გოგა ბითაძის ფენომენალური მატჩი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. 22 წლის ქართველმა ცენტრმა, რომელიც “ინდიანა პეისერსის” ღირსებას იცავს, 18 მარტის მატჩში “ჰიუსტონის” წინააღმდეგ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26 წუთში მოპოვებული 23 ქულით ნბა-ში პირადი რეკორდი დაამყარა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავის გუნდს სტუმრად დაძაბული მატჩი მოაგებინა – 121:118 (სტატისტიკა). აქვე დავაფიქსიროთ, რომ ყველა ის მატჩი, რომელშიც ბითაძემ ამ სეზონში შედეგიანად ითამაშა, ინდიანელებმა წააგეს.

აქამდე ბითაძის საუკეთესო შედეგი გახლდათ 20 ქულა, რომელიც მან 7 მარტს, “ვაშინგტონთან” 123:133 (სტატისტიკა) წაგებულ შეხვედრაში მოაგროვა. მაშინ გოგამ თამაშიდან ნასროლი 7-ივე სროლა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას, 23 ქულა ისე მოაგროვა, რომ თამაშიდან კვლავ არც ერთი ნატყორცნი არ გაუცუდებია: ბითაძემ 6-დან 6 ორქულიანი და 3-დან 3 სამიანი ჩააგდო, რასაც 4-დან 2 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა და პირადი რეკორდი – 23 ქულაც გამოჭედა. გოგა ნელ-ნელა მიიწევს ნბა-ს ქართული რეკორდისკენ, რომელიც ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის და რომელიც 27 ქულას შეადგენს.

“ბითაძეს დიდებული თამაში ჰქონდა – აღნიშნა ნამატჩევს ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა, რიკ კარლაილმა – ძალიან ბევრი სიზუსტე იყო მის მხრიდან ფარის სიახლოვეს. ძალიან სასიამოვნო, რომ ხედავ მას ასე კარგ ფორმაში. მე მართლა ძალიან გახარებული ვარ მისი შედეგიანობით. ბითაძემ დიდებულად ითამაშა მოედნის ორივე მხარეს”.

23 ქულასთან ერთად ბითაძეს 9 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება და ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა. გოგაზე მეტი – 25 ქულა მიითვალა ინდიანელმა მალკოლმ ბროგდონმა, თუმცა საერთო სარგებლიანობისა და ჯამური სტატისტიკის გათვალისწინებით “ინდიანას”, შესაბამისად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი ცენტრი დაასახელეს.

24 მოგებითა და 47 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 20 მარტს, “პოტლენდთან” შინ გამართავს.

GBF

შაკო
შენგელია 3-ზე, ბითაძე 4-ზე და შერმა 5-ზე. ოოო რა წინა ხაზი გვეყოლება ევროპაზე.
არტ
ადრეც ვწერდი რომ გოგა იმ კალათბურთელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკმაოდ ნელა მაგრამ შეუჩერებლად პროგრესირებს. ის რასაც ეხლა თამაშობს დაახლოებით შუა გზაზეა. ამ ბიჭს ძალიან სერიოზული პოტენციალი აქვს და მისი ე.წ.ჭერი ჯერ შორია. მთავარია ტრამვები აირიდოს.
ჩასაფრებული
ესეც ვიცოდი-ლომი ხარ ლომიიიიიიი!!!!!
bmb
სადა ხართ ბოღმებო?! შემოგევლე გოგა, მხეცი ხარ.
სოსო
რაც მეტს ენდობიან თანაგუნდელები,მით უკეთესი იქნება,გოგა.,მგონი თვითონ უკვე დაიჯერა,რომ თამაშის თავზე აღება შეუძლია.
G.LA
ყოჩაღ გოგა. მჯერა ამ დონეზე გააგრძელებ. წარმატებას გისურვებ.
rddd
mxilod me vamchneb ragac aists naklebad aketeben
ტოტტი
ეხლა მოგესევიან გოგა ჟურნალისტები ძველი დროსგან გასნხვავებით . წარმატებები გოგას
მოქალაქე
როგორც იქნა მიხვდა მწვრთნელი რომ გოგას ენდო,გოგამ მოინდომა და იბრძოლა ამისთვის რაც ძაან გასახარია. გოგას დროს რომ ამდენი პერსპექტიული ბავშვები გვყოლოდა ახლა ნაკრები იქნებოდა უმაღლეს დონეზე,იმიტომ რომ დღეს კარგ ბავშვებს კლუბების დონეზე ფუთავენ და აკონსერვებენ.ბავშვი რომ 8 წელი იქნება შეფუთვის კონსერვაციის პერიოდში მერე როგორ გაიხსნება,ვერასდროს...ასე ხდება საქართველოში დღეს დღეობით პერსპექტიული ბავშების მიდგომაზე.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა