირას კი ჯარშიც ჩავირიცხე. გზაში 11 საათს ვიყავი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მგზავრობა რთული იყო"

დიდებული მეგობრის მსგავსად, ვასილი ლომაჩენკოც უკრაინის სადარაჯოზე იბრძვის. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი M16 ტიპის იარაღით ხელში ბელგოროდ-დნესტრის ტერიტორიის დაცვით ბატალიონს შეუერთდა.

34 წლის ყველა დროის საუკეთესო მოყვარული მოკრივე, შესაშური კარიერული მიღწევებით (2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი) დღეს გმირულად იბრძვის. მისი კარიერა მეგობარ უსიკის მსგავსად გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არადა მიდიოდა საუბარი მისი თითქოს და მსუბუქი წონის აბსოლუტურ ჩემპიონთან, ჯორჯ კამბოს უმცროსთან დაპირისპირებაზე.

2014, 2018 და 2022 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილელე დმიტრო პიდრუჩნი სამშობლოს დასაცავად იარაღით ხელში რუსებს ებრძვის, მიზანი, რა თქმა უნდა, მშობლიური მიწის აგრესორებისგან გათავისუფლებაა.

სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქტიურად ითხოვდა ფულად შემოწირულობას, ასევე დახმარებას ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციისგან (NATO).

"არ მითხრათ, რომ სპორტი და პოლიტიკა განსხვავდება. ისინი ერთმანეთზე ჯაჭვურადაა გადაბმული. გთხოვთ, განზე ნუ გადგებით, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები იღუპებიან... დავჩები აქ და ვიბრძოლებ უკრაინისთვის... სახლისთვის... ოჯახისთვის..."

Oleg Luzhny

საფეხბურთო კარიერის დროს ოლეგს მეტსახელად "ცხენს" ეძახდნენ, მისი მონდომება და შესაძლებლობები კი 2022 წელსაც გამოადგა.

ლონდონის "არსენალის" ყოფილი მცველი სამშობლოს სადარაჯოზე დგას და რუსებს ებრძვის.

"ისევე როგორც ყველა გმირი უკრაინელი, ახლა მეც ჩემს ქვეყანაში ვარ და ვიცავ საკუთარ მიწამს. ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს უკვე შევუერთდი. სიტუაცია ძალიან დაძაბულია, სირენის ხმა დღეში ხშირად ისმის. ხალხი შეშინებულია, ბავშვები და ქალების უმეტესობა ვერ ხვდებიან რა ხდება... ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, მოსახლეობა გათბობის, ელექტროენერგიის, სასმელი წყლისა და საჭმლის გარეშეა დარჩენილი, მიუხედავად ამისა, ჩვენი მოსახლეობა ისეა გაერთიანებული, როგორც არასდროს. ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით, ყველანი ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ"

რაც შეეხება ოლეგის საფეხბურთო კარიერას, უკრაინელმა ექს მცველმა "მეთოფეებთან" ერთად ინგლისის FA თასი და პრემიერ ლიგა მოიგო.

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, არტემენკომ ადგილობრივი რიგით მე-2 დივიზიონის გუნდ "პოდილასთან" ხელშეკრულება გააფორმა, სპორტსმენს კანადაში, კერძოდ "ვინიპეგის" გუნდში დაბრუნება შეეძლო (თამაშობდა ახალ ხელშეკრულებამდე), თუმცა დარჩენა და გამარჯვებისთვის ბრძოლა ამჯობინა.

"არც კი მიფიქრია, რომ უკრაინიდან გავქცეულიყავი. თავიდანვე იმას ვფიქრობდი, რომ თუ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ჯარში წავიდოდი" - განუცხადა არტემენკომ CBC-ს.

ჟანი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანია, დღეს კი რუსეთის წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად იბრძვის.

"ჩვეულებრივად, როდესაც დაპირისპირებას წააგებ, რევანშის შანსი გეძლევა, მაგრამ აქ არა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკვდე, ეს არ არის მხოლოდ შენი ცხოვრება, ფაქტობრივად, ოჯახი შენზეა დამოკიდებული, ასევე გარკვეულწილად შენი ქვეყნის მომავალიც. ძნელია გადმოგცეთ ის ტერორი, რაც უკრაინაში ხდება. ალბათ აქ უნდა იყოთ, რომ გაიგოთ რა მასშტაბებზეა საუბარი, უდიდეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე" - განაცხადა ბელენიუკმა Guardian-თან ინტერვიუში.

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს