ხვიჩა კვარაცხელია იმდენად საინტერესოა, რამდენადაც იდუმალი. ყველაფერი ეს მის კარიერასაც თან ახლავს. ჯერ კიდევ ვერავინ ხვდება, ასეთ ნიჭზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" უარი როგორ თქვა? - თანამედროვე ფეხბურთში ეს, უბრალოდ, სისულელეა.

ყველაფერი, თავად ფეხბურთელის თქმით, მომავალი კონტრაქტის ვადაზე იყო დამოკიდებული. მოსკოვში კვარაცხელიას "1+3" სქემა შესთავაზეს, "რუბინში" კი - პირდაპირ ხუთი წლით თანამშრომლობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აგენტი მამუკა ჯუღელი იყო.

ყაზანში ხვიჩამ ძალიან კარგად დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მისი პოტენციური ღირებულება 20-ჯერ გაიზარდა - 900 ათასიდან (2019 წლის ივლისი) 18 მილიონ ევრომდე (2021 წლის ივლისი). ფეხბურთელი გაძლიერდა, დაიხვეწა ტექნიკა, აიმაღლა თვითშეფასება. ხვიჩამ საბანი იქამდე არ დაიფარა, სანამდეც მისწვდებოდა - არამედ ბოლომდე გადაწია.

გულშემატკივრებს ხვიჩა მოსწონთ, თუმცა მის ფიგურას გუნდისთვის განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია. თუ გავიხსენებთ კონფერენს ლიგის სევდიან მატჩებს პოლონურ "რაკუვთან", ქართველმა ორივეში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე პოლონელები გავიდნენ. დაახლოებით ამ დროს მოთამაშის ნიჭის მასშტაბებსა და მის კლუბს შორის შეუსაბამობა უკვე ჰიპოთეზა აღარ იყო, არამედ ფაქტი. ხვიჩას შეუძლია დიდი გამარჯვებები. ამავდროულად, მისი გუნდის ფეხბურთი არ არის სასიამოვნო საყურებელი.

ცნობილი მოვლენების დაწყების შემდეგ ახალი რეალობა დადგა - "რუბინის" ლიდერი "დინამოში" (ბათუმი) გადავიდა. ხვიჩას მაინც შეუძლია სეზონი ყაზანში დაასრულოს...

ჭორების მიხედვით, ხვიჩას "აიაქსში" გასული წლიდან უნდა ეთამაშა. ეს გარიგება ლოგიკურად ყველა თვალსაზრისით გამოიყურებოდა - სტილისტურად, კარიერულად, ფინანსურად. ნიდერლანდური კლუბი რომანტიკული ფეხბურთის ციტადელია. მართალია, "აიაქსის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა ინტერესი უარყო, ხოლო ქართველმა ლეგენდამ, შოთა არველაძემ - შუამავლის ფუნქციები, გარიგებას, როგორც გავიგეთ, ამ ქვეყანასთან დიდი კავშირების მქონე კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი გახოკიძე ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამსტერდამი გაქრა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ბათუმი საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არაა. ფეხბურთელი რაღაცამ აიძულა, დაეტოვებინა რუსეთი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უკრაინის მოვლენები იყოს. რუსეთში ამერიკელი ფეხბურთელებიც კი დღემდე თამაშობენ. ხვიჩას პაციფისტური შეხედულებები რომ ჰქონდეს, მაშინვე წავიდოდა, მაგრამ მან თითქმის მთელი მარტის განმავლობაში ითამაშა.

ჯუღელმა, რომელიც დიდი ხანია რუსულ ბაზარზე მოღვაწეობს, ეროვნული ლიგა 3-ის გუნდი "კოლხეთი" შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც 80-90-იან წლებში თავადაც თამაშობდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ის აპირებს თავისი მთავარი პროფესიული აქცენტი საქართველოში გადაიტანოს. ამას რეპუტაცია სჭირდება და მას სამშობლოში "უღრუბლო ზეცა" არ აქვს. გარკვეული საიმიჯო მოქმედებები სრულფასოვანი დაბრუნებისთვის სასარგებლო იქნება.

ხვიჩას დაბრუნება, თუმცა დროებითი, ერთ-ერთი ასეთი ქმედებაა. უპირობოდ, საუკეთესო ფეხბურთელის მოსვლას საქართველო ენთუზიაზმით გამოეხმაურა. ეროვნულ ჩემპიონატში ბათუმის "დინამო" ლიდერობს, იქ უკვე ჯანო ანანიძეა, ტულის "არსენალიდან" ზურიკო დავითაშვილიც შეუერთდებათ. გუნდში საქართველოს ნაკრების 4-5 სტაბილური და 2-3 პოტენციური მოთამაშე გამოდის. ზაფხულში "დინამო" აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. კლუბი იმედოვნებს, რომ გაძლიერება დაეხმარება.

განტოლებაში ძალიან ბევრი უცნობია იმისთვის, რომ ხვიჩის შემდგომი ბედი ვიწინასწარმეტყველოთ. ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი. არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფიფა რუსეთში ლეგიონერებზე კონტრაქტების შეჩერების დასრულების შემდეგ. ამ დონის ახალგაზრდა ფეხბურთელს სჭირდება პროგრესი და არა ის, რომ გადაარჩინოს სხვისი რეპუტაცია და არ გავარდეს კონფერენს ლიგის პირველივე ტურიდან.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

G.A.L.
ხვიჩა ბიძიკო, ნუ უსმენ ყველას ბჟუტურს. მოუსმინე და დაუჯერე მამაშენს, უფროს "კვარას". ჩემი აზრით, დღეის პირობით, მშვენიერი ვარიანტია ბათუმის "დინამო". გუნდში კარგი ატმოსფეროა, შემადგენლობა - ნორმალური, რომელიც კიდევ გაძლიერდება. ევროტურნირებზე თამაში გარანტირებული აქვს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავს კარგი მწვრთნელი, დღეს საქართველოში ყველაზე უკეთესი. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, მოინდომე, კარგად გაისარჯე, ფიზიკაზე ბევრი იმუშავე და "გეგუჩას" დაუჯერე. ბევრ ჭკვიანურს გასწავლის! P.S. ისე მაინც "ჰალში" წასვლა ჯობდა, თუ მაგის ვარიანტი შემოთავაზებულუ იყო. წარმატებები ხვიჩას და ჩვენს ნაკრებს!!!
სოსო
ხვდებიან,რომ შესაძლოა ასეთი ტალანტი დაკარგონ და ყურძენი მკვახე იყოვო,გულს იკეთებენ.არადა შარშან რომ გაეშვათ,ის ფულიც ხომ შერჩებოდათ და აღარც სხვები დაფიქრდებოდნენ,რუბინში გადასვლაზე.
tngh
წარმატებები ხვიჩას!!!
ვენდი
არა ბიჭო და რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაში ქონდა ოცნებად ბავშვობიდან. ესენი თავიანთ ჭაობს სერიოზულად თვლიან,რომ რაღაცას წარმოადგენს?
ლუკა
დარწმუნებული არიან, რომ საქართველო რუსეთის პროვინციაა.
beqa
ესენი ერთი ადამიანის ცხოვრებას ვერ ინელებენ და საქართველოს წინსვლას მოინელებეენ ?!
ტტტ
ჯუღელი არის ჩვეულებრივი ბანდიტი
Winter
დიახ უკრაინის მოვლენების გამო წამოვიდა და კიდევ იმის გამო, რომ რუსულ გუნდებს ევროსაგზურების მოპოვების შანსი წაერთვათ. მაგ ჩემპიონატს ტრამპლინად იყენებდა ევროპაში წასასვლელად, მილიონჯერ უთქვამს, რომ ევროპაში უნდა წასვლა. სხვა შემთხვევაში შეეძლო სეზონის ბოლომდე ისევ რუბინში ყოფილიყო და დალოდებოდა წინადადებებს. ვერ ინელებენ რუსები მის წასვლას, ათასნაირ პროვოკაციებს უგონებენ, რაშიც ჩვენც არ ჩამოვრჩებით სამწუხაროდ. იმედია ხვიჩა იპოვის თავის გზას. რა სტრესიც მას შეხვდა ამ ასაკში, სუსტი ადამიანი უბრალოდ ვერ გადაიტანს.
beqa
სხვისი რეპუტაციაში რა იგულისხმება? ბათუმი არ გავარდეს კონფერეს ლიგიდან თუ საქართველო ? როგორც რუს ისე უყურებენ ესენი გააუშვებდნენ სადმეე? არავინ არ წაიყვანოს რუსეთში სპორტსმენებიი
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ