ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო, ვგრძნობდი, რომ..." - შენგელიამ მოსკოვში გატარებულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა

"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო, ვგრძნობდი, რომ..." - შენგელიამ მოსკოვში გატარებულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა

Gazzetta.gr-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"როგორც ამბობენ, რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება რთულად მივიღე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ომი მოსკოვში არ იყო, ჩემი პირველი საფიქრალი ჩემი ოჯახი იყო და ვგრძნობდი, რომ ისინი საფრთხეში იყვნენ, ამიტომ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახი გავამგზავრე და შემდეგ ეს გადაწყვეტილებაც მივიღე..."

კითხვაზე, რა როლი ითამაშა რუსეთიდან წასვლაზე იმან, რომ ის საქართველოდანაა, შენგელიამ უპასუხა:

რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ვიღაც იკითხავს - რატომ წახვედი საერთოდ ამ ქვეყანაში სათამაშოდ? მინდა, მათ ვუპასუხო...

ცსკა-მ 4-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ მას იქამდე არ მოვაწერე ხელი, ვიდრე არ მომცეს გარანტია, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშს ყოველთვის შევძლებდი.

ცსკა ევროპის ტოპ-კლუბია. ჩემთვის ევროლიგის მოგება ძალიან მიმზიდველი იყო და ერთ-ერთი მიზანიც ეს გახლდათ.

ახლა ვაანალიზებ, რომ ცსკა-ში გადასვლა სწორი ნაბიჯი არ იყო... მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა, კალათბურთელებმა, ყველაფერი გააკეთეს, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო, მივხვდი, რომ არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, პარკეტზე მაქსიმუმი გამეღო, მაგრამ მე სხვა ადამიანი ვიყავი", - ამბობს შენგელია.

• ბაბაია

რაზე ვკამათობთ ? თოკო საქართველოს ერთ ერთი საუკეთესო სპორტსმენია ! რუსეთში თამაში შეიძლება არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება მაგრამ ამით მის პიროვნულ ღირსებას არაფერი დაკლებია, ყოველ მის სიტყვაში სჩანდა და სჩანს სამშობლოსადმი უდიდესი მოკრძალება, განსხვავებით უკუპანტის დაკრულზე მოტაშფანდურე, სარგებელს გამოკიდებული ვითომქართველებისა დღესაც რომ გუნდრუკს უკმევენ "ახალ სამშობლოს" .უფალი გფარავდეს თოკო ! წარმატებები ყველაფერში კაცურო კაცო !

• გოგა

თორნიკე არის ძალიან დიდი ადამიანი, უმრავლოს ღმერთმა საქართველოს ასეთი შვილები

• სოსო

ზურა,რატომ უგულებელჰყოფ,რომ ცსკაში გადასვლის მთავარი ფაქტორი,საქართველოს ნაკრებში გამოშვების პერსპექტივა იყო?არ გამოგვადგა მისი თამაში?მგონი ძალიან დაგვეხმარა,თორემ ბარსელონა იტყოდა უარს თუ მადრიდის რეალი,ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის გადაბირებაზე!საქართველოშია ევროპის ჩემპიონატიც და იქ წარმატებით გამოსვლა,ნაკრების წევრებისათვის ,ძალიან მნიშვნელოვანია.ევროპის ვერც ერთი კალათბურთელი,მის გარდა,ვერ ახერხებდა ევროლიგაში თამაშს და ამვადროულად ნაკრებში თამაშსაც.ეს არაფერს ნიშნავს?ეს ამავე დროს,საკმაოდ ხელსაყრელი რო იყო ფინანსურადაც,ეგაა საწყენი?ზოგადად სპორტსმენი ნაკრებში თამაშით სამშობლოს ემსახურება,კლუბში თამაშით კი,საკუთარ ოჯახს.ყველა,მის გარდა,მაგრამ მაინც სალაპარაკო და სალანძღავი გაუხადეს მავანმა პარტიამ და მისმა ტელევიზიებმა.შემდეგ კი მათ ფეხის ხმას აყოლილმა ურა პატრიოტმა გულშემატკივრებმა.ახლა რატომ წამოვიდაო,მიყვირებენ...!იმიტომ წამოვიდა,რომ ჯერ ერთი სიტუაცია აუტანელი გახდა,თვითონ რუსეთში,მეორე ის,რომ საქართველომ უკვე გაინაღდა მომდევნო ეტაპზე გასვლა,აღარც ზაფხულამდე ჰქონდა თამაში. ცსკაში თამაში,აღარ იყო ისე აუცილებელი და მესამეც კიდევ ის,რომ ცამდე მართალიც რომ იყო,თუ შენს მოყვასს არ ესმის,სჯობია ყველაფერზე უარი სთქვა.თორნიკეს საქართველოს მიმართ არაფერი შეშლია!ყველაფერი გააკეთა მის საკეთილდღეოდ,რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მის კრიტიკოსებზე.იმედი არა მაქვს,რომ თორნიკეს საქციელს,ან ამ ჩემ პოსტს სწორად გაიაზრებენ მისი ოპონენტები დღეს,მაგრამ დრო მოვა და მათი უმრავლესობა ამ ყველაფერს სხვა თვალით შეხედავენ.ამის დიდი იმედი მაქვს.რას მიჰქარავსო,ბევრი იტყვით,მაგრამ თემურ ქეცბაიას ისტორიას გაგახსენებთ,ნაკრებში მისი ყოფნისას,რამდენი აგრესია გადმოანთიეთ მის მიმართ და ახლა, როგორი დამკიდებულება გაქვთ,მის მიმართ.მიდით,დამბომბეთ დისლაიქებით.ვიცი,რომ მართალი ვარ და ეს დისლაიქები,არაფრად მიმაჩნია.მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი,მის მიერ ნაკრებში ნათამაშები მატჩები და მოპოვებული ქულებია,რომლის გარეშეც,საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდოდა.სულ ეს არის,რისი თქმაც მინდოდა.

• ბოღმა ნაც გიორგის

ქართველებს ძალიანაც გვიყვარს, რობერტ სტურუაც და ერისიონიც და შენნაირ ნაცკებს თუ არ გიყვართ, ამითი არავის არაფერი აკლდება იმიტომ, რომ ძაღლად არავინ გაგდებთ ნაცებს.

• კოკოებს.

აქ ზოგიერთი ბოღმიანი ვირთხები, რომ თორნიკეს ჭკუას დაარიგებენ უბრალოდ სასაცილოა! ბოდიში, რომ ვერ დაგეკითხათ და თქვენგან ნებართვა ვერ აიღო, სად წასულიყო და სად არა. ყველამ თქვენს ჩასვრილ თავებს მიხედეთ. ჰა ზურგზე ხელები მოისვით, ემანდ ფრთები ხომ არ ამოგივიდათ?

• დენვერა

1-ს, გასაგებია ჩვენი პოზიცია თოკოს ცსკა-ში თამაშთან მიმართებაში მარა შენ ვინ ხარ საერთოდ რო ესეთ ხმამაღალ განცხადება აკეთებ და კაცს რომელიც სულს და გულს დებს ყოველი ნაკრებში თამაშისას მოღალატედ მოიხსენიეს, პრინციპში შენი კომენტარი ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა ფეხზე უნდა დაიკიდე და დარწმუნებული ვარ ეგრე იქნება

• ლუკა

რატომ ბოღმიანობთ? ყველაფერს დააბრალებთ ოღონდ ბრაზის მიზეზი დაიტოვოთ. დაუფასებლობა და ბოღმა ცსკაში თამაშზე უარესი შედეგის მომტანია. წარმატება თოკო. კაცი ხარ კაცური და ჯიგრიანი.

• პაატა

შენი გულშემატკივრების დიდი უმრავლესობა ერთი თვე გეხვეწეთ ნუ გდახვალ მაგ დაწყევლილ ცსკა-შითქო, ნურც ჩვენ გვატკენ გულს და ნურც შენ გაიშარებ კარიერასთქო... არ გვისმინე და რა მოიგე თოკო? მოგებით ვერაფერი მოიგე და დაკარგვით კი ბლომად დაკარგე... ნაღდდ არ ნიხარია ასეთ დღეში რომ აღმოჩნდი

• გიორგი

არც რობიკო სტურუა უყვართ ქართველებს და არც ერისიონი,საპროტესტო აქციებიც მოუწყვეს

• ქოცებს

რატომ შეუძლია რობიკო სტურუას რუსთაველის თეატრი მოსკოვში ჩაიყვანოს ან ჭკუასელმა ერისიონი კრემლში აცეკვოს და ამაზე ბოდიშის ნაცვლად ხმამაღლა იტრაბახონ ხოლო სპორტსმენებმს ბოდიშებს ახდევინებთ.

არავითარ შემთხვევაში აღარ იმსახურებს! თავად თუ იტყვის უარს, შეიძლება ითქვას რომ გააცნობიერა შეცდომა, თუ არა და ვერაფერი შეუგნია!

• ბექა

17-წლიდან თამაშობ ევროპაში,ამიტომ შენ იფიქრე პრაგმატული ევროპელივით და არა ქართველივით,ვერც კი მიხვდი რა მტკივნეული იყო 2008 წლის მერე ქართველებისთვის ამ კლუბში გადასვლა, განსაკუთრებით ომში დაყუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის

• Zura

ცსკა ში გადასვლა თანხის გამო მოხდა და ევროლიგის მოგების სურვილის გამო. ეს თოკომაც კარგად იცის და არც უარყოფს ამას . რამხელა კრიტიკა მოყვა ყველაფერ ამას ეგეც კარგად იცის მაგრამ დაიკიდა მაშინ ყველა და ყველაფერი. (იმედია ეს ყველას გვახსოვს) ნებისმიერ რუსულ კლუბში გადასვლა თუნდაც უნიკსში ასეთ უარყოფით ემოციებს არ გამოიწვევდა. ახლა დაინახა რომ გემი იძირება და თავი გადაირჩინა . ეგ არის სრული ჭეშმარიტება და რატომ უნდა ვუარყოთ ან ჩვენ ან თოკომ? მაგარი მოთამაშეა და მაგისი საქმე თამაშია ამიტომ პატრიორიზმზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას . პატრიოტიზმი სხვა რამეა საერთოდ.

• nino

ყოჩაღ

• მოღალატე 1-სს, შენს გასაგონად: საქართველოს უმრავლოს თორნიკე შენგელიასნაირი ვაჟკაცები!!!!!!!!!

მაინც ვის უღალატა? საქართველოს, ქართველ ერს, თუ შენნაირ მოღალატე "ურა პატრიოტებს"? პირი თუ გამოირეცხე კარგად?

• გიორგი

ვერ მიხვდა, უბრალოდ ცსკა-ს ცოცარი ნაცარში ჩაუვარდა და საფლავში აღარ ჩაყვა მაგას. რა ვიცი, მიხვედრა ჰქვია მაგას?!

• გოგის

ჩემი სათქმელი სთქვი! ასეთი გაგებით თურქეთთანაც არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული და საერთოდაც თურქებიც არ უნდა შემოვუშვათ, მაგრამ არავინ ვაპროტესტებთ?

• გოგი–ს

შე მართლა მაგოგი შენა, მარტო პუტინი კი არა 90% ღრუსი ეგეთი შოვინისტია, ნუ ეგ სიტყვა შენ არც გეცოდინება

• გიორგი! აქეთ უხადეთ ბოდიში თორნიკეს, თქვენი შეურაცმყოფელი კომენტარებით.

თორნიკეს, არავისთან არ აქვს ბოდიში მოსახდელი, მითუმეტეს შენნაირ "ურა პატრიოტებთან"

• სოსო

წინასწარ ვიცოდი როგორც დამთავრდებოდა შენი და ცეესკას ურთიერთობა და სხვებიც გაფრთხილებდნენ არ გადასულიყავი,მაგრამ არავის დაუჯერე

• გოგი

შენი ჭრიმე რა? ნუ გამომიხვედით ყველა ფრთიანი ანგელოზები! რუსეთში ჩემს ოჯახს ყავს ძალიან კარგი რუსი მეგობრები, რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს, რომლებიც ადამიანობით და გაგებით ბევრ აქაურ, სულით ხორცით გამყიდველ ქართველს ჯობიან. (ნაცებს ვგულისხმობ) და რა ვქნათ ეხლა გავწყვიტოთ ურთიერთობა და საერთოდ გადავუსვათ ხაზი ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას? ჩემნაირი რამდენია, რომ იცოდეთ ასე აღარ იტყოდით. პუტინის დედაც გიჟი გადარეულია, მაგრამ მთლიანად რუს ერზე გავრცელება, რომ ყველა ერთნაირია, ეს ცოტა უკვე მარაზმში გაქვთ გადასული.

• G.LA

თოკო ჩვენ ერთნი ვართ და ვიქნებით. შეცდომა ვის არ მოსვლია. ძალიან კარგია ასე გულწფელად რომ თქვი (მე სხვა ვარო) ამას მიხვდი, რომ ჩვენ სხვები ვართ. არიან მაგ ქვეყანაში ჩვენი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ შენი სხვა შემთხვევ იყო. იყავი ყოველთვის გუწფელი შენ თავთან და ხალხთან, ეს გაგაძლიერებს ყოველთვის. თოკო მე გულში არაფერი მაქვს დარჩენილი, ჩვენ ყველამ ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ. იქნება დიდი თუ პატარა შეცდომები. გულღვარძლიანები ნუ იქნებით და მოეშვით სისულელების წერას. თოკო წარმატებას და გამარჯვებას გისურვებ.

• კახა ქ.

ისე კარგი იქნება,თუ ხალხის და ყველას სახელით ლაპარაკს მოეშვებით ზოგზოგიერთები.მაიცდამაინც თქვენ რატომ გგონიათ რომ ხართ ყველა და მთელი საქართველო.

• ნოდო

ვირტუსში რომელიც არაა ევროლიგის მონაწილე თუ შეიძლება ტამაში ევროლიგაში სხვა კლუბებიც არიან რაღა მაინდამაიბც ცეესკა და თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ იმ პერიოდში აქტიურად გვარწმუნებდა რომ სპორტი და პოლიიტიკაა ერთი არაა და ახლა ბოდიში საქმეს ვერ უშველის არცერთი ტიტულის გულიზე არ უნდა მიდიოდეს ქართველი მოსკოვი არმიის სპორტულ კლუბში ზენიტი და უნიქსი კიდე ჰო მარა ცეესკა? :)

• Joseph

კაცური საქციელია! ყველა შენი გულშემატკივრები ვართ და შენი და საქართველოს წარმატება გვინდა! ერთიც არის, წმინდა სპორტული თვალსაზრისით ვერ გავიგე ცსკა რა კალათბურთს თამაშობდა და აშკარადთოკო ვერ ავლენდა თავის შესაძლებლობებს. ჭარმატებები თოკო, მაგარი ევროპა უნდა ჩავატაროთ!

• გიორგი

ამიტომ არ უნდა წასულიყავი შენი ხალხის წინააღმდეგ!

• გაგა

აი ახლა,მართლა იმსახურებ კაპიტნის სამკლაურს.შეცდომებს ყველა ვუშვებთ,მისი აღიარება კი კარგი ადამიანების თვისებაა...

არაა ლამაზი ის რასაც ამბობ. მეც არ მსიამოვნებდა რომ იქ თამაშბდა, შეცდომა იყო და თვითონაც მიხვდა. მაგრამ მოღალატის იარლიყი არასწორია... ცოტა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

• გიზო

ეჰ, დიდი იმედგაცრუება ხარ, თოკო. მაგრამ როგორი საზოგადოებაც ვართ, ისეთივე სპორტსმენები გვყავს. ბევრი ახლაც არ თვლის, რომ რუსეთი მტერია. 2008 წლის მერე "ვედრო მანეთად" მიდიოდნენ ჩვენგან რუსეთში სათამაშოდ. ცოტახნით რომ დაფიქრდე, სად მიდიხარ რომ მიდიხარ? ან რა გული გიძლებს ყოველდღე შენი ქვეყნის მოძულეებთან რომ გაქვს ურთიერთობა და იქაურ ჰაერს რომ სუნთქავ. აი ეს განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინას შორის. უკრაინელი სულ რომ მეგავარსკლავი იყოს, რუსეთში თუ წავიდა, ნაკრების კარი მისთვის სამუდამოდ ჩარაზულია. ჰო, სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, აბა რა.

• მოქალაქე

რაც საქართველოში ხდება სპორტის მიმართ დამოკიდებულება და პერსპექტიული ბავშვების დაჩაქვრა ვინც უპატრონოა ხომ არ უნდა დაძრახონ თუ განვითარებით არ შეუწყობენ ხელს.მარტო ის არ უნდა იყოს შერმადინმა ჩემი მეგობრის შვილი პერსპექტიული არისო ავარჯიშეს გადახდეს პერსპექტიული.ჩემი 204 სიმაღლის იყო და არ მიაქციეს ყურადღება არ არის პერსეპეატიულიო ასე ხდება და ნაკრებზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ასე რომ მე პირადად ცსკამ ან ზენიტმა ან უნიკსმა რომ შემომთავაზოს გადავიყვან.რომელი უფრო მოღალატე სიტუაციია რომ ამ დონეზე საქართველოში ქართველებმა მიმიყვანეს რომ ასე ვიფიქრო.ამიტონ როცა არა გაქვთ შეხება და არ იცით სიტუაცია არ უნდა ილაპარაკოთ...ქართველი ქართველს რომ ჩაგრავს ეს უფრო მოღალატეა თუ რუსულმა გუნდმა ბავშვი განავითაროს და გამოადგეს ავეყანას მერე.რომელი ჯობია ვითომ მცოდნეებო

• ID

ზუსტად მაგას გეუბნებოდი და გეუბნებოდა ყველა (რასაკვირველი ის ვინც არ ფიქრობს რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა). ხანდახან უნდა დაუჯერო ხალის ხმას... კარგია რომ ამას ამბობ. ჩემთვის რეაბილიტირებული ხარ

• 1

თოკო ამ შავ ლაქას ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავ! შენ მოღალატე ხარ! ცსკა ფულს რომ ვერ გადაგიხდიდა ეგრევე წამოხვედი...

• გიორგი

მადლობა ღმერთს რომ მიხვდა! ისე გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

• aleksandre

თავის დროზე რომ მაგას ვწერდით ნორმალურად მოაზროვნეები, ვითომ გულშემატკივრები მოგვდექით და სულ ურაპატრიოტები გვეძახეთ. ხომ ხედავთ არ ყოფილა სხვადასხვა სპორტი და პოლიტიკა!

• თემური

სჯობს გვიან ვიდრე არასდროს ანუ კიდევ კარგია, რომ ახლა მაინც მიხვდა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს" - თორნიკე შენგელია

ევრობასკეტზე ჩასულ საქართველოს ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია ლიმასოლში დახვდა

[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

Marca: საქართველოს ნაკრების სერიოზული პრობლემა - შენგელიას ექიმების რჩევის მიუხედავად ნებისმიერ ფასად თამაში სურს

კარგი ამბავი - FIBA-მ შენგელიას მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია არ მისცა