სუპერლიგის ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდების მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა. ლიდერმა თსუ-მ აუტსაიდერი “დინამო” 87:78 დაამარცხა. ბოლო 2 მატჩის მომგებმა და მაინც ბოლო ადგილზე მყოფმა დინამოელებმა ვერ მოახერხეს იმ მცირე ჩავარდნით ესარგებლათ, რაც უნივერსიტეტელებს ბოლო მატჩების წაგების გათვალისწინებით ჰქონდათ.

თსუ-მ სუპერლიგის წინა ტურში “ბათუმთან” წააგო, მის წინა შეხვედრა კი თასის გათამაშებაზე “მეგასთან” დათმო. მართალია, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს წაგებულ მატჩებში ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, თუმცა ლიდერ გუნდს 1-2 მოთამაშის არყოფნა არ უნდა ეტყობოდეს. დინამოელთა მოლოდინი არ გამართლდა – თსუ სრულად მობილიზებული გავიდა მოედანზე სათამაშოდ. მიუხედავად ერთ-ერთი გამრჯე ამერიკელის – რაილ ოუენსის არყოფნისა, სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ლექსო ლაფანაშვილი მატჩის შემდეგ იმ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც მის გუნდს ბოლო პერიოდში მოუვიდა. მესამე პერიოდის შუაწელში მოპოვებული სოლიდური (26-ქულიანი) ლიდერობა თსუ-ელებმა გაანიავეს. ბოლომდე არა, მაგრამ მესამე ათწუთეულის მიწურულს რომ დაიწყეს, დინამოელები მიჰყვნენ და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე (70:76) შეამცირეს.

უნივერსიტეტის მთავარმა მწვრთნელმა სასწრაფოდ წუთშესვენება აიღო, კალათბურთელებს მკაცრი შეფასებები და კონკრეტული დავალებები მისცა. შედეგად, თსუ-მ ლიდერობა კვლავ გაზარდა. ამასობაში ბოლო წუთებმაც მოატანა და საფინალო სირენაც ისე გაისმა, დაძაბულობას მოედანზე არ დაუსადგურებია.

თსუ იოლად მივიდა სუპერლიგაში მე-12 გამარჯვებამდე და პირველი ადგილი სოლიდურად გაიმყარა. გამარჯვებულთაგან ოთხმა კალათბურთელმა 10-10 ქულა დააგროვა – ივანე მეგენეიშვილმა, მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ ბერიშვილმა და პაპ დიოდმა. საუკეთესო კი, ტრადიციულად, ლოველ ქაბილი გახდა – 20 ქულა, 8 პასი, 6 ჩაჭრა. დინამოელთა რიგებში 21-21 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი და ბენჯამინ ქოლეჯი გამოირჩნენ.

gbf

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯარვის რეის ლიდერობით ქუთაისმა ბათუმს 1/2-ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო
თსუ-მ "ოლიმპთან" ჩამორჩენა შეამცირა
"ბათუმი" და "ქუთაისი" ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან
"ქუთაისმა" "ბათუმს" გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში "ოლიმპს" შეუერთდა
"ოლიმპმა" თსუ-ს სძლია და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ბათუმმა" "ქუთაისს" მეორე საშინაო შეხვედრაც მოუგო და ფინალისტს სერიის მე-5 მატჩი გამოავლენს