ქართველი მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი, გავრცელებული ინფორმაციით, "ოლიმპიაკოსის" ინტერესის სფეროში ბრუნდება. 20 წლის ფეხბურთელზე "წითელ-თეთრებს" თვალი წინა თვეებშიც ეჭირა. საქართველოს ნაკრების მცველის თურქულ "ტრაბზონსპორში" ჩარიცხვა ზამთარში ჩაიშალა.

ახლა ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ აზაროვი ბათუმის "დინამოს" ზაფხულში დატოვებს - მას ხელშეკრულება მომავალ დეკემბერში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ელი ივლისიდან თავის რჩეულ გუნდთან კონტრაქტის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება შეუძლია. რასაკვირველია, ქართულ კლუბს არ სურს ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ მის გაყიდვას ბევრად უფრო რეალურ ფასად მოისურვებენ, ვიდრე 2 მილიონი ევროა.

"ოლიმპიაკოსი" მარცხენა მცველის პოზიციაზე ფეხბურთელს ეძებს, რადგან მთელი ტვირთი ოლეგ რეაბჩიუკზეა. აზაროვი, რომელსაც წელს 13 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს, უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა და განვითარების დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელად მიიჩნევა.

მომზადებულია goal.philenews-ის მიხედვით

beqa
100% გეთანხმები უბრალოდ მაშინ კონტრაკტი უნდა გააგრძელოს მინიმუმ 2 წლიანი ესეთ შემთხვევაში ბათუმი დიდ სარგებელს ნახაავს + თავისუფლად შეიძლება აზაროვის პიარ მარკეტინგში ბათუმის ფეხბურთელების ჩართვა რაც თავისთავად მაისურების და ფან სერვისის მიმართ მეტ სარგებელს მოუტანს.ესე ნელნელა გუნდს შიდა ბიუჯეტი გაუჩნდება და ცნობადობასაც მიაღწევს ევროპაში
სოსო
ირაკლი აზაროვში 2 მილიონი ებევრებათ?!ირაკლის ადგილზე ბათუმთან ახალ კონტრაქტს დავდებდი და მის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე,აგრეთვე ნაკრებში თამაშების შემდეგ,მისი ფასი ისე აიწევს,რომ 2 მილიონი სანატრელი გაუხდებათ.არც საბერძნეთში წასვლა მგონია მისთვის დიდად მომხიბლავი.რომ ვუყურებ ვალენსიას დაცვის თამაშს,ირაკლი თავისუფლად გაქაჩავს უკვე ახლავე.მას დისპეტჩერის მონაცემებიც აქვს და ესეც უმატებს პერსპექტივას.ბათუმთან კონტრაქტის გაგრძელებას(რა თქმა უნდა გაუმჯობესებული პირობებით),გუნდისათვის დიდი ფინანსური მოგება მოჰყვება და მშობლიური ქალაქისათვის,ირაკლის მხრიდან ძალიან კარგი და სამაგალითო ჟესტი იქნებოდა.შესაძლოა ზოგიერთმა იფიქროს,დღევანდელი კვერცხი სჯობიაო,ხვალინდელ ქათამს, მაგრამ ირაკლის ისეთი რესურსი აქვს,არა მგონია რაიმე დაბრკოლება შეექმნას.უფრო პირიქით,ამ ზაფხულს მისგან ისეთ აფეთქებას ველი,რომ გამოსყიდვის მსურველთა რიგი დაუდგება.
beqa
1.ვისურვებდი არ დატოვოს ბათუმი ევრო ტურნირებზე ძაან დაგვჭირდება. 2.ოლიმპიაკოსი რატომღაც არმგონია მისი სტილის გუნდი თუმცა დასაწუნიც რაგვაქვს მთავარია ძირითადში ითამაშოს ესაა ყველაზე მთავარი !!!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
აზაროვის გარდა "შახტარს" უკრაინის ნაკრების მცველი დატოვებს
აზაროვი "შახტარიდან" მიდის - გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით - კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს