"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და შეიძლება კარიერა დროებით ბათუმის "დინამოში" გააგრძელოს, თუმცა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი სამსახურით "ნაპოლი" დაინტერესდა.

რუსული "ჩემპიონატი" კი ირწმუნება, რომ მათი პრემიერლიგის ლეგიონერები იტალიურ კლუბებში ვერ გადავლენ. გამოცემის ცნობით, სერია A-სთან ამის შესახებ ჯენტლმენური შეთანხმება მიღწეულია და ისინი უეფას გადაწყვეტილებით არ ისარგებლებენ:

"ასეთი გადაწყვეტილება იტალიის ჩემპიონატის მთლიანობის შენარჩუნებითაა განპირობებული".

თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება სერია A-ს მთლიანობას რუსეთის პრემიერლიგიდან რომელიმე ფეხბურთელის გადასვლა დაემუქროს და საფრთხე შეუქმნას.

"ჩემპიონატმა" აგრეთვე წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "ხვიჩა წავიდა ნაკრებში და შეიძლება რუსეთში არ დაბრუნდეს. ლეგიონერთაგან კიდევ ვინაა რისკის ზონაში?"

"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში წავიდა, რომელიც 25 მარტს ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს, 29 მარტს კი - ალბანეთთან. ჯერ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ხვიჩას ჩვენ მეტად ვერ ვიხილავთ. Матч ТВ-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ოჯახზე რუსეთში მისი თამაშის გამო ზეწოლას ახორციელებენ, ამიტომ რუსეთის პრემიერლიგას შეიძლება არ დაუბრუნდეს. თვითონ კვარაცხელიამ კითხვაზე, დარჩება თუ არა ყაზანში, ბუნდოვანი პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი", - წერს გამოცემა.

rateqs
მართალი ხარ
slava
ხო აბა რა! აი პირადად ხვიჩად ჩაუკეტეს! დედამიწაც ხო მის გარშემო ბრუნავს. დაეშვით მიწაზე, იმდენი იტრიპაჩეთ აგერ ე-ლიგაში გაუხდა სახვეწარი
qomagebi
ჟურნალისტების აგორებული ჭორებია,სად უნდა წავიდეს თუ სერიოზულად არ არის მის მიმართ ინტერესები,ისე კი ზოგზოგიერთებმა თავიანთ საქმეებს მიხედონ ხვიჩას არავისზე ნაკლებად არ უყვარს თავის ქვეყანა,ზოგს თავის საქმე ვერ გაუგიათ და სხვას ასწავლიან ჭკუას,დაანებეთ ბიჭო თავი კვარაცხელიას და ნუ აშანტაჟებთ,კვარაცხელიას ბრალი არაა რაც ახლა უკრაინაში ხდება.
მოქალაქე
აგენტის ბრალია ყველაფერი და შეცვალოს აგენტი სხვა სააგენტოში დარეგისტრირდეს,ხომ შეიძლება
Georgian
ჩემი აზრით იქიდან ხვიჩას არ წასვლა, არ არის მისი მიზეზით.აგენტი არ უწყობს ხელს.თვითონ კიდევ მოტივირებულია.უნდა წარმატებას მიაღწიოს.მარტო ვერ იზამს იმდენს რომ წავიდეს და სხვა კლუბში გადავიდეს.მესი ან რონალდო არ არის რომ უპრობლემოდ წავიდეს სხვა გუნდში.ამიტომ არ მგონია მისი პირადი კრიტიკა სამართლიანი.ის დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში და ნეგატიურად რომ არ იმოქმედოს ამდენმა კრიტიკამ ჯობს თავი შევიკავოთ.გან აგერ უკვე გადადგა ნაბიჯი,რომელიც დასაფასებელია.
რრრ
კი მარა ესეც ნატოს კარი ხომარაა? დდდ
მოქალაქე
გაუგებარი კი არა სრულიად ნათელია....ეტყიბა რუსული მაფია აფინანსებს სერია ა ს და მიტო მოხდა მოლაპარაკება ,თორე რა შეუშლიდა ხელს რომ არ იყოს რუსული ხელი..ეს არის მიზეზი
gio
ამ სიტუაციაში 15 მილიონს რუსულ კლუბს არავინ გადაუხდის. ასე რომ თვითონ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობა და წამოვიდეს. რუსული კლუბებიდან ბევრი ლეგიონერი წავიდა უკვე. მერე გამოჩნდება მსურველები, რუბინზე უკეთესი ნაღდად იქნება
შოკირებული გულშემატკივარი
საუკეთესო ქართველი მწვრთნელი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ეპატიჟება რა შეიძლება იყოს ამაზე კარგი
მწვრთვნელი
ნაპოლის პრეს ატაშემ გვიდო ბალდარიმ გააკეთა ხვიჩას გადასვლაზე კომენტარი და თქვა, რომ არ შეესაბამება სინამდვილესო!
me
აგერ შოთი ეპატიჟება თუ წამოვაო და ბათუმის დინამოს კი აჯობებს. მორჩით ამ მასხარაობას
ბილი კოსტაკურტა
ანუ, პერეგავორას იმედზე ვიყოთ? ხალხს რო ეს წიოკი არ აეტეხა, რუბინში დაბრუნდებოდა ნაკრების მერე, ჩვეულებრივად. ამიტო პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვაკომენტაროთ ყველგან, თუ მართლა გვინდ ამაგ ბიჭს ეშველოს.
ლადო
ეს ფიფა-უეფა ხომ ჩამყაყებული კორუმპირებული ორგანიზაციებია, სინამდვილეში ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ რუსეთიდან წასვლა ზაფხულამდე და მერე ისევ უნდა დაუბრუნდნენ თავის გუნდებს, ეგეთ წასვლას აქვს აზრი საერთოდ? დარჩა სულ 5-6 თამაში წამყვან ლიგებში, ისიც ადაპტაციისთვის 2-3 თამაში ხომ უნდა, ამიტომაც სერიოზული გუნდი არავის დაიმატებს ასე ცოტა ხნით, თუ ძალიან არ უჭირს. სავარაუდოდ ესეც იმიტომ იკავებს თავს. ძალიან მაინტერესებს, ზაფხულში რომ უნდა დაბრუნდნენ ლეგიონერები რუსულ კლუბებში, ზაფხულიდან აღარ იქნება რუსეთი ოკუპანტი?
რონი
როგორც რუსეთია აგრესორი ისეთივე აგრესორები არიან ფრანგები გერმანელები და იტალიელები მაფიოზა რუსულ ფულზე გაყიდულები რუსეთის დამარცხების მერე ეს სამი ქვეყანაც იზოლაციაში უნდა მოაქციონ არ არიან იმის ღირსი რომ დემოკრატიული სახელმწიფოების გვერდით იდგნენ
ნიკ
მაკარონიჭამიებიც მაგარი აფერისტები არიან
Levani
ვითვალისწინებ რა მოწოდებას არ ავტეხოთ აჟიოტაჟი ხვიჩაზე,არ დავაკომენტარე არცერთ სტატიაზე.მოდი მივანდოთ ვისაც უშუალოდ ეხება და გულშემატკივრიბით შემოვიფარგლოთ
კვარაისტი
და, ესპანეთი იყოს, რა პრობლემაა-))
ლუკა
რუსებთან ჯენტლმენურ შეთანხმებას რომ დადებ..
რა მაფიაა?
ვაითუ მსგავსი სტატიები საფუძვლის მომზადებაა სამომავლოდ ჩვენსკენაც რო გამოიწიოს ისევ... ინფორმაციული ომი და პროპაგანდა...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან