ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ სასიამოვნო ინფორმაციები გვესმის, ამავდროულად კი, მისი რუსეთში ყოფნით გაბრაზებულ გულშემატკივართა რაოდენობა იზრდება. იტალიურ მედიაში გაჟღერებულ "ნაპოლიში" გადასვლის შესაძლო ვარიანტი ერთადერთი სიახლე არაა...

ყაზანის "რუბინი" ძალიან დასუსტებული და დემორალიზებულია - ეს ცსკა-სთან დაპირისპირებამ კარგად აჩვენა. ჩვენ საკუთარი გვადარდებს - ხვიჩას ირგვლივ უამრავი რამ ტრიალებს. როგორ წარმოგიდგენიათ, მას ახლა (ან ოდესმე) ევროპულ ლიგაში გადასვლა არ სურდეს? ყველასგან ერთნაირი ხასიათის ქცევას ვერ მოვითხოვთ, ადამიანები განსხვავდებიან - ვიღაც მეტად ახერხებს საკუთარი სურვილები და მოლოდინები ღიად გადმოსცეს, ზოგიერთს კი ეს უჭირს. ხვიჩა ნამდვილად მოკრძალებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც საუბრის დროსაც იოლად შეამჩნევ. ასეთ დროს განცდებს "ვინახავთ", რაც უფრო რთულია...

"რუბინის" უკვე ხსენებული მატჩი, გარკვეულწილად, კვარაცხელიას წასვლასთან შეგუებას ჰგავდა - ქართველი ფეხბურთელის კაპიტნობით, რუსი კომენტატორის ნათქვამით (სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდში არ დაბრუნდებაო) თუ მატჩის შემდეგი კომენტარებით...

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა (გადაცემაში "სპორტი იმედზე") თქვა, რომ შესაძლოა, ხვიჩას კარიერაში მალე ახალი ეპოქა დაიწყოს. ფრანგმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის ლიდერის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა - "როგორც რთულ პერიოდში ჩვენ მას დავეხმარეთ, ასევე დაგვეხმარა ის შვედეთთან შეხვედრაში" - ეს სიტყვები ცოტას არ ნიშნავს. ჩვენთვის მთავარი ინტერესი ნაკრებია - მოთამაშე აქ რა განწყობით ჩამოდის, როგორ იხარჯება, თავისი შესაძლებლობების ზღვარზე როგორ გადის... ვინმემ ამ კომპონენტში სხვანაირი ხვიჩა დაინახა?

"კვარას" ამბავს თემურ ქეცბაიაც ("ტაიმ აუტი") შეეხო და მანაც ხაზი ფეხბურთელის გვერდით დგომის მნიშვნელობას გაუსვა. არ მგონია, ქეცბაიაზე მეტად პატრიოტები ან ამა თუ იმ თემაზე კრიტიკულად განწყობილნი ვიყოთ. ცოტაც უნდა მოვითმინოთ და ისე უნდა მოვიქცეთ, შემდეგ ჩვენი სიტყვები ფუჭი არ აღმოჩნდეს...

sportall.ge-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" გავრცელებული ამბავი ერთადერთი ვარიანტი სულაც არაა და ტრანსფერზე სხვადასხვა მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ. მეტიც, სხვა გუნდების შანსები უფრო მაღალიცაა...

სულ ეს მსჯელობებიც დამღლელია, მოვლენების განვითარებას კი ისე უნდა დაველოდოთ, მთავარი ინტერესი - დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე ქართველი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია არ დაზიანდეს!

zura222
იამზე ხანეიშვილის ერთმა მონამ უკვე დაგიწერა ერთი დიზლაიქი და დანარენებიც ჩაერთვებიან ეხლა და დაგაყრიან დიზლაიქებს DD ყველაფერი კარგად დაწერე მაგრამ ერთ რამეში კი მართლა ცდები --ეგ ნაც კომკავშირლები და სხვა ეგეთი ვირთხები ხვიჩას ზურიკოს და სხვების კარგი თამაშით ტრიბუნებზე კი არ იამაყებენ თავიაანთ სოროებში ბოღმით გასივდებიან !
იამზე
ხვიჩა იპოვის თავის გზას, რუსეთიდანაც წავა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. გამორიცხულია ასეთ ტალანტად დაბადებულმა ბიჭმა რო დიდი ფეხბურთი არ ითამაშოს, უბრალოდ ამ კვერცხებს, ვინც დღეს ლანძღავს, იმედია ცოტა მაინც შერცხვებათ როდესაც ტრიბუნაზე იამაყებენ მისით. თუნდაც ჯუღელს რო არ გაექცა, არ აწუწუნდა და თავის დროზე გაკეთებული სიკეთე დაუფასა, მაგაშიც დიდკაცობას ვხედავ ხვიჩასას; ეგრე არაა გაფარჩაკებული ქვეყნის ჩემპიონატიდან კაი გუნდში (თუნდაც რუსულში) მოგაწყონ და მერე დაკრა ფეხი და დაიკიდო ყველაფერი. აცალეთ, მიეცით დრო, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს და ხაბეიშვილის ჭკუაზე ნუ ააწყობინებთ კარიერას, ახლა რო ვენებს იჭრის ურაპატრიოტულ მოტივებზე და 2 წლის წინ პრეზიდენტად რო გვტენიდა რუსული კულტურის კაცს, ვლადივასტოკის დასიდან რო ვერ გამოღლიტეს მისი ბალერინა ცოლი.
zura222
ყოჩაღ აბტორს მაგარი სტატიაა ! მე მოვუწოდებ ამ საიტის ადმინებს--ვინც ხვიჩას ზურიკოს და სხვებს ლანძღავს ისინი საერთოდ დაბლოკონ ! ეგენი ქართული ფეხბურთის და მთლიანად საქართველოს მტრები არიან @ და გასაგებია ვის დავალებებს ასრულებენ !
სოსო
სწორი სტატიაა.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან