"ლენოვო ტენერიფემ”, რომლის ლიდერიც გიორგი შერმადინი გახლავთ, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო. ეს გახლდათ ტოპ-16-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, რომელსაც 5-დან 5 მოგების მქონე და ამით პირველობაგანაღდებულ ტენერიფელთათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. შერმადინის გუნდმა ფრანგულ “სტრასბურს” უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა მაინც მოიგო – 71:66. "ტენერიფე" ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც ტოპ-16-ის ეტაპი წაუგებლად დაასრულა.

თამაში დაძაბულად, მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. "სტრასბურს" ჰქონდა შანსი, როდესაც ბოლო მეოთხედში 4-ქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლო წუთები "ტენერიფემ" უკეთესად ჩაატარა და საბოლოოდ თამაში მოიგო კიდეც.

გიორგი შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ჯამში 19:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-იდან 3 ორქულიანი ჩააგდო და 4-იდან ყველა საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 4 ფოლია, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 11 შეადგინა.

“ტენერიდეს” წინ მეოთხედფინალური ეტაპი აქვს, რომლის სერიაც 2 მოგებამდე გაგრძელდება. შერმადინი მეტოქეს მოგვიანებით, კენჭისყრის შედეგად შეიტყობს. “ტენერიფესთან” ერთად ევროთასის მეოთხედფინალში გავიდნენ: "ჰაპოელ ჰოლონი" (ისრაელი), "ლუდვიგსბურგი" (გერმანია), "მანრესა" (ესპანეთი), "თოფაში" (თურქეთი), "კლუჟ-ნაპოკა" (რუმინეთი), "უნიკახა" (ესპანეთი) და "სტრასბური" (საფრანგეთი).

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში