იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილმა თბილისის "დინამოდან" "ვალენსიაში" გადასვლის შემდეგ შანსები კარგად გამოიყენა, უკვე რეალობაა, რომელიც აღარავის უკვირს. პირველივე სეზონში ქართველმა ჯერ 14 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავად ითამაშა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ბილბაოს "ატლეტიკია". თუმცა, როგორც ფეხბურთელს, ასევე კლუბს, მიაჩნიათ, რომ მას კიდევ უფრო დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია, რის გამოც კონკრეტულ ასპექტებზე მუშაობენ, რაც ქართველ მეკარეს გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის...

ერთ-ერთი მთავარი ასპექტი საჰაერო ბურთებზე თამაშია. თითქმის ორი მეტრი სიმაღლის (1,97) მოთამაშის ერთ-ერთი ნაკლად ის მიიჩნევა, რომ ის ვერ ბედავს კარის დატოვებასა და მაღალ ბურთებზე თამაშს, რაც მეორე მხრივ, 21 წლის ასაკში ნორმალურად ჩანს. ბორდალასი არცთუ ისე კმაყოფილი დარჩა - "ალავესთან" და "ბარსელონას" წინააღმდეგ მეკარე არ იყო კარგი გამოსვლებზე და, შესაბამისად, ამ არეში ბურთს ერთხელაც არ დაუფლებია.

გიორგისთან საუბრის შემდეგ ამ მხრივ მუშაობაზე ყურადღება გაამახვილეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ბორდალასი ბოლო კვირების განმავლობაში ამხნევებდა გიორგის, გაებედა კარიდან გამოსვლა და საკუთარი სიმაღლით ესარგებლა. რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა, ჯერ "მალიორკასთან", მოგვიანებით კი "ატლეტიკთან", მამარდაშვილი ამ კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო და საჰაერო გასასვლელებში მეტოქის მეკარეებს (4-0 რიკოსთან და 2-1 აგირრეზაბალასთან) აჯობა.

კლუბში იციან, რომ მამარდაშვილმა ბევრ ასპექტზე ისევ უნდა გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ კმაყოფილნი არიან არა მხოლოდ მისი დონით, არამედ გაუმჯობესების შესაძლებლობითაც. სლოგანი ნათელია: მან მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს თავისი სხეული, მოქნილობის თვალსაზრისით კი, მაღალი დონე უკვე აჩვენა.

მომზადებულია as-ის მიხედვით

შულაია
კარგია! ძალიან კარგია, რომ ტოპ ლიგაში უკვე გვყავს ფეხბურთელი, რომელმაც ყოველგვარი მენეჯერების, დაინტერესებული ე.წ სპორტული სააგენტოების და ათასგვარი ფეხბურთის ავანტურისტების გარეშე მოახერხა, ვალენსიის [თითქმის] სასტარტოში დამკვიდრება,ეხლა ჯერი ნაკრებზეა. იმედია სხვებიც შეემატებიან და ჩვენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული........ერთი ათად! ერთი ათად.....
გუჯა კახაძე
ქართველი ფეხბურთელის ქება ძალიან სასიამოვნო მოსასმენია - მით უფრო, როდესაც იმსახურებს!
სოსო
ძალიან სწრაფად სწავლობს და სწორედ ეგ გვაძლევს, დიდ იმედს.
Levani
მომავალ სეზონში კიდე უფრო მაგარი იქნება და იმის შემდეგში-ჯერ კიდევ 23 წლის ბომბა მეკარე.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო