მოსკოვის "ლუჟნიკების" სპორტკომპლექსში უკრაინაში რუსი ოკუპანტების მხარდასაჭერ მიტინგ-კონცერტზე, რომელიც ყირიმის დაბრუნების მე-8 წლისთავს მიეძღვნა, 203 ათასი ადამიანი მივიდა, რომელთაგან 95 ათასზე მეტი სტადიონზე იყო, დანარჩენი კი მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამდენი ადამიანი 2018 წელს ჩატარებულ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზეც კი არ ყოფილა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ღონისძიებაზე უმეტესობა თავისი ნებით არ მისულა, ვინაიდან ხალხი ორგანიზაციებიდან და სასწავლებლებიდან მიიყვანეს, მათი ნაწილი ხელმძღვანელობას დაენახა, დააფიქსირა, რომ იქ იმყოფებოდა და მაშინვე წავიდა, - ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" იტყობინება. მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც საბჭოთა კავშირისას, როდესაც დემონსტრაციებზე ხალხი გაჰყავდათ.

გამოცემის ცნობით, არენაზე ყველა მსურველი არ შეუშვეს, ხოლო ვინც შეუშვეს, ჩანთები ჩამოართვეს.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნები დაცარიელდა და ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვასა და ტელეარხ ТНТ-ის დირექტორ თინა კანდელაკის მგზნებარე გამოსვლას ფაქტიურად აღარავინ აღარ უსმენდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში პუტინს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ ომის დაწყებიდან 14 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა და თუ პუტინი ომის დასრულებასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მოლაპარაკებას არ დაიწყებს, რუსეთი დამანგრეველ დანაკარგებს მიიღებს და წამოდგომისთვის რამდენიმე თაობაც არ ეყოფა.

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბლეკპულში ჩატარებულ კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინი რუსეთში პოტენციური რევოლუციის გამო სრულ პანიკაშია, მაგრამ თუ გაიმარჯვა, მისი შემდეგი სამიზნეები შეიძლება საქართველო და მოლდოვა გახდნენ, ასეთი სცენარი კი ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე მთელ რეგიონში, ასევე ევროპაში დაშინების ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არაა, ეს რა თქმა უნდა, ასე არაა და მიმდინარე მოვლენები სპორტზე დიდ გავლენას ახდენს - შეგახსენებთ, უკრაინაში ინტერვენციის გამო ფიფამ და უეფამ ყველა რუსულ ნაკრებსა და კლუბს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება აუკრძალა და საერთოდ, რუსული სპორტი სრულ იზოლაციაში მოექცა.

:D
ანუ პუწი სომხის ქალების იმედზეღა იყო?
ბექა
ბათუმი-შენ რომ იყო მთავრობაში,ბედნიერი იქნებოდა ერი
ბათუმი
ვის ვის და საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ გვიკვირს მიტინგებზე და არჩევნებზე ხალხის ძალით გაყვანა! მთავრობას არა აქ მნიშვნელობა, ერთმანეთზე უარესები არიან ამ შემთხვევაში!
ქრისტიანი
ვინც ამბობს რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო მართალია მაგრამ როდესაც ბავშვებს და ქალებს უმოწყალოდ ხოცავ ეს უკვე ბარბაროსობაა და არა პოლიტიკა ამაზე პასუხი მთელმა ერმა უნდა აგოს.ყველა უნდა მოიკვეთოს სპორტიდანაც,ხელოვნებიდანაც და საერთოდ ყველა სფეროდან როგორც კეთროვანები.
bebe
საქართველო დანებდება, სად გვაქვს ბრძოლის თავი.
ზურა
გეთანხმები, მაგრამ იმდენი პუტინის პატივისცემით გამსჭვალულ ადამიანს ვხვდები კომენტარებში ალბათ ყველა ფორმატში მოგვიწევს ამაზე საუბარი:(((
შაკო
სამწუხაროდ ისეთი დროა, ეს ამბები სპორტულზე უფრო აქტუალურია
ონისე
მთლად ამ საიტის ფორმატი არ არის, მაგრამ საინტერესო ინფორმაციებია
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა