"შავი ლომი" 26 მარტს სამხრეთაფრიკული "ქარი ქაფის" გათამაშებაში ჩაერთვება და სადებიუტო შეხვედრას კენიის წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი გუნდი აფრიკაში 23-კაციანი შემადგენლობით 18 მარტს გაემგზავრა, დღეს კი სამხრეთისკენ გეზი კიდევ 8 მოთამაშემ აიღო.

ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე და მირიან მოდებაძე, "ბორჯღალოსნებთან" ერთად ესპანეთთან მატჩისთვის ემზადებოდნენ და "შავ ლომს" 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეუერთდებიან.

მომავალი თამაშისთვის ემზადება კენიის "სიმბასი", რომელმაც "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში ერთხელ, 2014 წელს უკვე ითამაშა და ერთი თამაში მოიგო ("ისთერნ პროვინს კინგსთან" 17:10), ექვსში კი დამარცხდა.

2021 წლის ნოემბერში კენიამ ორი თამაში გამართა და ნამიბიასთან 24:60 დამარცხდა, ბრაზილიას კი 36:30 სძლია.

გუნდის მენეჯერი ჯიმი მნენე ამბობს, რომ კენიის "სიმბასი" (კენიის თიკუნი) "ქარი ქაფისთვის" ნოემბრის ტესტებზე უკეთაა მომზადებული:

„მაშინ მოსამზადებლად მხოლოდ ორი კვირა გვქონდა, ახლა კი თებერვლის შუა რიცხვებიდან ვვარჯიშობთ. ვმუშაობთ ძალასა და გამძლეობაზე, რათა ავამაღლოთ ჩვენი თამაშის ინტენსივობა. გვსურს, რომ ტურნირზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.

კენიის 7-კაცა ნაკრებმა ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ის მსოფლიო სერიებში 2002-03 წლების სეზონიდან რეგულარულად მონაწილეობს და 2021 წელს სამხრეთ აფრიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა, რაც საუკეთესო შედეგია.

ახლა მათი მიზანია, რომ წარმატებას 15-კაცა რაგბიშიც მიაღწიონ და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური მოიპოვონ, რომლის შესარჩევი ტურნირი ზაფხულში ელით. ამჟამად კენიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზეა.

"შავი ლომი" კენიის შემდეგ, 2 აპრილს, ზიმბაბვეს, ხოლო 7 აპრილს სამხრეთაფრიკულ "ელეფანტს" ეთამაშება. პირველი ორი თამაში სტელენბოშში, მესამე კი პორტ-ელიზაბეტში გაიმართება. ამის შემდეგ გუნდი შინ დაბრუნდება და 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ "იბერიანზს" შეხვდება, "ქარი ქაფს" კი უკვე სრული შემადგენლობით, 23 აპრილიდან დაუბრუნდება.

"შავი ლომი" "ქარი ქაფზე" (პირველი სამი თამაშისთვის)

პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ნიკა პატარაია, თენგიზ ზამთარაძე, მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, გიორგი მაისურაძე, გიორგი პერტაია, ნიკა აბულაძე;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, თორნიკე აქუბარდია;

9-10: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე, დავით ხუროშვილი; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

ხაზი: დემურ თაფლაძე, მირიან მოდებაძე, გიორგი ჩიქოვანი, გურამ ქანდაურაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, სანდრო სვანიძე.

თამაშების განრიგი

შავი ლომი – სიმბასი, კენია (26 მარტი)

შავი ლომი – გოსჰოქსი, ზიმბაბვე (2 აპრილი)

შავი ლომი – ელეფანტსი (7 აპრილი)

შავი ლომი – გრიფონსი (23 აპრილი)

შავი ლომი – ფალკე (30 აპრილი)

შავი ლომი – ბულდოგსი (21 მაისი)

შავი ლომი – კავალიერსი (28 მაისი)

შავი ლომი – იგლზი (4 ივნისი)

შავი ლომი – ლეოპარდსი (11 ივნისი)

ნახევარფინალები (18 ივნისი)

ფინალი (25 ივნისი)

rugby.ge

ანდრო
სად მონახეს მთელი აფრიკის ფლორა და ფაუნაა.ამათ შავი ლომიც დაემატა:) რა ვიცი რაღაც ნახევრადპროფესიულ ტურნირს ჰგავს. არც ერთი აფრიკული სერიოზულო გუნდი იქ არ არის. (ისინი ხომ კელტების ლიგაში თამაშობენ) თან ესპანელებთან და მერე სავარაუდოდ ფინალიც ექნებათ სათამაშო და აქეთიქით ფრენა ამხელა მანძილზე? სატყელი, კლომატი . . .
ლუკა
ტრანსლიაცია?
Irakli Apkhaidze
შარიქაძე არა?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"