იტალიური გავლენიანი Gazzetta Dello Sport-ის ბოლო ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინგლისური "ტოტენჰემი" და "ლიდსი" დაინტერესებას ისევ გამოხატავენ.

ქართველი გარემარბი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. შეთავაზებები, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაკეთდება და კვარაცხელიას ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.

"რუბინში" გადასვლის შემდეგ ხვიჩამ მართლაც უდიდეს პროგრესს მიაღწია. ორწელიწად-ნახევრის წარმატების შემდეგ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ დროა კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე და პრემიერლიგის გუნდები ამისთვის მზად არიან.

"ლიდსის" ინტერესი გასაკვირი არაა, რადგან ისინი მალე რაფინიას გარეშე დარჩებიან. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ანტონიო კონტე ყველაფერს აკეთებს, შეტევაში წარმატება მხოლოდ კეინისა და სონის თამაშზე დამოკიდებული არ იყოს.

21 წლის ასაკში კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დახვეწოს თავი, როგორც შემტევმა, რაც მას იდეალურ ინვესტიციად აქცევს, განსაკუთრებით, 15 მილიონი ევროს საფასურად.

იწერება, რომ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდება და ბათუმის "დინამოში" ითამაშებს. ამ შემთხვევაში ლონდონელებს "გალათასარაის" ამომავალ ვარსკვლავ კერემ აკტუროღლუზე გადართვა მოუწევთ.

მომზადებულია thehardtackle-ის მიხედვით

zura222
თორმეტმა ბოღმამ დაგიწერა დიზლაიქი DDD
აკაკი
ბოღმა არაფერ შუაშია დანარჩენში მართალი ხარ
!!-ს
პროქართულად იყავით ოპოზიციონერი ჯობია!

ნაცი არ ვარ მაგრამ ოპოზიციონერი ვარ და პროდასავლურად/ანტირუსულად განწყობილი, აქ შემოვდივარ და ამ ბიჭის დაცვის მეტს არაფერს ვაკეთებ, ვთვლი რომ უსამართლოდ აგინებენ და ვაფასებ იმას, რაც მას ნაკრებში გაუკეთებია, ვაფასებ მის შრომას. მთელს გულს და სულს დებს საქართველოს ნაკრებისთვის და სულ იმას იძახის ქართველი გულშემატკივარი მინდა გავახაროო... არაფერ შუაში არაა აქ ოპოზიცია და პოზიცია, შეგნებაზეა საუბარი. ოპოზიციონერი ვიქნები ყოველთვის იმათთვის, ვინც რუსებს როგორმე მხარს უჭერს მაგრამ ისე არასდროს დავბრმავდები, რომ ამ უნიჭიერეს ბიჭზე აუგი ვთქვა და ვინც იტყვის არ შევეკამათო. დაანებეთ თავი ამ ბიჭს. წლებია ერთი ტალანტი გვეღირსა, ვისი თამაშიც სიამოვნებას გვანიჭებს და ამასაც ნუ შევაძულებთ ყველაფერს. ამ ბიჭს არასოდეს გაუკეთებია რუსეთის მხარდამჭერი განცხადება და საქართველოს ნაკრებისთვის იხარჯება. ისწავლეთ მტრების გარჩევა. მუდმივად მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი როგორ უნდა ვიყოთ. რა წყევლა დაგვადო ასეთი ილიამ, ყველა მის სიტყვას რომ ვასრულებთ დღემდე პირწმინდად...
as"o"
ზაფხულში ნახავ მაგას ვის რად უნდა. მანამდე შეგიძლია 1 აბი "ბოღმალგინი" დალიო დილას უზმოზე.
რატი
ეს ღადაობაც აღარაა, ვის ეკაიფებით ჩვენ თუ ხვიჩას? "დინამო" მერე "სამგურალში" უშვებს არენდით, მაგრამ ვერ ვაკავეთ ცეცქძეს, მე უნდა გავწვრთნა ეგ ბიჭიო.
ჩეტო
გადავა ინგლისშიც და იტალიაშიც, ყველგან ითამაშებს თუ დააცლით და ბოღმის ვულკანს არ დანნთხევთ თავზე - კაცს სიხარულის და სიამაყის მეტი არაფერი მოუტანია და არ მესმის რატო უნდა ლანძღავდე, მაგრამ რას გაუგებ ნაცებს ჩემო ხვიჩა, მაგათ მარტო აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავის ესმით

რამდენი ჭორი იწერება და ყველა ერთმანთისგან გამომრიცხავია. ხვიჩამაც რა კომენტარი უნდა გააკეთოს როცა თავად არაფერი იცის. აქედან ამდენი დაუმსახურებელი გინება/ლანძღვა... კარგით რაა ეს რომ ჩემს თავს ხდებოდეს სადმე გადავხტებოდი და თვითმკვლელობით დავასრულებდი :))))
asi
ნაპოლი დასრულდა? ვის რად უნდა კვარაცხელია ტოტენჰმში,ბათუმში არის და გაერთოს იქ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან