მარიუპოლში დაბომბვის შედეგად წყალბურთში უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ევგენი ობედინსკი დაიღუპა.

Ukrinform-ის ცნობით, სამწუხარო ინფორმაცია პლატფორმა Telegram-ზე სპორტსმენის მამამ, ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ოლექსანდრ ობედინსკიმ გაავრცელა.

"წყალბურთის ოსტატი, ევგენი ობედინსკი მარიუპოლში 17 მარტს მოკვდა. ევგენი "ილიჩევიცის" რიგებში უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი იყო. ომამდე სპორტსმენი ავადმყოფობდა, უფრო კონკრეტულად, თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. 3 პატარა ანგელოზი მამის გარეშე დარჩა" - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მისმა ოჯახმა ტრაგედიაზე სულ ახლახან გაიგო, მამამისმა კი ემოციური წერილი დაწერა...

"ცხოვრების მოყვარული იყო, არასდროს ნებდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად რთული მომენტი ედგა, ცხოვრებას არასდროს უჩიოდა, ყოველთვის ერთი პასუხი ჰქონდა: არ ინერვიულო, მამა, მე ყველაფერს მოვაგვარებო. ძალიან თბილი და ნამდვილი ურთიერთობა გვქონდა. საშინელი ტკივილი და აუნაზღაურებელი დანაკარგი დაგვიტოვე".

შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსების მიერ ბლოკირებულია, ქალაქი ყოველდღიურად მასიურად იბომბება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის 90% მიწასთანაა გასწორებული, თუმცა მებრძოლები 1 წამითაც კი არ ნებდებიან.

მომზადებულია ukrinform-ის მიხედვით

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა