ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

სანიოლის ნაკრების კარგი და ცუდი - "ერთა ლიგის" წინ

სანიოლის ნაკრების კარგი და ცუდი - "ერთა ლიგის" წინ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ერთი მხრივ, წარმატებით ითამაშა - არ წააგო მეტოქესთან, რომელიც რეიტინგში მასზე მაღლა დგას და ფეხბურთელებიც უფრო მაღალი დონის კლუბებში ჰყავს, თუმცა ვილი სანიოლის გუნდისგან მაინც მეტს ვითხოვთ, პირველ რიგში კი, შეტევის ორგანიზების კუთხით.

როგორ ვიხედებით შორს?

ფრანგი მთავარი მწვრთნელი ცდილობს, მისი მხრიდან იდეალურად მიჩნეულ ტაქტიკასთან მაქსიმალურად ბევრი მოთამაშე ადაპტირდეს. წინა შეხვედრის შემდეგ დავწერეთ, რომ მთელი ფლანგის კონტროლი გიორგი წიტაიშვილის საქმე ნაკლებადაა, თუმცა სანიოლმა ის კვლავ ამ პოზიციაზე ათამაშა. ახლა შეტევაში გიორგი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, იერიშების გასაგრძელებლად სივრცე რამდენჯერმე შექმნა (თუმცა, სათანადოდ ვერ ვიყენებდით), უკანა ხაზში კი ისევ შეცდომები დაუშვა.

რა თქმა უნდა, ამ ადგილას (მარცხენა ფლანგი) აზაროვი და გიორბელიძე გვყავს და თითქოს რა პრობლემა უნდა შეგვექმნას, მაგრამ ივნისში, "ერთა ლიგაზე", გადატვირთული გრაფიკისა თუ სხვადასხვა მიზეზით ფეხბურთელების არყოფნაზე ჩვენი ნაკრების დამრიგებელი მაინც ფიქრობს.

კიდევ ერთი კარგი მაგალითი საბა ლობჟანიძის დაღლილ და შეტევაზე მოფიქრალ მეტოქესთან ცენტრფორვარდად დაყენება იყო. ახლა ეს ნაბიჯი წარმატებული არ გამოდგა - გადაგდებულ ბურთებზე ხიფათი ვერ შევქმენით, თუმცა მაინც მგონია, რომ თეორიულად, ვილის მსგავსი სცენარი ბულგარეთთან თუ ჩრდ. მაკედონიასთან სტუმრობისას წარმოუდგენია.

შეტევის გზები

თუკი სანიოლის მოღვაწეობის დასაწყისში ტანმაღალ ფორვარდზე ჩაწოდებების გარდა, სხვა არსენალი, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნდა, შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. ახლა შანსი ისევ დავით ვოლკოვმა მიიღო, რომელიც მოძრავია, თუმცა მისი მთავარი იარაღი მაინც მეორე სართულზე თამაშია. "ზირას" ტანმაღალ და მაღალი კლასის მცველებთან ორთაბრძოლა მოუწია და ეს გაუჭირდა, თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს მისთვის ბევრი შანსი მაინც არ მიუციათ.

როცა შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გამოგდის და წინა ხაზზე "ცაში მფრინავი" (როგორც სანიოლმა უწოდა) ვოლკოვი გყავს, ფლანგური გადაცემები მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. ალბანელები მარცხნიდან გამალებით უტევდნენ, შესაბამისად, განსაკუთრებით მეორე ნახევარში, გრიგოლ ჩაბრაძეს ძირითადად, თავის დაცვა უწევდა და ამან შეტევითი რესურსი შეამცირა.

ტაქტიკური დავალება და შემოქმედება

"ჯვაროსნების" თავკაცი თითოეული ფეხბურთელისგან ბოლოდე დახარჯვას და ტაქტიკური დავალებების პირნათლად შესრულებას ითხოვს. წინა მატჩის შემდეგ სანიოლმა თქვა, რომ ზურიკო დავითაშვილს ნახევარდაცვაში მაქსიმალური სამუშაოს გაწევა დაავალა და ის შეტევაში ამიტომაც "ჩაიკარგა". ალბანეთთან მწვრთნელის ჩანაფიქრები გაცილებით საგრძნობი გახდა - ზურიკომ ბევრი ორთაბრძოლა მოიგო, ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამით თავში მთავარ პრობლემად ნახსენები წინა ხაზში სიმწვავე და იერიშების ორგანიზების კომპონენტი იკლებს. გოლის არგაშვება კარგია, თუმცა მეტი გვსურს...

ხვიჩას არყოფნაში გამოჩნდა, რომ ჩვენებიდან მოედანზე ყველაზე შემოქმედებითი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო - რა ხიფათიც შევქმენით, "ულსანის" შემტევის დამსახურება იყო. კი, ვაკო ერთი შეხედვით, ბევრ სამუშაოს არ სწევს, ზედმეტად ინდივიდულისტია და იმ რეიდის შემდეგ, ალბათ, ფლანგზე წიტაიშვილის შემჩნევაც შეიძლებოდა, მაგრამ ამ ტიპის ფეხბურთელებიც ძალიან გვჭირდება, არ შეიძლება გატანას მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასგან "ვითხოვდეთ".

გოლის არგაშვება

რა თქმა უნდა, ჩვენი უკანახაზელები შეცდომას უშვებენ, თუმცა გოლი დიდი ხანია არ გაგვიშვია და ეს პატარა ამბავი როდია. ძალიან სასიამოვნო იყო რიგ ეპიზოდებში საბა კვირკველიას დამაჯერებელი თამაში. სანიოლს მისი საუკეთესო ფორმა უშუალოდ არ უნახავს, მაგრამ კარგად იცის, რა შეუძლია. როცა დაცვის ხაზში ახალი ფეხბურთელი შემოდის, ის ზოგჯერ კონტრპროდუქტიულია, ყოველთვის ვერ ნახავთ ისეთ გამართლებულ ცვლილებას, როგორიც მამუკა კობახიძის შემოსვლა იყო. ის იდეალურად მოერგო სიტუაციას და კარის "მშრალად" შენახვაში დიდი როლი შეიტანა.

"ვალენსიას" თამაშებს თვალს ვადევნებთ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო, გიორგი მამარდაშვილმა თავისი კლასის ზრდა სანაკრებო შეხვედრებშიც რომ გამოაჩინა. აზრის შეცვლას არ ვაპირებთ, გიორგი ლორია ივნისში მთავარი მეკარე იქნება, მაგრამ ასეთი კონკურენციის ფუფუნება ყველა რგოლში რომ შეგვეძლოს...

შევხვდებით 2 ივნისს - საქართველოში გიბრალტარის წინააღმდეგ.

• ლმ

რა ყაზაიშვილი ღადაობთ ? დასეირნობს სტადიონზე და 1 კაცით ნაკლები ვართ ყოველთვის

• G.LA

ეს ბოლო თამაშები და მითუმეტეს ბოლო ორი თამაში დავრწმუნდი, რომ ისეთი მტკივნეული არ იქნება როტაცია ნაკრებში, როგორც ადრე იყო. მოახლოვებულ ერთა ლიგაზე 4 თამაში 10 დღეში იქნება. ეს ნიშნავს რომ ტრამვიანობაც შესაძლებელი და დაღლაც. ვისაც ლამაზი შემტევი თამაში გინდათ უყურეთ გერმანიის ნაკრებს როდესაც არ ეყოლებათ რუდიგერი, მიულერი, სანე, ვერნერი და ჰავერცი. მერა ვნახოთ ასეთი გრანდისათვის რას ნიშნავს ამდენი ძირითადის არ ყოლოს. ჩვენთვის გაცილებით მეტია კვარა, კიტეიშვილი, ჩაკვე, აზაროვი, ხოჭოლავა და თუნდაც ტაბიძე. რაღაც ღრუბლებში დაფრინავს ზოგი და ვერ ვაცნობიერებთ სად ვართ. ისე ადვილია შეედარო ბოსნი ჰერცოგოვინას და ალბანეთს. მარა ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენზე კარგი შემადგენობაც ყავთ და რეიტინგშიც ჩვენზე წინ არიან. არ წავაგეთ და გოლო არ გაუშვით. ერთი მოვიგეთ და მეორე ფრე ვითამაშეთ. ეს არის უკვე დაფიქსირებული და ჩვენთვის მისაღებია ანგარიშიც, თამშიც თუ მხედველობაში მივიღებთ იმ დანაკარგით და გასვლით თამაშის ფაქტორს. იმედიანათ რომ ვიყოთ ამისი საბაბი გვაქვს, რადგან ის მოთამაშეები ვინც ჩამოვთვალე საკმაოდ გააძლიერებენ თამაშს.

• kaka

ესე ფონს ვერ გავალტ დზმა

• უსამართლობაა

კარში უნდა იდგეს მამარდაშვილი!!! ვალენსიას კარს იცსვს ბიჭი და ლორიას ამ დონეზე არასდროს უთამაშია, კარგით რა!!!

• llcl

მშვენიერი შედეგია, ამდენი თამაში გოლის გაუშვებლად, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ამ 2 ამხანაგურში ერთ-ერთში მაინც მინდოდა მდევრის როლში ვყოფილიყავით, იმიტომ რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და სულელური ავტოგოლიც საკმაოდ ხშირია, ღმერთმა გვაცილოს ესეთი რამ ივნის-სექტემბერში, მაგრამ ამ ნაკრებს კვლავ არ ეტყობა მეტოქეზე ზეწოლის და შტურმის რესუსრსი, იმედია ივნისში სრული შემადგენლობა გვეყოლება

• ბოკინიო

გასაგებია რომ ქართველები მაქსიმალური ვართ, მაგრამ შეხვდეთ ჩვენს ფეხბურთელებს სად თამაშობენ. იქაც არ აქვთ პრაქტიკა. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებით და საშუალოზე საშუალო გუნდების ზამენებით ეს კაცი ამდენს კიდე რო აღწევს უკვე შედეგია. იმის მაგივრად გვერდზე დავუდგეთ ვლანძღავთ:( დაემატება ჩაკვე , კვარა კიტე,ოქრი,ხოჭო,მიქაუტაძე და ახალგაზრდულიდან კიდე ვინმე. მერე მოვთხოვოთ ლამაზი თამაში (შედარებით)

• kaka

ეს ფეხბურტი იყო მაგიტო კარგად გვაქს საქმე

• Guja Kakhadze

საუკეთესო ქართველო მწვრთნელებო, მოამზადეთ თითო კარგი, თქვენზე უკეთესი, ქარტველი ფეხბურთელი და ნაკრებსაც ეშველება და გულშემატკივარსაც! და კიდევ - ფეხბურთის ფსიქოლოგსაც თუ დაიმატებენ სამწვრთნელო შტაბში წარმატება უფრო მალე მოვა... მომავალი გამარჯვებების იმედად გემშვიდობებით!!!!

• ID

დაგვტანჯეს... საშინელი სანახაობა იყო

• ზურა

რა გვინდა აბა მაისაშვილი ორი)))

• გიორგი 50

ბოლო თამაშების ანგარიშებით თუ ვიმსჯელებთ, თითქოს დადებითად და იმედით განეწყობი, მაგრამ გულდასმით ნახავ და გაანალიზებ და გულზე შემოგეყრება... ესაა ჩვენი თანამედროვე ფეხბურთი? ხუტა უფროსი რომ ამბობს: ამისთვის გაგზავნეე პარიზში? .... ხოლო ჩვენს შემთხვევაში: ამისათვის ჩამოიყვანეთ ეგ კაცი პარიზიდაან? ან ეს კომენტატორები: ,,მეტოქის თავმდამსხმელს ხელი ჰქონდა ცოტა წინო და ამოიტომ, თამაშგარე იყოვოოო...''.... კიდევ ერთი თემა: ხედავ, რომ 10-დან 9 საჰაერო დუელს აგეებ ხომ? წიტაიშვილმა ორი დასარტყმელი ჯარიმა მოუპოვა გუნდს, შე დალოცვილო დაარტყი რაა პირდაპირ კარში... ,,ცდა ბედის მონახევრეაოო''... მარა რად გინდა... ერთადერთი, ბიჭებმა რაც შეეძლოთ იწვალეს და ჩვენც გვაწვალეეს... წარმატებები...

• foodboll

სანიოლი არა კვანტი, ეგ იგივე ჰეიგი ორია

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა

"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე

საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია