"ინტერის აკადემია" თბილისში სრული დატვირთვით ამუშავდა - სელექციის შედეგად 300 ბავშვი და მოზარდი შეირჩა, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 5-15 წელია(ყველაზე უფროსები 2007 წელს დაბადებულები არიან). აკადემიაში 12 ქართველი მწვრთნელია, მათ კი იტალიელი ვალერიო რინგოლი ხელმძღვანელობს.

"ინტერის აკადემია საქართველოს" დირექტორი ანა წერეთელია, პროექტი კი "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ძალისხმევით, დედაქალაქსა და ქუთაისში ფუნქციონირებს.

sportall.ge ვალერიო რინგოლის ექსკლუზიურად ესაუბრა. ის საინტერესოდ მსჯელობს, თუმცა დიდი ხანი არაა, რაც საქართველოშია და შეფასებებში მაინც მოკრძალებულია.

- როგორ აფასებთ ქართული ბავშვთა ფეხბურთის დონეს? უპირველეს ყოვლისა, რა არის საჭირო მისი განვითარებისთვის?

- ქართველ ბავშვებში კარგი ზოგადი დონე დავინახე. მათ მშვენიერი ძირითადი ტექნიკური უნარები და საქმისადმი შესანიშნავი დამოკიდებულება გააჩნიათ - ყოველ ვარჯიშზე სურთ, გააუმჯობესონ ცოდნა და რაიმე ახალს დაეუფლონ, რაც სპორტსმენის მაღალი დონის მისაღწევად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სულ რაღაც ერთი თვეა, საქართველოში ვმუშაობ. ასე რომ, ადვილი არ არის იმის თქმა, რისი გაუმჯობესება სჭირდებათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ინდივიდუალურ ტაქტიკურ უნარებში უფრო მეტად უნდა ივარჯიშონ.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს გარკვეული წარმატება აქვთ. ქართული კლუბების ახალგაზრდულ გუნდებსაც იგივე შედეგი გამოარჩევთ - აჯობებენ ცნობილი საფეხბურთო აკადემიების თანატოლ გუნდებს. თუმცა დრო გადის და მოთამაშეები წინსვლას ვეღარ აგრძელებენ. თქვენი აზრით, რა არის მიზეზი?

- ამ მოკლე დროში ნამდვილად შეუძლებელია იმის თქმა, თუ ეს რატომ ხდება. ის, რაც შეიძლება ითქვას, შრომისმოყვარეობითა და ინოვაციური მეთოდებით წარმატებული შედეგები აუცილებლად მოვა.

- რა არის "ინტერის აკადემიის" ძირითადი ღირებულებები, რითაც ის ევროპაში გამოირჩევა?

- ჩვენი წარმატება ერთ ძირითად კონცეფციას ეფუძნება - ჯერ პიროვნებებს ვანვითარებთ და შემდეგ ვზრდით ჩემპიონებს.

ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სპორტული, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებაცაა. არ გვსურს, მშობლების ან სკოლის მასწავლებლების როლი შევცვალოთ, მაგრამ როგორც მწვრთნელებს, გვინდა სპორტული ღირებულების მეშვეობით მათ საგანმანათლებლო უნარებში დავეხმაროთ.

ტექნიკური თვალსაზრისით, "ინტერი" მთელ ევროპაში ცნობილია თავისი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შესანიშნავი ხარისხით - ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით წვრთნების სპეციფიკური მეთოდოლოგია გამოგვარჩევს.

- რა არის გეგმის მთავარი კონცეფცია, რომლის განხორციელებასაც აპირებთ საქართველოში? და როდის უნდა ველოდოთ ამ გეგმის განხორციელების შედეგებს?

- "ინტერის აკადემია" ათავსებს მილანის "ინტერის" ცოდნას, ინოვაციებს და ვარჯიშების სრულყოფილებას. ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, რომელთაც სურთ, ფეხბურთის სამყაროში ახალი თაობის ნიჭის შექმნის მიზნით დამკვიდრდნენ - როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აქ, საქართველოში, ჩვენი პარტნიორის, "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" წყალობით, გვექნება განვითარების შანსი და ეს პროგრამა რამდენიმე წელი გაგრძელდება.

- ვინაიდან საქართველოში ხართ, რა არის მთავარი განსხვავება, რაც ქართველ და იტალიელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის აღმოაჩინეთ?

- მთავარი მაინც ისაა, რომ იტალიაში უფრო ინდივიდუალურ ტექნიკურ და ტაქტიკურ მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი. საქართველოში რაც ვნახე, უფრო მეტად კოლექტიურ მიზნებზეა სწორება.

- რამდენად გაგიკვირდათ, როცა გაიგეთ, რომ აქაური აკადემიის დირექტორი ქალია?

- გასაკვირი არ არის. ესაა მერიტოკრატიის საფუძველი. თუ ისეთი ჭკვიანი და აქტიური ხარ, როგორც ანაა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქალების სპორტში ჩართვა მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სხვა სფეროებში.

სქესისა და რასის მიხედვით განსხვავებები აღარ უნდა იყოს.

Guja Kakhadze
იმედია პირობა შეასრულებღ და ინოვაციებს ქართულ ფეხბურთში დამკვიდრების საშუალებას მისცემთ და "47+5" მენტალური მომზადების მეთოდიკის მსგავსად არ აკრძალავთ და არც "47+5" მეთოდიკით ნავარჯიშებ მოზარდებს არ გაუშვებთ აკადემიიდან მხოლოდ იმისთვის, რომ მენტალური და ფიზიკური კუთხით დანარჩენებზე უკეთეს ფორმაში იქნებიან?!
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
ქართველი ფეხბურთელები და მწვრთნელები მილანში გაემგზავრებიან - შეკრება და კვალიფიკაციის ამაღლება
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მარადონასა და კვარაცხელიას ქალაქი, პატივისცემა ხვიჩას გამო... - "ინტერი საქართველოს" ქალი პრეზიდენტი იტალიურ შთაბეჭდილებებზე
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ინტერის აკადემიის" პრეზიდენტი და "ტორპედოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ქართველი ქალი ფეხბურთში