ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმერ დვალიშვილმა serieanews.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულების გაწყვეტას (და არა შეჩერებას - რედ.) მიაღწია, თავისუფლი აგენტის სტატუსით წამოვიდა, უკან არ დაბრუნდება და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე ჰქონდა დადებული. გავრცელებულმა ინფორმაციამ რუსეთში ბევრი გააოცა და კომენტარებმაც არ დაახანა.

- ნორმა. "რუბინი" გადააგდეს, მაგრამ "ლოკოდანაც" ასე წამოვიდა.

- რას ჰქვია ასევე? "ლოკოსთან" სრულფასოვანი კონტრაქტი არ ჰქონია, აქ კი "რუბინს" უბრალოდ მოჰპარეს მოთამაშე.

- უფასოდ მოვიდა და უფასოდ წავიდა!

- ყველაზე დიდი აქტივი უბრალოდ მადლობის ფასად წავიდა. უმადური ხვიჩა, მას გამართლება არ აქვს.

- თამაშობდა და ამისათვის ხელფასს იღებდა, რატომ უნდა იყოს მადლიერი. კლუბის აღზრდილი არაა, რუსულად თითქმის ვერ ლაპარაკობს.

- ლამაზად არ გამოუვიდა ხვიჩას.

- მოედანზე მისი მრუდი მოძრაობები თქვენ არაფერს გეუბნებოდათ?

- "რუბინში" რა, გიჟები არიან? ორი წლის შემდეგ უმთავრდებოდა კონტრაქტი და რატომ წავიდნენ გაწყვეტაზე, მაშინ, როდესაც ზაფხულში გაყიდვა შეეძლოთ?

- საიმანოვს კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ "ატკატისთვის" სავსებით შეეძლო ფული აეღო და ჯიბეში ჩაედო. ფიფა მალე ისედაც ბანს დაადებს და კონტრაქტები გაუქმდება. საერთოდაც ახლა რუსეთიდან ფეხბურთელის გაყიდვა ძნელია. აგენტმა უეჭველი ნაღდი ფული შესთავაზა.

- დიდი ხანია ბათუმის "დინამოს" "ნაპოლი" ჰქვია?

- სიმულანტი და "პაკაზუხაა".

- "რუბინი" გადააგდო, ამის მერე ასეთ ტიპთან ვინ ისურვებს საქმის დაჭერას?

- ჯერ "ლოკო" გადააგდო, შემდეგ "რუბინი".

- ბოლოს და ბოლოს ევროპულ კლუბში ხვიჩას გადასვლის ოცნება აუხდა.

- იქ ქართველ მესიდ კი არა, ხვიჩა ბატუმსკიდ მონათლავენ.

- ზაფხულში 10 მილიონად უნდა დაეთმოთ.

- "ნაპოლი" ბალიშის ქვეშ ტირის.

- იქ დიდხანს არ გაჩერდება, აჭარისა და ბათუმის შესახებ მთელი მსოფლიო გაიგებს.

- იმედია, რუსეთში შემოსვლას აუკრძლავენ.

- შეეძლოთ 12 მილიონად თავისუფლად გაეყიდათ. არა, 20 მილიონი მოითხოვეს, ისინი ხომ ყველაზე ეშმაკები არიან.

- ვატყობ, ბათუმის "დინამოს" დააჯარიმებენ.

- აი, მესმის გადაგდება. რატომ დუმს ლეო სლუცკი?

- საქართველოში უკვე 1-ელი აპრილია?

სოსო
"ცუდას რად უნდა მტერობა,კარგია მუდამ მტრიანი".ამიტომ ხვიჩას საკითხი,არასდროს არის,მტვრიანი.ჩვენც რასა ვკარგავთ,ვიკითხოთ,თან მწვადი ვჭამოთ,ცვრიანი,ზედ დავაყოლოთ ღვინოი,ქინძმარაულის ზვრისაი,ხშირ ხშირადა თქვას თამადამ,საკარგყმო,ჩვენი ხვიჩასი.ნაკრების გამარჯვების და მეტოქის ჩაფლვის,ქვიშაში. ვხუმრობ,რა თქმა უნდა და მაინც მგონია,რომ ეს საპირველაპრილო ხუმრობა უნდა იყოს.ასეა თუ ისე,ხვიჩას ყოველთვის და ყველგან, წარმატებებს ვუსურვებ!
მადლი
ისე ვის ვის და ხვიჩას ნადლონის მეტი არაფერი ეთქმის სადაც იყო, "с грязи-в князи. არც ჯყღელზე და არც უცკი-საიმანოვზე, იქ შედგა და იქ აშენდა მისი ოჯახი.
ვაი თქვენს პატრონს?
"რუსულად ვერ ლაპარაკობდა", რა საჭიროა ამის აღნიშვნა? თუ "ნაპოლში" მოხვდა, იტალიურად დახევს?
ვენეციის კომისია
ეს კომენტარი: ,,- იმედია, რუსეთში შემოსვლას აუკრძლავენ." ჰა-ჰა-ჰა, გაგიჟებულია ისე უნდა შემოსვლა, განსაკურებით ჩელიაბისკი და უსკამენაგორსკი მოენატრება))))))))) პ.ს. ისე თავის დროზე ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის რომ აეკრძალათ რუსეთში შემოსვლა, იქნებ დღეს უკეთესი მდგომარეობა გვქონოდა...
გიორგი
ეხლა რომ დაწერონ 1 აპრილიაო )))
სანდრო
არ იქნება მთლად ეგრე იოლი,სამწუხაროდ პრობლემები ექნება, არ არიან მაგის გოიმები ხვიჩას და ჯუღელს თავი რო გადააგდებინონ.
მიშა
აი ეს, კომენტართა მეფეა - ,, მოედანზე მისი მრუდი მოძრაობები თქვენ არაფერს არ გეუბნებოდათ?" :) სულ ეჭვი მქონდა, რომ მესიზე მრუდე და ქვეშ-ქვეშა ადამიანი, დედამიწაზე არაა. :))
Xisti.
უსასრულოდ დამპლები და სასტიკები არიან რუსები ყველაფრის გამბედავი ყველაფრის გამკეთებლები. ნურასდროს გეგონებათ რომ რაღაცას დაუშვათ არ იზავენ, ვერ გაბედავენ, სინდისი შეაწუხებთ ან დააფასებენ რაღაცას და გაჩერდებიან. არა. ვერაფერს ვერ დაანახებ. ზედ რომ გადაყვე ქართველი მაინც არ დაგინდობენ. ამიტომ ვინც ვერ მოდიხართ აზზრზე რა არის საჭირო რუსებთან და რეები უნდა უკეთო მაგათ... ნუ აწიოკდებით და ფეხებში ნუ აგვებლანდებით, თორემ გადაგაყოლებთ ზედ მაგათ.
Michael
წესით რუსები ცუდ კომენტარებს არ უნდა უწერდნენ ხვიჩას. ბოლოსდაბოლოს მაგათი ჩემპიონატი ყურებადი გახადა და ხალხი მიიყვანა სტადიონზე. ორი წელი ზედიზედ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხდებოდა. დიდი მოგება მოუტანა გუნდსაც. ამ სიტუაციაში ხვიჩა ვერ დარჩებოდა რუსეთში და ამაზე გული არ უნდა დასწყდეთ. სხვა ლეგიონერებიც წავიდნენ მაგრამ დიდად არ გამოუთქვამთ წუხილი. როგორც ვხედავთ ხვიჩაზე განაკუთრებულად მგრძნობიარეები არიან იქეთ რუსები და აქეთ ქართველები. მშვიდი სპორტული ცხოვრება არასოდეს ეღირსება ამ ბიჭს. რაც გამოჩნდა სულ ასეთი სკანდალებია მის ირგვლივ. ვიღაცეებს საერთოდ არაფერი ეხებათ და აგრძელებენ მშვიდად თამაშს. ამას კიდე პანდემიიდან დაწყებული, სატრანსფერო ჭორებით გაგრძელებული და ომით დამთავრებული ყველაფერი პირდაპირ ფსიქოლოგიურად და კარიერულად შეეხო. თან არავინ არ ცდილობს ცოტათი მაინც მოუფრთხილდეს.
Herbst
ახლა რუსები იმას აწვებიან, რომ საქართველოში ემუქრებოდნენ ხვიჩას და იმიტომ დავთანხმდით კონტრაქტის გაწყვეტაზეო. ხვიჩას არაფერი უთქვამს მსგავსი რუსულ პრესაში, მაგრამ რადგან ქართულ კომენტარებს კითხულობენ ეგ დასკვნა გამოიტანეს, მითუმეტეს რუბინის გვერდზე უვარდებოდა ხალხი და ისეთებს უწერდა სამარცხვინოდ. ახლა მაგის უარყოფა რომც დავიწყოთ იმ კომენტარებს სახეზე აგვაფარებენ, მუქარაც წერია იქ, ლანძღვა-გინებავ და წყევლაც. ეს ქართველი ვაი გულშემატკივრის დამსახურებაა ახლა რუბინი იმით რომ იმართლებს თავს, თითქოს ხვიჩას საქართველოში საფრთხე ემუქრებოდა ამათ რომ არ ეშველათ და გაეწყვიტათ კონტრაქტი. რეალურად ყველამ ხომ ვიცით როგორ უყვარს აქ ხალხს ხვიჩა და ჩვენგან მას არასოდეს არაფერი რომ არ დაემუქრება მარა გაბრაზებულზე ისეთები წერეს კომენტარებში რუბინი ნამდვილად ვერ გამოიცნობდა "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" :დ
dato
პირველი აპრილია რას გვაბოლობთ
შავი კაცი
აქ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია პასუხად გავცე ღრუსებ.. ,,идите вы на три буквы,вы этого достойны" მეტს ვერაფეს გისურვებთ
123
ესე იცის გაუმაძღრობამ, დაადე 12-13 მილიონი მაქსიმუმ, პანდემიის პერიოდია 20 რო ადებ ვინ იყიდის. მივიდა უფასოდ წამოვიდა უფასოდ. მაგრა მიკვირს ისე რუსები ესე ჰაერში რო დარჩნენ მაგრამ მიხარია
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ