ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვინ როგორ ითამაშა და ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

ვინ როგორ ითამაშა და ვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

ბოსნია - საქართველოს (0:1) მატჩის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას.

გიორგი ლორია (6.5) - საქართველოს ნაკრების მეკარე ძალიან დამაჯერებელი იყო და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. შეხვედრის დამატებულ წუთებზე, როცა ჩვენი გუნდის საჯარიმოში ქაოსი იყო, "ანორთოსისის" კიპერიც შეცდა, თუმცა გოლს გადავურჩით.

ოთარ კაკაბაძე (6.0) - როგორც ჩანს, სანიოლი ოთარისთვის პოზიციის შეცვლას აღარ აპირებს და ის მომავალშიც ცენტრალურ მცველად ითამაშებს. თუმცა, მეორე ნახევარში, ლაშა დვალის ტრავმამდე კაკაბაძე ფლანგზე გადაიყვანეს.

საქართველოს ნაკრების დაცვაზე დიდი დატვირთვა იყო - ბოსნიელები წარმატების მიღწევას მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ. იმ ეპიზოდში, როცა ჯეკოს გოლი გააუქმეს, ჩვენი უკანა ხაზი ჩავარდა. მთავარი მაინც მიღწეული იქნა - საკუთარ კარში ბურთი არ მიგვიღია.

გურამ კაშია (6.5) - საქართველოს ნაკრების ახალმა კაპიტანმა ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, სხვა ეპიზოდებში კი ტრადიციულად, დაცვას უნარიანად ხელმძღვანელობდა.

ლაშა დვალი (5.5) - "ფერენცვაროშის" მცველს სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, ამით ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება. ერთგან მან ბუდუ ზივზივაძეს მშვენიერი პასი გაუკეთა, თუმცა ეპიზოდი თამაშგარის დაფიქსირების გამო გაუქმდა.

საბა ლობჟანიძე (5.5) - ასეთი სუსტი ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებში დიდი ხანია, არ გვახსოვს. არადა, ის ახალ ტაქტიკას მშვენივრად მოერგო და მთელ ფლანგსაც აკონტროლებდა. საბა შეცდომებს უკანა ხაზში უშვებდა და თავი ვერც შეტევაში დაგვამახსოვრა, ეს იმ ფონზე, თუ თურქეთის სუპერლიგაში როგორი სეზონი აქვს.

გურამ გიორბელიძე (6.0) - "დრეზდენის" ფლანგელი ენერგიულია და მონდომებაც არ აკლია, ერთ ეპიზოდში ძალიან კარგი რეიდი შემოგვთავაზა, თუმცა მისგან გაცილებით მეტს ველით - როგორც უკანა ხაზში, ასევე შეტევაში.

ნიკა კვეკვესკირი (6.0) - საქართველოს ნაკრების საყრდენი ბურთსა და ჩვენი შეტევების მიმართულებას აკონტროლებდა, თუმცა რისკი ნაკლები იყო, ნიკა პასს ხშირად საკუთარი კარისკენ შეტრიალებული აკეთებდა. გოლის ეპიზოდში კვარაცხელიას შეტევა კარგად გაუგრძელდა.

გიორგი აბურჯანია (5.5) - "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველი აქტიური იყო პრესინგზე თამაშს არ მორიდებია, ამის გამო გააფრთხილეს კიდეც, თუმცა საქართველოს ნაკრების შუა ხაზს კრეატივი და შეტევების სწრაფად განვითარება აკლდა.

ზურიკო დავითაშვილი (5.5) - ზურიკომ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ ცოტათი "დაიკარგა" და ისეთი მწვავე ვერ იყო, როგორც ბოლოს შეგვაჩვია.

ხვიჩა კვარაცხელია (7.0) - პირველ ტაიმში შედარებით, პასიური იყო, თუმცა მეორეში მაინც მთავარი ფიგურა გახდა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა კიდეც - მოწინააღმდეგეებს ფინტებით თავგზა აუბნია და ბუდუს გაატანინა. ამის გარდა, ერთხელ მეტოქის კარის აღება მასაც შეეძლო, როცა ბრწყინვალედ დაარტყა, შეხვედრის დასწაყისში კი

დავითაშვილი მშვენიერი პასით მოამარაგა.

ბუდუ ზივზივაძე (7.0) - საგოლე შანსი იდეალურად გამოიყენა, მთელი თამაში კი ბევრი გააკეთა - უტევდა, ბურთს ინარჩუნებდა. საბოლოოდ, მატჩის გმირიც გახდა.

გიორგი წიტაიშვილი (5.0) - ვილი სანიოლმა წიტაიშვილი ახალ პოზიციაზე გამოსცადა - მას მთელი ფლანგის კონტროლი ევალებოდა. გიორგის ახლა სათამაშო პრაქტიკა ისედაც აკლია და ახალ სქემაზე მორგებაც გაუჭირდა. მისის ადგილი შეტევაშია.

საბა კვირკველია (5.5) - ბოლო პერიოდში, უკრაინაში მოტამაშე კვირკველიაც უქმადაა. მას დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა. ჩვენს კართან ბოლო წუთებზე ძალიან დაცხა, კვირკველიას ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებაში, რაც დაცვიტან ზუსტი პასებით ამოსვლას გულისხმობს, თავი ვერ გამოიჩინა.

ვაკო გვილია (5.5) - ვალოს კლუბში სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ის ენერგიულად შემოვიდა და ჩვენს ნახევარდაცვას ტემპი შესძინა.

გიორგი ბერიძე - "უიპეშტის" შემტევს დიდი დრო არ მისცემია, რაც ნამდვილად დაგვანახა ის იყო, რომ ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.

ანზორ მექვაბიშვილი - ის დებიუტანტი იყო და იმ ფონზე, როცა მინდვრის ცენტრში გარკვეული პრობლემები არსებობდა, მისი აღმოფხვრა სცადა და მონდომება არ დაუკლია.

გრიგოლ ჩაბრაძე - ბევრი დრო არ მისცემია.

ვილი სანიოლი (6.5) - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩი არსებული ტაქტიკის დასახვეწად გამოიყენა და ექსპერიმენტები ნაკლებას სცადა. საბოლოოდ, ვილიმ სასარგებლო სპარინგიც მიიღო და კიდევ ერთ, ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვა. "ჯვაროსნების" თამასში არაერთი წუნი იყო და "ერთა ლიგაზე" წარმატებისთვის მათი ბოლომდე აღმოფხვრაა საჭირო.

• კაკო

კვარასთვის 9 დაგეწერათ, 10-იც შეიძლებოდა............

ნეტავ თუ არ გეზარება ამდენის წერა...

• Hg

შენს ჩამოთვლილში არცერთი ჩამშლელი არ არის. ეს რეალური ფეხბურთია და არა სონი1. რეალობიდან გამომდინარე, რა დონის ფეხბურთელებიც გვყავს მგონია რომ მათ დონესთან შედარებით კარგი შედეგი აქვთ. გადახედეთ მათ კლუბებს და რა სათამაშო დრო ეძლევათ და თავად დარწმუნდებით, განსაკუთრებით დაცვის ხაზს შეხედეთ სად არიან და მათ კლუბებში რა სათამაშო დრო ეძლევათ. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

• bejo

ყველაფერში 100 % ით გეთანხმები გვილიას თემის გარდა რაც დამამახსოვრსა ერთი 2 ჯერ ძაან კარგად ამოვიდა , თან ცოცხლას შემოვიდა ...

• ტტტ

საყრდენის გარეშე ჯერ არავის უთამაშია, ის კი არა გუნდების 80% ორი საყრდენით თამაშობს, შენ თუ უსაყრდენოთ მოგვაგებინებ აბა ჰე.დდდდ

• რატი

ჩვენმა ე.წ. ჯიგარნა. პალიჩმა, სიომინ იურუ პავლივიჩ, დაასახელა რპლ. 2 ყველაზე დიდი ტალანტი, 1) არსენა ზახარიანი და 2) სპერციანი-Сперцян, ეს იმიტომ რომ ვინმეს იტალუელი არ გეგონით)) ბა ვონც ახპერ ჯან, ცავატანემ.

• simartle

საქართველოს ნაკრებს მეკარის პრობლემა არ აქვს. დაცვაში კაკაბაძ მერჯვნივ უდა იდგეს, შუაში კაშია და კვირკველია ან დვალი როცა ფორმაში შევეა მთელი თამაშის სათამაშოდ, ლოჩოშვილიც არის რომელიც არ გამოუძახებიათ და უმატებს, მარცხნივ აზაროვი, შუა ხაზში მარჯვნნივ წიტაიშვილი უნდა დადგეს და მის წინ ლობჟანიძე, წიტაიშვილის გვერდით შუისკენ ზურიკო, შემდგომ ჩაკვეტაძე და მარცხნივ კიტეიშვილი თუ შევიდა სწრაფად ფორმაში და წინ ბუდუ ან ქვილითაია და მეორე მხარეს კვარაცხელია. აი ამაზე კარგ გუნნდს ვერ დააყენნებ და შესძლებენ ყველა დონის გუნდთან დონნეზე თამაშს და ბევრს მოიგებენ თან ლამაზ ფეხბურთსაც ითამაშებენ. შუა ხაზმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს და კონტრ შეტევაზე სწრაფად გადავიდეს. ჩაკვეტაძეს ჰამბურგში კარგად იყენებენ და დაცვისკენაც მეტი დაევალა რასაც უნდა აკეთებდეს თავისთავად რადგან ყველაზე კარგ პასის კულტურა აქვს და ცოტა მაინც უფრო შუისკენ თამაშობდეს რომ დროული პასებით ხვიჩა და ბუდუ მოამარაგოს. კი საჭიროა ჩამშლელი, მაგრამ არ სჩანს ჯერ არც ერთი კანკავას დონის. შეიძლებოდა დვალის ამოწევა და მისთვის ჩამშლელის თამშის დავალება რადგან ადრე ნახევრდაცვას თამაშობდა ახალგაზრდულში და პასიც შეუძლია და ბურთით მოძრაობაც. კარგი ის არის რომ აერიანნ ფეხბურთელები როტაციისთვის და გაიზარდა კონნკურენცია და მგონი დაიჯერეს ცოტა რომ ფეხბურთის თამაში შეიძლება ყველასთან და მოგებაც და კიდევ მეტი მოვა.

• ავთო

ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა, ყველას გილოცავთ!

• ზაზა

ასაკშია შოთი და სირბილი ისე არ შეუძლია, თორემ საშემსრულებლო ოსტატობით სად გვყავს მაგისნარი თავდასხმელი?

• ტტტ

რა გიკვირს გულის ინგლის შეიცარია უყურე სუსტად იგივე ხდებოდა, თანამედროვე ფეხბურთის ტენდეციაა ეგ სამწუხაროდ.

• სოსო

აზაროვი მაგრად დაგვაკლდა

• გულშემატკივარი

ეს უკან პასები რა უბედურებაა?! ძლივს გადადიან მეტოქის მოედანზე და უკან ლორიასაკენ აკეთებენ პასს. ეს არის სათამაშო ინტელექტის ნაკლებობა და კომბინაციური თამაშის არარსებობა (რაც მწვრთნელის დაბალ დონეზე მიუთითებს). კიდევ ერთი– არველაძის გოლი ვნახე ვეტერანებში და ჩემი აზრით ბევრ მომქმედ ფეხბურთელს ჯობია.

• spiel1

სანიოლი 6.5 არა კვახი ... მაგ შეფასების ავტორმა არც იცის რეალურად რა რესურსიც აქვს ნაკრებს და რა სადო-მაზო სასტავს აყენებენ სპეციალურად - სახენათელი ტურისტი აბურჯანია, ურეაქციო დვალი (შენელებული კადრი), გაწამებული ჩაბრაძე ახალი მობრუნებული ნაპახმელიარი კვირკველია , სადღაც ღრუბლებში მფრინავი ბუდუ (გაუვარდა ყარაულის თოფივით ზატო) + ყოველ ჯერზე ახალი დებიუტანტი ე ლიგიდან (მექვაბიშვილი ამჯერად) კარში მამარდაშვილი არა ვეტერანი ლორია კვიპროსიდან, კიდე ვინ მოთვლის... ვიღაცა გეღადავებათ იმენა ჩერეზ ხიზანათი უბედურ სასტავებს აყენებინებს ყოველთვის

• G.LA

ჩემი აზრით ლორია უფრო მეტ შეფასებას იმსახურებს. ის ერთი შეცდომა რომ არა თითქმის უნაკლოდ ითამაშა. კაკაბაძეს უფრო მეტი შეფასება აქვს ვიდრე ეკუთვნოდა. მოულოდნელი იყო ლობჟანიძის ასეთი სუსტი თამაში. იმედია გამოასწორებს ალბანეთან. წიტაიშვილის ჩაკარგვა უფრო ახსნადია, სხვა ადგილას გამოსცადა სანიოლმა. იმედია ჩვეულ პოზიციაზე ათამაშებს შემდეგ თამაშებში. დავითაშვილმა ისე ითამაშა როგორი წარმოდგენაც მაქვს მასზე. ხან ცოტა რაღაც მომენტში შეუძლია გამწვავება, მარა მთლიანობაში ვერ არის ძირითადის, ბევრი შრომა მართებს. ასევეა აბურჯანია, ცოტა ზურიკოზე უკეთესად გამოიყურება ხოლმე ნაკრებში. უფრო ახლოა ძირითადთან. კვირკველია ის კვირკველია ვეღარ იქნება სამწუხაროდ, სათადაროგოში საჭიროა. გვილია შეიძლება მალე სათადარიგოშიც აღარ იყოს საჭირო, თუ ასე გააგრძელა. ზივზივაძე ბევრს ჩამოწერილი გვყავდა გამოუყენებელი შანსის შემდეგ, მარა სასიამოვნოთ გაგვაკვირვა და არა მარტო გოლით. ხვიჩა როგორც გინდა უთამაშებელი იყოს მაინც ხვიჩაა, ამით ყველაფერი ვთქვი მასზე. მთლიანობაში მომავალ შეხვედრებს ერთა ლიგაზე საფუძვლიანი იმედების საბაბი უნდა გვქონდეს. ნაკრებს დაემატებიან კიტეიშვილი, ჩაკვე, ხოჭოლავა, აზაროვი ეს იმ ძირითადის ბიჭები არიან ვინც საკმაოდ გააძლიერებენ ნაკრებს.

• sge

გვილიას 7-ს მივცემდი. ძალიან კარგად შემოვიდა.

• გუსანი

ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ზედმეტად დიპლომატიურად არის შეფასებული, გასაგებია მოტივაცია...მთავარი შედეგია, მოგება კარგია მაგრამ ისიც ფაქტია რომ გაგვიმართლდა უძალიანესად, როგორც მაკედონიას იტალიასთან. ბევრი ჩაკარგულია თამაშის დროს, ზოგიერთების ტყუილად გჯერად- მომატების არანაირი რესურსი აქვთ... ასეთად კი სულ 4-5 მოვიაზრებ და მორჩა... ჩაკვეტაძის გარეშე( ოღონდ ფორმის პიკში ) ნაკრებს -------- არ აქვს...

• ამო

რიგორც კი მოწინააღმდეგე ტემპს უმატებს ბრინჯივით ვიბნებით.

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს