ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველთა მძიმე ხვედრი

ქართველთა მძიმე ხვედრი

ტურინში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელშიც ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, ჩვენი ქალთა ნაკრები არცთუ წარმატებით ჩაება
ტურინში გუშინ დაწყებულ მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელშიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, ჩვენი ქალთა ნაკრები არცთუ წარმატებით ჩაება.

პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპში ხათუნა ნარიმანიძის, ქრისტინე ესებუას და ასმათ დიასამიძის საერთო მონაგარი 3931 ქულაა, რაც 16 ნაკრებს შორის მე-14 შედეგი აღმოჩნდა. ამდენად, პლეი ოფში მათი მეტოქე მესამეზე გასული მასპინძელი იტალიაა, რომელსაც ხვალ შეხვდებიან. ვერაფერს იტყვი - მეტოქე ნამდვილად არაა ღვთის საჩუქარი, გუნდურში თუნდაც ერთი წრის გავლა კი იმიტომაა საშური, რომ საუკეთესო 8 გუნდი ლიცენზიას იღებს.

ტურნირში მხოლოდ ქალთა ოლიმპიურ დისციპლინაში 147 მშვილდოსანი გამოდის. ჩვენებურთაგან პირადის საკვალიფიკაციოში ყველაზე უკეთ ნარიმანიძემ ისროლა - 1337 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, ბოლო ორი ტურნირის დარად, ესებუა საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად გამოვიდა - 39-ე 1319 ქულით, 1275-იანი დიასამიძე კი 75-ეა. ნარიმანიძემ ყველაზე უკეთ მეორე სერიაში, 60-მეტრიან დისტანციაზე ისროლა, სადაც 337 ქულა დააგროვა და მე-15 შედეგი აჩვენა. 70-იანზე ის 21-ე იყო, ბოლო ორში კი კიდევ უფრო მოუკლო - 50-იანზე 28-ე აღმოჩნდა, 30-იანზე - 25-ე.

ესებუამ 70-იანზე შედარებით უკეთ კი გამოვიდა - 328 ქულა დააგროვა, რაც მე-15 შედეგი აღმოჩნდა, მაგრამ 60-იანზე საერთოდ გაუმრუდდა სამიზნე - მხოლოდ 321 ქულა და 76-ე ადგილი. 50-იანზეც ცუდად ისროლა - 42-ე იყო, ბოლოს კი გაისარჯა უკეთ - 350 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა, მაგრამ შუალედებში ჩავარდნების გამო მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შეძლო.

სამწუხაროდ, დიასამიძე თავიდანვე აუტსაიდერთა შორის იყო - მისი საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო სერიაში მოპოვებული 54-ე ადგილია.

ჩვენებურებს გუნდურში თუნდაც ერთი ქულით მეტი რომ დაეგროვებინათ, შესაძლოა, ფრანგებისთვის გაესწროთ, რითაც იტალიელებთან შეხვედრას აიცილებდნენ და ხვალ მათ ნაცვლად ინდოელებს დაუპირისპირდებოდნენ. მართალია, დიდი გამართლება არც ეს იქნებოდა - ინდოელთა ლიდერი დეეპიკა კუმარი საკვალიფიკაციოში 1343 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა და ტურნირში ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ მათი ნაკრები იტალიელებზე უფრო სუსტი გვგონია. აპენინელთა გუნდი იქნებ არაა ტიტულებით დახუნძლული, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა ნამდვილადაა. თან საკუთარ კედლებში იბრძვის.

მოლოდინისამებრ, გუნდური პირველობა კორეელებმა მოიგეს 4088 ქულით, მეორეზე ჩინელები გავიდნენ - 4027-ით, მესამეზე კი იტალიელები არიან 4012-ით. ხუთეულში ინდოეთი და აშშ-ც შევიდნენ.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ჩვენი ნაკრების წარმატება არ გვინდოდეს და წინასწარ ვითხრიდეთ საფლავს, მაგრამ ამ წყვილში უპირობო ფავორიტად იტალიელები მიგვაჩნია. მით უფრო, ჩვენებურთა ბოლოდროინდელი არასტაბილურობის ფონზე (თუმცა ეს ნარიმანიძეს არ ეხება). ამიტომ უპრიანია, ისიც განვიხილოთ, მათთან წაგების შემთხვევაში ლიცენზიის მოპოვების რა შანსი გვრჩება. როგორც გუშინდელ წერილში გაცნობეთ, საგზურს გუნდურ პირველობაში გასული 8 საუკეთესო გუნდის სამივე წევრი მიიღებს ანუ 24 მშვილდოსანი. ამათ გარდა, ლიცენზიას მიიღებს პირადი პირველობის შედეგებით 8 საუკეთესო მსროლელი იმ ნაკრებებიდან, რომლებიც ლიცენზირებულთა შორის ვერ მოხვდნენ. ამდენად, ჩვენებს კიდევ აქვთ საგზურის მოპოვების შანსი, თუმცა საამისოდ ინდივიდუალურის პლეი ოფშიც უნდა გაიარონ 1-2 წრე. სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ისინი ვერც ამ გამოთიშვით სისტემაში გვახარებდნენ, თუმცა ახლა ნარიმანიძეს პირველსავე ეტაპზე სუსტთან შეხვედრა გარანტირებული აქვს. შედეგად, ყველაზე მეტი შანსიც მას აქვს.

საკვალიფიკაციო ეტაპი კორეელმა ბო ბაე კიმ მოიგო მართლაც ფანტასტიური შედეგით - 1389 ქულით. მას საუკეთესო შედეგი ჰქონდა პირველ სამ დისტანციაზე, 30-იანზე კი მხოლოდ ამერიკელ ჯენიფერ ნიკლოშს ჩამორჩა. საერთო ჩათვლაში მეორეზეც კორეელი - დესომი იუნგი 1361-ით და მისი შედეგიდან გამომდინარე, თავად დაასკვნით, კი რამდენად კარგად გამოვიდა. მესამეზე ჩინელი იუტინგ ფანგია 1358-ით, ვალეევა მეექვსეა, ამერიკის სახელით მოასპარეზე ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) მე-20, თურქეთის სახელით მოასპარეზე ნატო ნასარიძე - 49-ე. საკმაოდ სუსტად გამოვიდა ბრიტანელი მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ალისონ ვილიამსონი - 53-ე, თუმცა თავი დიდად არც უკრაინისა და რუსეთის გუნდების ლიდერებს გამოუჩენიათ. პირად პირველობაში პლეი ოფები 7 ივლისს გაიმართება და ვნახოთ, რა მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა

მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა