ალბენაში გამართულ მოჭადრაკეთა დიდ საერთაშორისო ტურნირში ნაზი პაიკიძემ საერთო ჩათვლაში 30-ე ადგილი ხვდა, ქალებში კი პირველობა არავის დაუთმო
ბულგარულ ალბენაში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 270 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის - 28 დიდოსტატი.

ცხრა შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი მასპინძელმა ივან ჩეპარინოვმა დაიკავა. ამდენივე ქულა მოაგროვა მისმა თანამემამულე ათანას კოლევმა, რომელსაც უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ხვდა. 7-7 ქულით, შესაბამისად, მესამე-მეათე ადგილები მაქსიმ როდშტეინმა (ისრაელი), კონსტანტინ ლუპულესკუმ (რუმინეთი), დმიტრი სვეტუშკინმა (მოლდოვა), ავეტიკ გრიგორიანმა (სომხეთი), პეტერ არნაუდოვმა (ბულგარეთი) და პონტუს კარლსონმა (შვედეთი) გაინაწილეს.

22-მა მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა. მათ შორისაა ნაზი პაიკიძე, რომელსაც საერთო ჩათვლაში 30-ე ადგილი ხვდა, ქალებში კი პირველობა არავის დაუთმო. 6 ქულით მეორე იყო პოლონელი კლაუდია კულონი, 5,5 ქულით მესამე ადგილი მარგარიტა ვოისკას (ბულგარეთი) ერგო.

ორგანიზატორებმა ტურნირისთვის სოლიდური საპრიზო ფონდი დააწესეს - 40 ათასი ევრო, საიდანაც ჩეპარინოვი 8 000 ევროთი დაჯილდოვდა, მეორე-მეხუთე ადგილებზე გასულთ 4000, 2500, 1500 და 1000 ევრო ხვდათ.

მანდილოსანთა შორის გამარჯვებულ პაიკიძეს 800 ევრო, მეორე-მესამე ადგილოსნებს, შესაბამისად, - 550 და 400 ევრო გადაეცათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა