საქართველოს ნაკრები პრეტენზიას ზედიზედ მე-4 გამარჯვებაზე აცხადებს - დღეს, 25 მარტს (23:45 სთ), ბოსნია-ჰერცეგოვინას საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში სტუმრად დაუპირისპირდება.

ქართველებმა ბოლოს 15 ნოემბერს უზბეკეთთან, ასევე ამხანაგურში (1:0) გაიმარჯვეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ ბოსნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან (0:1) დამარცხდა.

ბოსნიას ზედიზედ 3 მარცხი აქვს - მანამდე ფინეთისა და უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში წააგეს. რვა მატჩიდან შვიდი ქულით ბოსნიელებმა შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

"დრაკონებმა" 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, თუმცა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, მაგრამ შემდეგ ბოლო ორი ტურნირის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოსნიელებს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს უასპარეზიათ. პეტოვის გუნდი საქართველოსა და ლუქსემბურგთან მატჩებით "ერთა ლიგისთვის" ემზადება.

ამასობაში, საქართველომ ასევე ვერ შეძლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, თუმცა "ჯვაროსნებმა" საკვალიფიკაციო ეტაპი მაღალ დონეზე დაასრულა - გაიმარჯვეს სტუმრად კოსოვოსთან (2:1) და შინ (2:0) შვედეთთან. შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი ამ მატჩის წინ თავდაჯერებულ განწყობაზეა და ბოსნიის მსგავსად, ისინიც უეფას "ერთა ლიგის" ივნისში დასაწყებად ემზადებიან.

საქართველოს არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ისინი 2018 წლის ბოლოდან მოყოლებული პროგრესირებენ. ბოსნიასა და ალბანეთთან დაპირისპირებები გიბრალტარის ნაკრებთან 2 ივნისის შეხვედრის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ბოსნიას წამყვანი ბომბარდირი და კაპიტანი ედინ ჯეკო მომდევნო ორი ამხანაგური მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია - 36 წლის ფეხბურთელი ქართველებთან მასპინძლების შეტევებს უხელმძღვანელებს.

მთავარ მწვრთნელ პეტევს შეუძლია დებიუტანტები - ვლადან კოვაჩევიჩი, ჰრვოე მილიჩევიჩი და ამარ დედიჩი ათამაშოს.

ქართველთა მწვრთნელი სანიოლი ამ მატჩისთვის საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს. გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი აკლია, რომელსაც ეროვნულ გუნდში 13 გოლი აქვს გატანილი. შეტევაში მთავარი ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია იქნება, რომელმაც თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩში მეტოქეთა კარი 5-ჯერ შეარხია, მათ შორის, ესპანეთის ნაკრებისაც.

ვეტერანი მეკარე გიორგი ლორია, სავარაუდოდ, ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, გურამ კაშია კი გუნდის კაპიტანი გახდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბოსნია-ჰერცეგოვინა (4-4-2): ვასილი; აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი, ჰაძიკადუნიჩი, სივიკი; სტევანოვიჩი, გოჟაკი, ციმიროტი, ჰაძიაჰმეტოვიჩი; მენალო, ჯეკო

საქართველო (3-4-3): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი; ლობჟანიძე, გვილია, კვეკვესკირი, გიორბელიძე; წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია

მომზადებულია sportsmole-ის მიხედვით

kaxa
გვილიას ბოლო პოზიციამ გაამართლა. უმჯობესია მაგ ადგილას უკეთესი გვყავდეს , მაგრამ მაინც წავა ეგეც ალბათ, ვნახოთ.......
გიო
ხოჭოლავა სროკზეა თუ დაჭრილია?)
ჩეტო
აბა ბიჭებს ვენაცვალე, არ აქვს აზრი ვინ ძირითადშია და ვინ სკამზე, ყველას თქვენი როლი გაქვთ, ყველა სრულუფლებიანი წევრები ხართ ნაკრების და მაქსიმუმი უნდა დადოთ! მაღალი ხარისხის თამაში უნდა დაიდოს და მოგებაზე უნდა გავიწიოთ ორივესთან, აბა თქვენ იცით, დადეთ მაქსიმუმი სამშობლოსთვის და თქვენი გულშემატკივრებისთვის!
რატი
კარგად ყოფილა საქმე კვერკველიას რო იძახებ და თან სასტარტოში დგება. კობახიძეზე რო არაფერი ვთქვა. ხო ცხადია რომ ეს ორივე სუბიექტი ვიღაცის პროტეჯენი არიან.
ასევე
ნელი და არაზუსტიც
Levani
მამარდაშვილი, მამუჩაშვილი,კაკაბაძე,კაშია,კვერკველია,გიორბელიძე, მექვაბიშვილი,კვეკვესკირი, ლობჟანიძე,წიტაიშვილი,ხვიჩა, ზივზივაძე. (მამუჩაშვილს გამოვცდიდი საბას როტაციისთვის,მექვაბიშვილს მივცემდი შანსს "უმაღლესში ჩაბარების" და ხვიჩას საბას და წიტაიშვილს ადგილების ხშირად ცვლას დავავალებდი)
afrasioni
ეს გვილია არაა ძირითადის კაცი და რატო აყენებთ, დარტყმის ხარისხი აქ ნული.

მუხლი ისევ აწუხებს კვარას როგორც ეტყობა ფოტოზე
რაიიი?
ე.ი. ამ სტატიიდან რა გამოდის? ბოსნიის მე-4 ადგილი ჯგუფში წარუმატებლობაა და კნინებითი ტონითაა აღნიშნული, ხოლო ჩვენი ბოლოსწინა ადგილი ჯგუფში და 3 ტურის მერე შანსის დაკარგვა ჯგუფიდან გასვლისა პროგრესი ყოფილა......რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი.
irakli
მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, გიორბელიძე, კვირკველია, კვეკვესკირი,ლობჟანიძე,გვილია, წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, კვარაცხელია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია