ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლას ეხმაურება და წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა დავწერო.

ბევრს ადამიანს დასწყვიტა გული ჩემმა სტატუსმა. ბევრმა მომწერა კიდეც. მეც, როგორც ბევრმა სხვამ, გულშემატკივრის პოზიციიდან დავწერეთ ჩვენი გულისწყრომა, რადგან არ გვინდოდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინაში ამ საშინელი ომის ფონზე რუსულ კლუბში დარჩენილიყო.

რადგან დადასტურდა, რომ რუბინი დატოვა და ბათუმში გააგრძელებს კარიერას, პირადად მე ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც კროტიკულად იყო განწყობილი. რუსეთში რომ დარჩენილიყო, ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებში. ვფიქრობ, დააგვიანა წამოსვლა და ამის გაკეთება უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, როგორც არაერთმა სპორტსმენმა გააკეთა. მაგრამ მთავარია, წამოვიდა.

სხვა დანარჩენს ახლა აღარ მივანიჭებ მნიშვნელობას. ისე, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, მანამდე უნდა გადასულიყო რომელიმე ევროპულ გუნდში, დასაწყისისთვის თუნდაც საშუალო დონის კლუბში.

დავუბრუნდები რუსეთსა და სპორტს - თავის დროზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანზე იგივე დამოკიდებულება მქონდა და ახლა უკვე თავადაც აღიარა, რომ საერთოდ არ უნდა გადასულიყო რუსეთის არმიელთა კლუბში.

აქვე იმასაც დავამატებ, რომ ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემისა, ცხადია, კვარაცხელიასთვის დროებითი კლუბი უნდა იყოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.

დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც საქართველოს პატრიოტი, ისევ გაგვახარებს თავისი გოლებით.

წარმატებას ვუსურვებ და ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე. გული რომ არ შეგვტკიოდეს, არც არაფერს დავწერდით კრიტიკულს.

ერთი სიტყვით, წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ყოველთვის გავამხნევებთ", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანაიამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის წერდა, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას, კვარაცხელიას დაუსტვენდა.

ტრისტან
ვახო კარგად თუ დაუსტვენ ხელფასს გაგიზრდიან.
levani
ვახო რუსულ გემს მიყევი რა!
კნოევსს
ალიხან, სენი წილიმე ლა? მათლა?
izi
მგონი მიუხედავად იმისა, რომ ეკრანს ხარ ამოფარებული და დიდგულზეც მაგიტომ ხარ სტვენის ხმა მკაფიოდ გაიგონე. თუ ყურადღებით იქნები სხვა დროსაც ბევრჯერ გაიგონებ მსგავს ხმებს.
giorgi
ვახო, მოდი რა ერთ ადგილს ნუ ათამაშებ. მიხედე შენ საქმეს. გამომიხვედი დიდი პატრიოტი. შენ მართლა გგონია, რომ ვინმეს შენი აზრი აინტერებს?
საქართველო
რას ეძახი კრიტიკას?! 20 წლის ბიჭს,რომელსაც აგენტი ჰყავს და ესეთი ბიუროკრატიული წყობის ფონზე,ომიდან მეორე დღეს ბილეთი რომ არ აიღო და გამოფრინდა,ამის გამო მესამე დღეს მოღალატე უნდა ეძახოთ,მთელმა სექტამ,მიუხედავად იმისა იცით თუ არა რომ ბურთი მრგვალია?! და უკრაინაზე შეტევამდე რუსეთი ოკუპანტი არ იყო?!2008-მდე რუსეთი ოკუპანტი არ იყო?!თუ 1 მილიონი ქართველი რუსეთში რომ ცხოვრობს ისინი გმირები არიან და მათი გამოგზავნილი ფულით მინიმუმ 200 000 ოჯახი რომ ცხოვრობს აქ, ისინიც მოღალატეები არიან?! სპარსი და ოსმალო ოკუპანტი არ არის?! შენ რა დასავლეთისგან ფულებს არ იღებ ვახტანგ?! თუ შენ გგონია ლამაზი თვალების გულისთვის ფინანსდები?! თუ შენ გგონია ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე აღარ ჰკიდია?! საკუთარ ჩასვ**ლს მიხედე ვახო,თორემ სუნი დადგა,ძალიან ცუდი სუნი
ასმათი
მოჩვენებითმა ქართველებმა ( სუფრასთან მ გულზე მჯიღის დამრტყმელებმა ) ცივი წყალი დალიონ რუსეთში , ვახო, ვისაც სიმართლე გულს უგმირავს.
ალიხან კნოევი
ქოცები საქართველოს ნახევარიც კი არ არის მათივე დათვლებით და მთელი საქართველო როგორ?
123
მე ისე ვხვდები, რომ ვახოს არმოსწონს მისი წინა პოსტი, ამ სისულეებით ხვიძაზე. მგონი დროა დავაფასოთ მისი გადაფასება. ყოჩაღ ვახო ...
სოსო
სწორედაც რომ იდეოლოგიას აქვს მნიშვნელობა.მაგათი იდეოლოგიაა,სხვაზე ძალადობა,სხვისი ღირსების არად ჩაგდება და პიროვნების შეურაცხყოფა.სწორედ მაგათი ლიდერების იდეოლოგიაა,ნაცემი კაცი ჩმორია და ამიტომ,მთელი თბილისი უნდა გაილახოსო.ახლაც სცადა ტალღის აგორება,მაგრამ დაინახა რომ გაიშიფრა და უკან დაიხია.გახსოვთ რა ბინძური ტალღა აუგორეს ლაშა ტალახაძეს?საქართველოს პრეზიდენტთან სურათი როგორ გადაიღოვო.მაშინაც ხალხი მხოლოდ ლაშას გამოესარჩლა და ისიც ვერ გაიაზრეს,რომ საქართველოს აყენებდნენ შეურაცხყოფას.პრეზიდენტი ხომ ქვეყნის სახეცაა და მისი შეურაცხყოფა,ქვეყნის შეურაცხყოფაა.ისიც გაიხსენეთ,მათზე აუგის მთქმელებს რა დღეში ჰყრიდნენ და აქვთ თუ არა ისევ ტალახის სროლის უფლება.რაც ქართველებისათვის წმინდაა,ყველაფერს რომ გვიგინებენ,იმიტომ არ უნდა გაუშვან მათი პოსტები თუ სტატიები,სხვა საინფორმაციო საშუალებებმა
დ.დ.
შენც ნუ გწყინს, მთელი საქართველო რომ გაგინებს უწყვეტ რეჟიმში. თან არც არავის მოწყინდება შენი და შენიანების მოკითხვა, სანამ სუნთქავ.
ბოკინიო
და რა უნდა ექნა? კონტრაქტს ვერ გაწყვიტავდა და როგორ გამოიქცეოდა? თუ ჩვენზე ნაკლებად უნდოდა რომ რეალში ეთამაშა? ვაკრიტიკოთ როცა ნაკრებში ცუდად ითამაშებს სხვა დროს ყველა გადაწყვეტილება მისი მისაღებია და მივესალმები!!!
კახა
ვახო დაახვიე რა
ამო
ამას ცოლი როგორ უძლებს, თუმცა გაუძლო რო.

კატეგორიულად ვემიჯნები იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში ვინმეს გაკრიტიკების უფლება არ უნდა გვქონდეს და ავტორიტეტები შევიქმნათ. თავისუფალი მაშინ ხარ, როცა ყველაფრის უფლება გაქვს მაგრამ საკუთარი სინდისი არ გაძლევს ნებას ვინმეს ცილი დასწამო და უსამართლოდ ლანძღო. ჩვენ გვაქვს უფლება გავაკრიტკოთ ფეხბურთელი რუსეთში თამაშის გამო, თუმცა ამავდროულად სინდისმა უნდა გვითხრას რა გავაკეთეთ იმისთვის რომ ამ ქვეყანაში სპორტი ისეთ დონეზე მაინც ყოფილიყო, რომ აქ გაზრდილი ნიჭიერი ბავშვებით ევროპული გუნდები დაინტერესებულიყვნენ, რუსეთის გვერდის ავლით. სინდისმა ისიც უნდა გითხრას, რამდენი შრომა ჩადო სპორტსმენმა თავის საქმეში და საქართველოსთვის რომ აკეთებს და შრომობს მინიმუმ მოღალატე არ უნდა უწოდო. ეს ყველაფერი მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და არა იმაზე, საზოგადოება რას აგიკრძალავს და რას არა.

არა არანაირად. თავისუფალი ქვეყანა იმას ჰქვია, რომ ჟურნალისტმაც გამოთქვას თავისი აზრი და ყველა სხვა ადამიანმა. დასტვენის უფლებაც აქვს ასევე ნებისმიერს. აქ სხვა შემთხვევა იყო. ძალიან დიდი სიბინძურე ააგორეს ხვიჩას მიმართ და ცილისმწამებლურ განცხადებებს ჰქონდა ადგილი. პუტინის პროპაგანდისტთან მისი შედარება და რაღაც წარმოუდგენელი სისაძაგლეები. ასევე წამოსული როცა იყო უკვე რუსეთიდან, ტყუილი ინფორმაციები გავრცელდა, თითქოს არ წამოსულაო. ეს არის უსამართლობა, როცა რუსების მიერ გადმოგდებულ პროვოკაციებზე ეგები და ფეხბურთელს შეურაცხყოფას აყენებ თორე ხვიჩაც შეიძლება გავაკრიტიკოთ, ვახოც და ნებისმიერი სხვა საჯარო პირი.
ბექა
ეს ჩინური გვარამია ნახე რა:)) ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო, ამაზეა ნათქვამი:)) ჩამოყალიბდი ვახტანგ:))
zaza
ამ სტსტიის ავტორი უნდა გააგდონ სამსაქხურიდან !!! რომელი ფეხბურთის მწოდნე შენ ხარ ან რა იცი საერთოდ ხვიჩაზე??? წადი ამირანას ცერცვაძეს ვაცინები გაუსაღე ჯობია !!!

და საზოგადოებისთვის რატოა ეს ასეთი პრობლემა, როცა შენი ქვეყნის ნაკრების მოთამაშის კარგი საქციელი მოგწონს და ცუდი საქციელი გწყინს. თუ ქართველები თვლით რომ ერთი თუ მოგეწონა ფეხბურთელი, მორჩა, არავითარი შენიშვნა და კრიტიკის თქმა არ შეიძლება მისი მიმართულებით? მით უმეტეს ქართულ ფეხბურთს ეხება ეს :D :D
aguli_11
ვიყავით არა!! იყავი!! და ამის აზრი საერთოდ არ არის საინტერესო!!!
სოსო
ვითომ არც ისეთი უვარგისი ვარ,თქვენ რომ გგონიათ,სინამდვილეში გულშემატკივარი ვარო!აქამდე ხომ ვაფურთხებდი,ახლა წყალს მივასხამ,ჩამოვრეცხ და ყველაფერი წესრიგშიაო.სხვებიც თავისნაირები ჰგონიათ,შემაფურთხეთ რა,ვერ ჩამოვირეცხავო?ნაძირალები!
Skeleton
მიხარია, რომ ხვიჩა ისეთივე უმაგრესი ადამიანი აღმოჩნდა როგორსაც ვფიქრობდი და იმედები არ გამიცრუა. არაფერი დაუწერია საპასუხოდ და ყველა ნასროლი ტალახი ღირსეულად აიტანა. ჩემგან უდიდესი პატივისცემა ამის გამო. ამას ვერ ახერხებს ბევრი, თუნდაც ბატონი ზვიად კუპატაძე, რომელმაც ბულინგის საპასუხოდ გამოლანძღა ჟურნლისტები. მისიც მესმის. ურთულესია ასე გლანძღონ და პასუხი არ გასცე, თუმცა ეს ჩვეულებრივი ადამიანური,ინსტიქტური რეაქციაა და არა ხვიჩასავით ღირსეული. ვახოს რაც შეეხება, მიხვდა, რომ სისულელე დაწერა თავიდანვე. მოდით მაყურებელს დაგვიტოვეთ უფლება, რომ არ გინდოდეს ჩვენი ნიჭიერი ადამიანების წასვლა რუსეთში და ამაზე პროტესტი გამოვთქვათ. მეც მათ რიგებში ვარ, უბრალოდ ხვიჩას მიმართ უსამართლობა მოხდა და ამას ვახოსთანაც და ყველგანაც გავაპროტესტებ. დავინდოთ ერთმანეთი და უბინძურეს ბრალდებებს ნუ ვუყენებთ ერთმანეთს. ერთია ხვიჩა რუსეთში არ მინდოდეს და ეს ჩემი ჯანსაღი რეაქციაა და მეორე ის, რომ პუტინის პროპაგანდისტ კანდელაკს ვადარებდე და მოღალატეს ვიწოდებდე სპორტსმენს, რომელსაც საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია. დავფიქრდეთ და ადეკვატურად მივუდგეთ საკითხებს, ყველა მხარეს მივმართავ, პოლიტიკურ იდეოლოგიებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შეგნება და სხვა ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაა!!
მამუკა
ოხ, ეს მავნებელი..
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
"უფრო ძლიერები დავბრუნდებით" - მიქაუტაძის პოსტი და მიმართვა გულშემატკივარს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
კანავარო ტაშკენტში ჩაფრინდა და მალე უზბეკეთის ნაკრების მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადებენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
"გამორიცხავთ, რომ კვარაცხელია შიგნიდან ანგრევდეს "რუბინს?" - ვახო სანაია ხვიჩას კაპიტნობას ეხმაურება
"კვარაცხელია შეიძლება "ლილთან" მატჩის განაცხადში მოხვდეს" - Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს
"პირადად მე დაგისტვენ ნაკრების თამაშის დროს" - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"დღეიდან ჩემზე დიდი გულშემატკივარი არ გეყოლება!" - სანაია კვარაცხელიას პოსტს ეხმაურება
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
პსჟ "ლილთან" ფრეს დასჯერდა - ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
ლუის ენრიკემ "კვარას" ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა
"დინამოს" წაგებას კონკრეტული მიზეზი აქვს... გეტყვით, რა იყო მთავარი შეცდომა" - ვახო სანაია ბათუმის "დინამოს" მარცხზე
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით - "კვარას" ამბავი
"დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო" - ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
"ზურაბ დათუნაშვილს რომ სცემეს და ქვეყნიდან გააქციეს, მანდ რომელი ბუჩქიდან აპიპინებდა ნეტა?!" - სანაია ობოლაძეს პასუხობს