ესპანეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები შეასკდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" 99:97 დაამარცხა ბექა ბურჯანაძის "ბეტისი". საქართველოს ნაკრების ორივე წევრი გამორჩეული იყო, თუმცა საუკეთესოდ გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

თავის მხრივ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშა ბექა ბურჯანაძემ, რომელსაც სეზონის უმეტესობა ტრავმის გამო გაუცდა და სასიხარულოა, რომ ფორმაშია და შედეგიანადაც თამაშობს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ამ სეზონში სარეკორდო დროით – 31 წუთი იმყოფებოდა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 5-დან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძის მონაგარმა მთლიანობაში 18 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა. მისი სარგებლიანობის ინდექმა 19-ს უწია, რაც ბეტისის შემადგენლობაში მე-3 შედეგი გახლდათ.

ამ მხრივ საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი – ქართველმა ცენტრმა და ბეტისელმა შენონ ევანსმა 32-32 სარგებლიანობა აჩვენეს, თუმცა მატჩის MVP გამარჯვებული გუნდის ლიდერი, შერმადინი გახდა. გიორგიმ 32:13 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულა მიითვალა მარსელინიო ჰუერტასმა, რომელიც შერმადინს საერთო სარგებლიანობით მცირედით ჩამორჩა.

15 მოგებითა და 9 მარცხით "ტენერიფე" ცხრილში მე-6-ეა, ხოლო ბურჯანაძის "ბეტისს" 25 მატჩიდან 6 მოგებით ბოლო ადგილი უკავია. შემდეგ ტურში, 2 აპრილს "ბეტისი" თად მაკფადენის "მურსიას" უმასპინძლებს, ხოლო შერმადინის "ტენერიფე" 3-ში საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში