რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც კაპიტნის სამკლაურით გამოდიოდა და 87-ე წუთზე შეცვალეს, ყაზანის "რუბინი" მოსკოვის ცსკა-ს ესტუმრა და განადგურდა - 1:6.

მატჩის დასაწყისში, მე-2 წუთზე ქართველმა გარემარბმა ჯარიმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, თუმცა პასს თანაგუნდელები ვერ გამოეხმაურნენ.

მოსკოველებმა სწრაფი გოლი გაიტანეს - მე5 წუთზე ყაზანელებმა მეტოქის იერიში ვერაფრით შეაჩერეს, თურქი იუსუფ იუზიჩის შედეგიან დარტყმასს კი VAR-ზე საკმაოდ დიდი ხანი ამოწმებდნენ.

ხვიჩამ ხიფათის შექმა კუთხურიდანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. მოსკოველებმა სტუმართა დაცვაში არსებული ქაოსით კიდევ ერთხელ ისარგებლეს - ამჯერად მეტოქის კარი კოტდ'იუვარელმა გამინმა აიღო.

23-ე წუთზე მედიბამ გაიტანა, 2 წუთში კი ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 0:4. დუპინის კარი კარასკალმა აიღო

ხვიჩა კვარაცხელიამ 38-ე წუთზე კუჩაევს გაატანინა, რომელმაც ყოფილი კლუბის კარში გოლი არ აღნიშნა.

ტაიმის ბოლოს, "რუბინის" ფორვარდი ალეკსანდრ ლომევიცკი გააძევეს, რამაც ლეონიდ სლუცკის გუნდი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

"კვარამ" მეორე ტაიმშიც სცადა, თუმცა რამის შეცვლა წარმოუდგენელი იყო - იაზიჩმა ჰეთ თრიკი შეასრულა, ყაზანელებმა კი შეხვედრა 9 ფეხბურთელით დაასრულეს - ხორვატი ბეგიჩიც გააძევეს.

თუკი რუს კომენტატორს ვენდობით, ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო პაუზის შემდეგ, ყაზანში აღარ დაბრუნდება, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მინიმუმ, ივნისამდე კვარაცხელია სხვა ლიგაში ითამაშებს. უკანასკნელი საუბრები იტალიურ "ნაპოლის" უკავშირდებოდა. შესაბამისად, "რუბინის" სატურნირო მდგომარეობასა და მომდევნო მეტოქეზე საუბარს ამ ეტაპზე, არ ვაპირებთ. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა, ხვიჩას კი ყველაზე მეტად გამხნევება ახლა სჭირდება - ის საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია!

ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
კაი ბატონო. მე ჩემი მითქვამს. უსმინოს ჯუღელს და იაროს სლუცკის ჭკუაზე. კარგი რომ მინდა მისთვის, იმიტომ უნდა წამოვიდეს მაგ დაწყევლილი ჩემპიონატიდან. ვინმეს გინახავთ, ბოლო წლებში, ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში პროგრესირებდეს?! ახლა 20 წლისაა და ახლა უნდა წამოვიდეს, თორემ 22-23 წლის ასაკში, რაღაც ჯღართი ჩემპიონატის პროვინციული გუნდის მარადმწვანე ტალანტი არავის გაახსენდება. სტატისტიკას მაინც შეხედეთ, ყოველი მომდევნო წელი, წინაზე უარესი აქვს.შემტევისთვის, 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა კაი შედეგია? რა ვიცი, თქვენ უკარით ტაში... კრიტიკა არ მიიღოთ.
კოკო
ხვიჩამ უკეთ იცის თავისი საქმე, როდის წამოვიდეს, სად წავიდეს და ა.შ. აზრი გამოთქმა არავის არავისთვის დაუშლია, მაგრამ შეურაცხყოფების გარეშე.

ინსტაგრამზე ომი დაგმო და მეტი რა უნდა გაეკეთებინა? როცა გადაჭრით ეცოდინება რომელ გუნდში მიდის რუბინსაც დატოვებს, რა საჭიროა ასეთი გადაჭარბებული ნეგატივი ამ ბიჭის მიმართ. ვინმემ სოციალური ქსელით ომის დაგმობაზე მეტი რამე გავაკეთეთ?
რა მაფიაა?
მხარს ვუჭერ და მჯერა რომ საბოლოოდ ადეკვატური ისტორია ექნება ამ ამბავს და ხვიჩასაც მალე ვიხილავთ სხვა გუნდში, მე ვუსურვებდი არაგრანდს დაჟე, ჰოლანდიაში ან საფრანგეთში თუნდაც ან ინგლისის თუნდაც ცხრილის ბოლოსკენ გუნდი...
ხვიჩას გულშემატკივარი
არ მინდა ხვიჩას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმალავენ რა ხდება მსოფლიოში.

ჩემი კომენტარიდან მხოლოდ ეგ დასკვნა გამოიტანეთ, რომ 20 წლის ბიჭს ბავშვი ვუწოდე? მეტი არაფერი წაგიკიხავთ მანდ? წაკითხულს გააზრება სჭირდება თუმცა :)
ირაკლი
ამ რუსეთის(ტეორისტი ქვეყნის) რაღაც სულელური ცემპიონატის სიახლეებით რომ არ გაგვათანლოთ არ შეიძლება?!
კახა ქ.
რო იძახით წამოდიო,თქმა ადვილია,მარა სინამდვილეში ხომ არ იცით იქ რა ხდება.მაგის ჩიტი არაა რუბინის პრეზიდენტი რიმ 20 მილიონი დაკარგოს(თან ცნობისთვის ვიღაც სიმონა არ გეგონოთ,ქიციც იცის და ქიცმაცურიც,გამგები გაიგებს)ამ ფიფა-უეფამაც რაღავ სისულელე ჯანობი მიიღო,ამათი კურდღელი....რას ქვია შეგიძლიათ წახვიდეთ,ოღონდ ორ თვეში უკან უნდა მობრუბდეთ.გონიათ მაგას უხარია ეზოს ჩემპიონატის დონის ქვეყანაში ბურთის გაგორება....

ამ ბიჭს არასოდეს რუსეთის მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია. პოლიტკოსები გვყავს პოზიციაშიც და ოპოზიციაშიც, რომლებიც იძახიან რუსეთი ჩემი მეორე სამშობლოაო და ამ ადამიანებს ვაძლევთ უფლებას გვმართონ და დავიჯერო ამ ბიჭის რუსეთში ყოფნა ასეთი კატასტროფაა და ამაზე მეტი მოღალატე ქვეყანაში ვერავინ მოძებნეთ? რათქმაუნდა უკეთეს გუნდში უნდა თამაშობდეს და ითამაშებს კიდეც მაგრამ, რას ჰგავს ხალხი, სად წაიღონ სიძულვილი არ იციან, რას ჰგავდა დღეს მთელი სოც სივრცე, ყარდა მთელი სოც. სივრცე. ნუთუ ასე დეგრადირდა ქართველი ერი, რომ სიბინძურის გარეშე კრიტიკული აზრის გადმოცემა არ შეუძლია?? თქვენ უკვე მოკალით და გაანადგურეთ ეს ბიჭი. 1% ია შანსი ისევ ფეხზე წამოდგეს და გააგრძელოს თავისი ნიჭის გამოყენება. ჩვენს თვალწინ უდიდესი ტალანტი გაანადგურეთ , გილოცავთ! მიზნისთვის მიღწეული გაქვთ:)
აკა
ეგ თუ "კაპიტანია" დავითაშვილი "მაიორი" მაინც უნდა იყოს, წითელი არმიის "არსენალში".
Static.X
სპეციალურად დაგეგმილი ფსიქოლოგიური "ოპერაცია" პრიმატი ფაშისტების მიერ. კაპიტნად სპეციალურად დააყენეს, ქართველი თან კაპიტანი აგრესიის სამიზნე ისედაც იყო და 9მაგად გახადეს. ისედაც დასუსტებილი და ცუდ მდგომარეობაში მყოფი რუბინი სპეციალურად გასანადგურებლად გაიყვანეს მოედანზე ამ მატჩში კონკრეტულად მიუგდეს რუსული არმიის ფაშისტებს საჩეხად.
შოთა
ხვიჩას არასდროს უთქვამს რომ რუსეთი მისი მეორე სამშობლოა და როსეთის მთავრობას და მათ პოლიტიკას ეთანხმება, ამ ბიჭს უბრალოდ ფეხბურთის თამაში უნდა მშვიდ და ნორმალურ გარემოში და ელოდება როდის დააღწევს თავს რუსეთიდან. აცალეთ კაცს ცხოვრება
zura222
კაპიტნად დანიშნეს და ასე უბდათ მოთაფლონ ? აი ხვიჩა ჩვენი კაპიტანი ხარ და არ მიგვატოვოო PP
დათო
..,რა სისულელეს წერ!!! კაცი მოდის და ასეთი კომენტარის ღირსი არ არის!!! სუკას როგორ ადარებ ბიჭო!!!
კაკო
ვაი შენ პატრონს, ვინ ხარ რომ ლანძღავ ახალგაზრდა კაცს, არა მგონია მაგაზე დიდი ქართველი იყო
ბარაქა
სანამ ზეტს არ დაგახატავენ არ წამოხვალ? მოლართი. მუს უჯინექ? მუშენ ოგორაფუანქ დუთს
გივი
ბავშვია ჯერ. რას შე. . . ეთ ყველაფრის კრიტიკოსებმა ცხრა თითი? აცადეთ, ძალად პატრიოტებო.
იყავით ობიექტურები!
ეს ბიჭი არის საქართველოს ნაკრების იმედი, ამის გარეშე ჩვენი გუნდი არის ნახევარი. მინდა მივმართო იმ ვაიპატრიოტებს ვინც ამ ბიჭს ლანძღავს და აბულინგებს, ხო ხართ ღირსები რომ ამ ისედაც უთავმოყვარეო ქვეყანას თქვენი არაკაცული და არასწორი საქციელით უფრო ცუდი საქმე გაუკეთოთ?!!! ეომ თქვას თქვენი დე.....ცო და აღარ ითამაშოს ნაკრებში ეგ გინდათ ალბათ ხო?!!! თქვე კლავიატურის ვირთხებო, თქვე არასწორებო!!!!! ხვიჩას ჭირდება მხარდაჭერა და არა ამ პოლიტიკური სიტუაციის გამო მიწასთან გასწორება
qomagebi
ადვილია სხვის საქმეში ჩარევა და ჭკუის დარიგება, ყველამ თავის საქმეს მიხედოს,კვარაცხელიას კი თავი დაანებონ,კვარა თუ ნაპოლში გადავა მისთვის და ნაკრებითვისაც კარგი იქნება.ამ ბიჭს ახლა გვერდში დგომა ჭირდება და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი და რაღაც უაზრო ურაპატრიოტიზმზე საუბრები. კვარაცხელიას საქართველოში ბევრი და ნამდვილი გულშემატკივარვები არ აკლია.
Winter
ზურიკო და დანარჩენები რა მაგრად გადარჩნენ ,მარტო ხვიჩას აბულინგებს ერი. ისინიც რუსეთში რომ არიან არაუშავს? ისინი გამოძვრნენ ხვიჩას ხარჯზე, ერთი ტალახიც არ მოხვედრიათ. ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ, მარტო ერთი ნუ გაიგდეთ ჩვენც აქ ვართო :)) დასკვნა აქედან ის არის, რომ ამ ქვეყნისთვის არ უნდა მოიკლა თავი, ეს ქვეყანა აუცილებლად მოგკლავს და ფეხქვეშ გაგთელავს, პირველივე შესაძებლობიათანავე :)
მოქალაქე
მოდი ვთქვათ ის რომ ტრანსფერებზე ხვიჩას მიმართ ატეხილი სტატიები და აჟიოტაჟი არ იყო სიმართლე,რადგან ახლა ყველა ლეგიონერი რომელიც რუსეთში თამაშობს თავისუფალია და უსასყიდლოდ შეუძლიათ წასვლა...მაგრამ ხვიჩას შემთხვევაში ყველა ევროპა დუმს...რატო დუმს და არ ითხოვენ როგორც სხვები წავიდნენ...ესე იგი ხვიჩასაც აქვს პრობლემა ,თორემ ასეთ ლუკმას არავინ გაუშვებდა ხელიდან...
თენგო
ვაი პატრიოტებო ხვიჩას თავი დაანებეთ

ნეტა კრიტიკა იყოს მარტო, კრიტიკა მისაღებია. ბიჭს რუსეთუმეობას და მოღალატეობას აბრალებენ ლამის. როდის გააკეთა რუსეთის მხარდამჭერი განცხადება? როდის არ დადო საქართველოსთვის ყველაფერი მოედანზე, რატომ აბრალებთ რუსეთის მომხრეობას სულ გაგიჟდით? თვითმკვლელობამდე მიიყვანთ ასე ადამიანს. არასოდეს არავისთვის არ გაუცია პასუხი და არ გიტყდებათ ამდენს რომ ამცირებთ და გულს ტკენთ?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
იმიტომ ვწყვეტთ ციდან ვარსკვლავებს, ფეხბურთშიც და ზოგადად, 20 წლის ბიჭს, ბავშვს რომ ვეძახით. ეგ, ახლა თუ ვერ ხვდება, რომ რუსეთიდან უნდა წამოვიდეს, ვერც 10 წელიწადში მიხვდება.
Irakli
ხვიჩას რა დაცვა სჭირდება ვერ გავიგე, საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერია, სულ ვაქებთ და ვადიდებთ, თითო ოროლა პროვოკატორი ყოველთვის და ყველასთვის იარსებებს, ასე რომ რაღაც აჟიტირებული თემა მგონია ეს ამბავი, ხვიჩა მაგარია და თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვის და გაგვახარებს!
გიორგი
ვიზე ამბობ?
ჟორა
!! არა მგონია, რომ მაგი ამ წერილებს კითხულობს რადგან ამდენხანს გაგიჟდებოდა.
კოტე
ახია! თინა კანდელაკად არ უნდა იქცე!
გიორგი
100%-ი ხარ რა გადაეკიდნენ ამ ბიჭს ან ესპანეთთან გოლი საბერძნეთთან გოლი და შვედეთთან გოლი არ გაუხარდათ ამ უნახავებს ამას რატო გადაეკიდნენ ან თვითონ არ უნდა წასვლა ეს ხო არ არის დაკრა ფეხი და წახვიდე მითუმეტეს ივნისში უნდა დაბრუნდეს უკან სამუდამოდ რო იყოს წასვლა შესაძლებელი კიდევ ხო ადგება და წამოვა ბიჯო რა გჭირთ რა მარტო კვარა თამაშობს მანდ? ან მარტო კვარას უთამაშია რუსეთში რა ტვინი გაღუნეთ შეეშვით ამ ბიჭს მიხედავს თავის თავს და საქართველოსაც გამოადგება ან ამაზე კარგი მეგოლე ნაკრებში ვინ გვყავს ნუ ჩაკვეს გამოკლებით ჩაკვე ისევ შევა ფორმაში და უძლიერესი იქნება კვარასთან ერთად და დაანებეთ თქვე დაუნახავებო ხვიჩას კრიტიკას თავი

ვინმემ დაიცვას ეგ ბიჭი ან საშინელი აგრესიისგან და ბულინგისგან რაც ბინძური ნიაღვარივით მიედინება მისკენ ამოუწურავად. ვინმენ დაიცავით ეგ ბიჭი, რამე არ დამართოს თავს ან არ მოუვიდეს რამე ამდენი სტრესისგან, ამაზე არ გიფიქრიათ?? ფეხბურთის თამაში კი არა გადათელეს ადამიანი ფეისბუქზე ტელევიზიებმაც კი. ვინმემ რამე გააკეთეთ, ქეცბაიას გუშინდელი გამოსვლა არ შველის მარტო. თვითონ სლუცკიმ თქვა, ისეთი ბრილიანტი გვყავს ვცდილობთ არ მივაკაროთ პრესის ნეგატივი და სიბინძურეო და დავიჯერო ქართველებს სლუცკიზე მეტად არ გვიყვარს და ასე ადვილად ვიმეტებთ? აქამდე არ თამაშობდა რუბინში, აქამდე არ იყო რუსეთი ოკუპანტი? რა ჯანდაბა ხდება, ამ ბიჭით წყდება სამშობლოს ღალატის საკითხი? როცა მაღალ ეშელონებში მიღალატეები უზით? გაუფრთხილდით ამ ბავშვს, გვიან იქნება მერე!!!
ტტტ
რა ივნისამდე ტო, ვინმეს იმედი აქ პუტინი ივნისისთვის გადემოკრატდება და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგება?
სიმართლე
ალბათ სპორტული თვალსაზრისით შუა მარტში გუნდის გამოცვლა არაა გამართლებული, მაგრამ სხვა მხრივ ჯობია არაფერი ვთქვა, თორემ არ გამოაქვეყნებენ
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?