საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და კარგი შანსი კოვაჩევიჩმა ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც თამაში მეტ-ნაკლებად გათანაბრდა, ტემპი კი დაბალი იყო. „ჯვაროსნები“ სახიფათო იერიშების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი აქტიურმა დავითაშვილმა შეჰიჩის კარში ვერ გადაგზავნა. 23-ე წუთზე კაშიას ბურთი დემიროვიჩმა აართვა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯეკომ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ ისევ თამაშგარე დაფიქსირდა, ხოლო საპასუხო იერიშისას ზივზივაძემ კვარაცხელიას პასი მიიღო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ცოტა ხანში მომენტი უკვე მასპინძლებს ჰქონდათ - გოიაკს გოლის გატანა ლორიამ არ დაანება. 71-ე წუთზე კვარაცხელიას შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ კვეკვესკირის უზუსტო გადაცემის შედეგად სტევანოვიჩი ლორიასთან ერთი-ერთზე გავიდა და ჩვენმა მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს მეტოქე შტურმზე გადმოვიდა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო და მოვიგეთ.

ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ შეხვედრას 29 მარტს გასვლაზე ალბანეთთან გამართავს.

ზენიცა. „ბილინა პოლიე“

ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო 0:1

გოლი: ზივზივაძე (49)

ბოსნია-ჰერცეგოვინა: შეჰიჩი, აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი (გაზიბეგოვიჩი 74), სანიჩანინი (მილიჩევიჩი 59), სტევანოვიჩი (მენალო 87), გოიაკი (რაჰმანოვიჩი 76), ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი (დანილოვიჩი 59), კოლაშინაცი, დემიროვიჩი (პრევლიაკი 87), ჯეკო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი (ჩაბრაძე 79), გიორბელიძე (წიტაიშვილი 63), კვეკვესკირი, აბურჯანია (მექვაბიშვილი 63), ლობჟანიძე (კვირკველია 63), დავითაშვილი (გვილია 74), კვარაცხელია (ბერიძე 74), ზივზივაძე

საქართველო ს
რას ბოდიალობ თუ იცი? კარგად უნდა ითამაშონ და თუ წააგებენ ეპატიებათ, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან კარგი თამაში შედეგს მოიტანს. ცუდი თამაშით შეიძლება ერთი-ორჯერ გაგივარდეს მარა ბოლოს მაინც ტრ...ში იქნები. ასე რომ ნუ პროფესორობთ მაშინ როცა არავინ გაბრალებს პროფესორობას. ცოტა აგრესიულად კი გამომივიდა, მარა ეგრეა რა!

ძელის შემდეგ აშკარა პენალტი იყო, დააკვირდით, კაკაბაძეს როგორ უჯიკა ზურგში დამცველმა, ეს 100% პენალტი იყო ვარ-ის შემთხვევაში, ასე რომ, ეს გამარჯვება დამსახურებულია.
კახა
საქმე უაზრო მოქმედებებშია თუ არ გინდათ ითამაშოთ რატომ გამოდიხართ ცოტა რომ მოემატებინა ტემპი ბოსნიას ამოგვავსებდა, და რატო ანიავებთ უნიათოდ მომეტებს იგებენ და თითქოს მერერა ყველა მომენტში .აქსიმალური კონცე ტრაცია წეზიერი მწვრთნელი არც გაგამარებთ ძირითადს
გიგა
ადრე იყო, კარგად ვითამშეთ და წავაგეთო, ეხლა ცუდად ვითამშეთ და მოვიგეთ
aburjga
კვალიფიციური კომენტარია! ოქრიაშვილი და კიტეიშვილი თუ ფორმაში იქნებიან ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება! შემადგენლობის გაძლიერების კიდევ ბევრი რესურსი გვაქვს! ყოჩაღ!
ზასტაველი
ამ თამაშში ერთი ნათელი წერტილი იყო კვარაცხელი და საიმედო იყო ლორია,ზივზივაძემ გოლი გაიტანა და პლუსი მასაც,დვალი დაბალი დონეა და დანარჩენი სხვებიც,ეს ჩემი აზრია.
TEMPO
მოვიგეთ მაგრამ ეს ის შემთხვევა როცა ფორტუნა აშკარა ჩვენს მხარეს იყო, მაგრა გავიმართლა
გოგა
5ძირითადის ფეხბურთელები გვაკლდა და გასვლა მოუგეთ ბოსნიას, მეტი რაღა გინდათ ხო არ გაკლიათ თქვენ ვითომ კრიტიკოსებს? ითამაშონ ცუდად და სულ მოიგონ, მე ანგარიში მაინტერესებს, ის გოლი ჩაეთვალათ ისე მომხდარიყო ასე მომხდარიყო ნაკლებად საინტერესოა ეხლა
სოსო
ფაქტია,ნახევარდაცვას უჭირს სიღრმიდან ზუსტი,გამამწვავებელი პასების გაკეთება.ვერ ბედავენ და ამის გამო,ისევ ბურთის დაჭერას და შენარჩუნებას ცდილობენ.ცუდი ისაა,რომ შეტევის ლოგიკურად გაგრძელებას რომ აღარ ცდილობ,პარტნიორებმაც აღარ იციან რა მანევრი გააკეთონ.შედეგად ბურთი იკარგება,ან უკან,ჩვენ ნახევარზე ჩამოგვაქვს ბურთი.როცა ვრისკავთ და ასეთ პასებს ვაკეთებთ,თუ გამოგვივიდა,სახიფათო მომენტებსაც ვქმნით და გოლებიც გაგვაქვს.ბიჭებს ჯერ კიდევ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა.როცა ეს რწმენა გაუჩნდებათ,მაშინ გამწვავებასაც გაბედავენ და თამაშიც უკეთესი სანახავი გამოგვივა.დღეს კი,გავიმარჯვეთ ცუდი თამაშის ფონზე და ესეც სიახლეა.ადრე მუდამ ვმარცხდებოდით,კარგი თამაშის ფონზე.ჩვენ გვინდა,რომ საქართველოს ნაკრები იმარჯვებდეს კარგი,ლამაზი თამაშის ფონზე და ამაში არაფერია დასაძრახი,რადგან ზუსტად ეს უნდათ თვითონ ფეხბურთელებსაც და მათ მწვრთნელებსაც.ამაში დარწმუნებული ვარ.ზედიზედ მეოთხე თამაში მოვიგეთ და ვფიქრობ ეს კიდევ უფრო გაზრდის გუნდის ერთიანობას,მწვრთნელისადმი ნდობას და თვითრწმენას.ყველაზე უარყოფითად ამ თამაშში ის მიმაჩნია,რომ მასპინძლები მატჩის ბოლოს ვერაფერს ქმნიდნენ,მაგრამ დამატებით წუთებში,როცა გამარჯვების სიახლოვე ვიგრძენით,ისევ ძველებურად ავნერვიულდით და იმდენი უხეში შეცდომა დავუშვით,რომ წაგებაც თავისუფლად შეგვეძლო.ესეც ფსიქოლოგია მგონია და ამაზეც სამუშაო გვექნება.ბუდუმ დაამტკიცა,რომ შეუძლია ნაკრებისათვის სასარგებლო იყოს.როგორც იქნა გაიხსნა და ეს,ძალიან კარგია.რამდენი წელია გამტანი ცენტრი არ გვყოლია,ახლა კი,ერთბაშად რამდენიმე კანდიდატურა გამოგვიჩნდა და კონკურენციაც გაჩნდა.გილოცავთ გამარჯვებას და მომდევნო თამაშს მოუთმენლად ველი.ცხადია,შემადგენლობაში სიახლეები იქნება და ალბათ თამაშსაც განსხვავებული ტაქტიკით ვცდით.ექსპერიმენტებისათვის ხომ ეს უკანასკნელი თამაში იქნება და ზაფხულში უკვე ყველაფერი გავლილი უნდა გვქონდეს.არ მგონია,რომ გამარჯვება აუცილებელია.მთავარი სწორედ გუნდის მომზადებაა,თუმცა ამასთან ერთად მოგებაც,კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება და ღმერთმა ქნას,გამოგვივიდეს.
დათო
კვარაცხელიას გარდა ნაკრებში ერთი ფეხბურთელი არაა კაცის მოტყუებას რომ ცდილობდეს.
Gia
Mogeba kaia,magram oficialur tamashi amden shecdomebs ar gvapatieben.burtis dachera da kombinacia metoqis moedanze ver davinaxe.egeti ukan chajdoma did fizikur zalebs moitxovs da ivnishi miyolebul tamashebshi ver shevdzlebt.texnari fexburtelebi gvinda shetevit fazashi.
მოქალაქე
მარტო ანგარიშით მოვიგეთ....ამ მოგებაშიც მსაჯი დაგვეხმარა...მეორე გოლი სუფთა იყო არავითარი თამაშგარე...
Vagiarot
ვაღიაროთ ჯეკოს სუფთა ბოლო არ ჩაუთვალეს 0-0ზე არაფერი გუნდი არ ყოფილა ჩვენზე უარესი გუნდი იყო სიმართლეს გაუმარჯოს მიხარიაა რო მოვიგებთ მაგრამ ესე ვერ გავფრინდებით…კაშია,დავითაშვილი,დვალს ნათესაობითი კავშირიაქ ეტყობა ფედერაციაში რაუნდა მაგას სასტავში ფერენცვაროში არ ათამაშებენ და ნაკრებში სულ სასტავშია არცერთს არ გავაკარებდი სასტავს.
სააკაძე
მადლობა მსაჯებს, ზოგჯერ ჩვენსკენაც ხომ უნდა იყონ
ასეა ეს
სამარცხვინო მატჩი. ეს თამაში იყო ხალხო? ???
ვახო
ნათქვამია "გამარჯვებულებს არ შჯიანო", მაგრამ რაც ვნახეთ ეს არის უსუსტესი გუნდი, არც ერთი რგოლი არ აა მიახლოებიც კი დამაკმაყოფილებელ დონესთან. ერთად ერთი გამორჩეულია ლორია! კაი ბატონო მიიღეთ მოლოცვა.
მოსეხონელი
ჩაკვე და კიტე აკლიათ ზურიკო ხვიჩა და ფორვარდი მეტად უნდა დაიტვირთოს საჯარიმოსთან პასებით.კვარა ცოოოა დიდი მანძილზე სირბილით მერე დარტყმით. მას ჭირდება ბურთი საჯარიმოსთან.ერთი მოძრაობით ქმნის გოლს.ამიტო ჩაკვეტაძე კიტეიშვილი თუნდაც ოქრი აკლია.იმედია მოგების სერია გაგრძელდება
DarTxX-s
ნაღდად ის ნაძირლები დააზიანებდნენ, ვინც ყველაზე მეტად გაჰყვირიან და გულზე ხელებს იბრახუნებენ, ვითომ "საქართველოს და უკრაინის" სიყვარულით. ასეთებეს მე პირადად "ურა პატრიოტებს" ვეძახი! ვის რას უშლიდა უდიდესი ფეხბურთელის მიშა მესხის მემორიალი? მაგრამ მოუნდათ ბიჭებს "კაიფი და გაისწორეს". წავლენ ესეთი ხუშტურიანები და სხვა ერებს დაუწყებენ გინებას, ვითომ რამეთი მეტი იყოთ არა, ნაძირლებო? მემორიალს ერჩით და თქვენ ცოცხალ ადამიანებს დაინდობთ?!!!!!!!
საქართველო
ვახ რამდენი დისლაიქია,თურემ კიდევ რამდენს სხვენია ქართველობის,არ გინდათ ვისაც ქართველობის გრცხვენიათ რუსკი კარაბლში ჩაჯდეთ?! და მერე კი იცით რაც უნდა გააკეთოთ
T.q
აუ მოდი იდი .... ით რა მართლა არ მ..ს ტვინი კაცო თავიანთი უმადურობით და მჭრმეტყველი ექსპერტობით როგორ არაფერი არასდროს არ მოგწონთ ბიჭო ბოლოსდაბოლოს რა ყელში ამოიყვანეთ ბ...დ
ვაი
ვანდალიზმი! არცთუ ისე დიდი ხნის წინ, უნივერსიტეტის 1 კორპ.ეზოდან ილიას ბიუსტს თავი მოხსნეს და მერე ჯართის მიმღებში იპოვეს, ნოდარ დუმბაძის ბიუსტი "მზიურიდან" რსმდენჯერაა წაღებული ვინ ივის((.
Zviads
მე რაღა დავწერო, ყველაფერი აქ უკვე ითქვა))... მე მაინც განათლებას მივაწვებოდი ქვეყანაში, აშკარად ინტელექტის დეფიციტია ყველგან...
ბს
კვეკვესკირი მაინც ნერვებს მიშლის, ერთ კარგ დიაგონალს ყველა თამაშში აკეთებს და ზედ ერთი მწარე უადგილო დაკარგვა რომ არ მიაყოლოს ხო არ შეუძლია ისე, ძლივს გადავრჩით გოლს, თან რომ ჩააბარებს ბურთს მერე არ ცდილობს ხელი შეუშალოს, დადგება ელოდება აბა რა მოხდება.
რუსეთი ოკუპანტია
მოიგეს კარგია,მაგრამ ის წაგება მაინც არ დამავიწყდება მაკედონიასთან
შოთა-მილანი
არ არის საჭირო ყველაფრის გაკრიტიკება, მითუმეტეს მოგებული შეხვედრის შემდეგ. შეცდომები იყო რა თქმა უნდა და ამას თავადაც კარგად ხვდებიან. ჩვენ კი დავტკბეთ ზედიზედ მეოთხე გამარჯვებით და მადლობა ვუთხრათ ბიჭებს ბრძოლისთვის. გაუმარჯოს საქართველოს!
დავით
კვარა მართლა მაგარი ბიჭია. თუ რამე მომენტი გვქონდა ყველასში მონაწილეობდა
mamuka09ze
ჩვენ, ქართველები მიტომაც ვართ ცუდად, რომ გამარჯვებები გვაკლია. ამდენად ნებისმიერი გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა. ვულოცავ ყველას. თამაშის ხარისხი კი კრიტიკას ვერ უძლებს. ტაქტიკა ვაი, შესრულება უი. წიტაიშვილს რა უნდოდა მარცხენა მცველად...
kaka
ესარი ფეხბურტი ერტი ტამასობს მეორე იგებს სანამდე
XXXXX.
მორიგი საქონელი ჯოგის გომბიო ძალით "საქართველო". რომელსაც გორსალასავით ეამაყება ქართველობა მაგრამ სუფთა ქართველებს და ყველაზე დიდი საამაყო ქართველებს ისე ჩაწიხლავს და გადაალაჯებს ვითომ არაფერი როგორც საქონელი და ჯოგის ჯოგობას უარყოფს. "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები." - კონსტანტინე გამსახურდია ----------------------------- და ეს ჯოგი ნახე პრეტენზიები რო აქვთ
XXXXX.
რაის "საქართველო" Gოგრა გომბიო.
საქართველო
მოიგებენ და ცუდათ ითამაშესო, წააგებენ და რაში გვჭირდება მაგათი კარგი თამაში თუ წააგესო.ესეთი "გულშემატკივრებს" რა გინდათ თუ იცით ცხოვრებაში?! თქვენ გინდათ რომ ჩვენმა ბიჭებმა აქედანაც იმასგიქნან და მერე თქვენს იმას იქედანაც იმასუქნან?!
საქართველო
მანგო დაბრუნებულა ომიდან. მორიგი "ქართველი" ვისაც ქართველობის სცხვენია.
გიორგი
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას მოგება რათქმაუნდა კარგიაა თუმცა თამაშის ხარისხი ნამდვილად არ იყო კარგი ძალიან ბავშურ შეცდომებს ვუშვებდით შეიძლება მე 2 ნომრათ ითამაშო მაგრამ ელემენტარულ სიტუაციებში დაუშვა ბავშური შეცდომები ეს არაა საპატიო უნდა იმუშაონ ამაზე აქ არავინ არავის მტერი არაა ყველას გვიხარია ნაკრების გამარჯვება მაგრამ როდესაც არის პრობლემა და გასაკრიტიკებელი რაღაც საკითხები ჯანსაღი კრიტიკა უნდა მიიღოს ყველამ ადეკვატურათ. წარმატებები ალბანეთან.
Dzegli.
კანკავა მიხვდა რომ საქართველოში მარადონაც რომ იყო მაინც ჩაგქოლავენ კარიერის გინდ შუაში გინდ ბოლოში ისეთი უმადური და უჯიშოა ბრბო. ისიც შეატყო რომ ეს სანიოლი და ხიზანა დაუნები არიან არაფრის შანსი არაა სანამ ესენი არიან. ამიტომ პატარა პრეტენზიები როგორც კი შეატყო ადგა და წავიდა კაცურად. იგივეს მიხვდა მალხაზ ასათიანი, დავით ყიფიანიც... და ამათ კიდე ხალხი გონიათ თავი. გილოცავთ, დღეს მიხეილ მესხის მემორიალი დააზიანეს დაჯღაბნეს გრაფიტით. ეხლა ქართველები არ იქნებიან მაგრამ სიმბოლურია არც იმას აკლებდით სიცოცხლეში
ზურა
რაც არ უნდა იყოს ადრინდელ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთს ჯობს
DarTxX
რა გეფეხბურთებათ ვიღაც D##@# M#######ის შვილებმა თბილისში მიხეილ მესხის მემორიალური დაფა დააზიანეს
Cecxli
ეგ ზედიზედ 4 თამაშის მოგება არის პარანორმალური მოვლენა ასეთი თამაშით!!! და ხვიჩას დამსახურებაა ნახევარზე მეტი . ეს მაზოხისტები ესენი ისევ 5-1 წასაგებად გაიყვანეს გუნდი
ილია
კიტეიშვილის გარეშე ჩვენი ნაკრები ძალიან უთავბოლო სჩანს.
ზურა
3 დღე ივარჯიშეს და სრული ნაკრებით 1 დღე. შეთამაშდებიან და შვედეთთან,რომ იყვნენ ეგეთები დაგვიბრუნდებიან ოფიციალურ ათამაშებში იმედია!!!
შავი კაცი
ოქრიაშვილი და კიტე ძაან დაგვაკლდა,შემტევი შუა რგოლი ეს არის მიზეზი უსახური თამაშის(რაც არუნდა არ მოგვწონდეს ოქრი)..ამიტოა საჭირო ფლამარიონი ბურთის დამჭერი.. ნახევარდაცვაში კვეკვე ძალიან მაგარია ეს გამოჩნდა..კაკაბა ვერაა და ვერ ქაჩავს პასებს.. აი ბუდუს ბოდიშს ვუხდი პირადად ჩემი კრიტიკა უკან მიმაქვს ფაქტია დაცვასაც მაგრად დაეხმარა, ერთი ვერ გავიგე მეორე ტაიმის შუა ნახევარში ვოლკოვი რატომ არ გამოიყვანა გადაღლილი ზივზივაძის ნაცვლად? შედეგი კარგია და სასიხარულო!! მადლობა ნაკრების ყოველივე წევრს ეს უკვე დასაფასებელია და თუ ალბანეთთან დადებითი ბალანსი x2 წამოვიღეთ შანსი დიდი გვაქვს წარმატების მისაღწევად
simartle
მეიგეს... ბიჯი მეიგეს...:))) ვავა მაგ მოგებას, ძალიან ეცადნენ მეორე ტაიმში იმათთვის დახმარებას რომ ბურთი ბოსნიას გაეტანა მაგრამ კობზი ნაცარში ჩოუვარდათ... ჰო და მეიგეს... არ შეიძლება ასე ბურთის ჩაბარება უკან რაც მეორე ტაიმში ხდებოდა და აბა იქნებ არ გავუშვათ... გაუშვებთ დაგენიძლავებით ყველა გაუშვებს როგორც კი ასე წავა თამაში... მერე ვიღაცეები წერენ აუფ მაკედონიამ ისევ დაგვამწუხრაო. ღატომ? ყოჩაღ მაკედონია და ამას სამაგალითოდ უნდა უყურებდეთ და არა დასამწუხრებლად. სამწუხარო მდღევანდელი თამაშის ხარისხოი იყო და არასწორი ტაქტიკა. საერთოდ ბურთს ხშირად ანელებენ როდესაც კონტშეტევაში შეიძლება გადასვლა და თამაშის გამწვავება, თან წინ სისწრაფე არის. სამწუხაროდ გადავლენ შუა მოედანს და იმ წამსვე უკან პასი და მომენტი იკარგება, რამდენჯერ იყო დღეს ასე? ეს უკან უაზრო პასები და ბურთის გორიალი უნიათოდ საშიშია თან.... მოკლედ მოგება კარგი და იმედია ხარისხი აიწევს, კომბინაციები, ადგილების შეცვლა, უკნიდან შეტევაში შუა ხაზის მიყოლა, უფრო ზუსტი პასები, შორი მანნძილიდან დარტყმები აუცილებელია, არც ცდილობდა დღეს არავინ, კვარამ საშუალო მანძილიდან დაარტყა ერთხელ საჯარიმოს გარედან და ეგ იყო და ეგ...
რუსთავი
ვერაფერი გავიგე, ან რატომ მოვიგეთ ან რატომ უნდა წაგვეგო ანსაერთოდ რა სპორტი იყო ესა... საშინლდ ბევრი სამუშაოა ნაკრებში, ამ გადმოსახედიდან სანიოლოს ხელი საერთოდ არ ეტყობა, ოფიციალურ თამაშებში გაირკვევა ბევრი რამ. პ.ს მაინც ვფიქრობ რომ სანიოლი არის ფედ3რაციის ,,საძმოს'' პროექტი, ხიზანქს უმზადებენ ადგილს.
Alexandre
ძალიან დამაფიქრა პირველ ტაიმში რამოდენიმე მომენტმა. საჭირო იყო 1 საშუალო პასი, ასე 20-30 მეტრზე და სახიფათო მომენტი იქმნებოდა. არავინ არ გაბედა. კითხვა სანიოლს, შენ აუკრძალე, თუ ეშინიათ ბურთის დაკარგვის?
კახა ქ.
გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა მაგრამ ასეთი აბდა-უბდა თამაშით ვერაფერს ვერ მივღწევთ.ამდენი შეცდომა,ამდენი ბურთის დაკარგავა,ამდენი უმისამართო გადაცემა,არანაირი ფანტაზიის უნარი,სტანდარტების უაზროდ გათამაშება,ის კი არა პირველ ტაიმში აუტიდან ყველა შეყვანილი ბურთი მოწინააღმდეგემ აიღო,ლორიამ ტრადიციულად ერთი სისულელე რომ არ გააკეთოს,თან სერიოზული ხომ არ შეიძლება(თამაშის ბოლოს მაქვს მხედველობაში,რომელიც კინაღამ გოლად დაგვიჯდა,რომ არა კაშია)ერთადერთი იყო ზივზივაძე,ზიბზიბაძე, მართლა იბრძოდა.უმეტესობა რას თამაშობდა და სად თამაშობდა აზრე არ იყო.ხვიჩა საერთოდ დაიკარგა პირველ ტაიმში,რაც არასწორად შერჩეული სათანაშო ადგილის ბრალი მგონია.და არა მარტო ხვიჩა.ასე რომ ძალიან ბევრი სამუშაოა,თუ ეშველება რამე
სხვა რამე
დიდი გადასარევი თამში არ იყო რბილად რომ ვთქვათ მაგრამ ჩვენებიდან ლორიას და ლაინსმენის გამორჩევა შეიძლება
ჯონი
მაგრად გვაკლი კანკავა ეს სამწუხაროა! ხვიჩა ორი თავით მაღლა არის ჩვენს ნაკრებში!
G
ძაან ბანდაა.
giorgi
ზედიზედ 4 თამაში როდის მოიგე ერთი გამახსენე რომ ზიხარ და აკრიტიკებ? ლამაზად ვთამაშობდით და სულ ვაგებდით . გაიგეთ ერთი რამე მთავარია ანგარიში და არა მაიმუნობა. და მორჩით ბოღმიანობას . გულძმარვა დაგემართებათ!
ფ
კიტეიშვილი, აი, ვინ გვაკლია.
zurab
ასეთი ჯიხვებით გადაჭედილი ნაკრები არასდროს გვყოლია! ელემანტარულ უნარებს ვერ ფლობენ! რას აქებთ, ვის აქებთ. კიდევ უფრო ცუდია, რომ ასეთ მატჩებს არ ვაგებთ, რაც განვითარების შანსსაც გვიკარგავს!
ბოკინიო
გილოცავთ! ხვიჩა სხვა კლასის მთელ თამაშში ერთ ორ გადამწყვეტ მომენტში ქმნის. ყველამ იბრძოლა ეს კარგია! კანკავას შემცვლელი სასწრაფოდ მოსაძებნია. კარგია 10იანი გვინდ,შემქნელი.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ბოსნიელთა მწვრთნელი: საქართველოს ერთადერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა
სანიოლი: საქართველო ძლიერი ქვეყანაა - ეს ესპანეთთან და შვედეთთან ვაჩვენეთ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ედინ ჯეკო: საქართველომ პირველივე შანსი გამოიყენა და სულ სხვა თამაში წავიდა
კაშია: მომდევნო თამაშებში უფრო მეტი სანახაობა იქნება
ზივზივაძე: ბავშვობის ოცნება ამიხდა, რაც ორმაგად სასიხარულოა