ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სერია A-ს 2005/06 წლების სეზონის შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა
ევროპულ საფეხბურთო საზგადოებაში ბევრს გაუკვირდა ის ფაქტი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "კალჩოპოლის" შედეგების გადახედვის პროცესი დაიწყო.

ამ ამბავმა ბევრი დააბნია, თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს - სანამ მთავარზე გადავიდოდეთ, ფედერკალჩოს პრეზიდენტს, ჯანკარლო აბეტეს მოვუსმინოთ, რომელიც მათაც გაარკვევს ვითარებაში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რა პროცესი დაიწყო დაახლოებით ნახევარი წლის წინ - ეს კომენტარი ზუსტად ექვსი თვის წინ არის გაკეთებული, თუმცა თვალსაჩინოებისთვის დღესაც გამოგვადგება:

"იტალიურ ფეხბურთში დიდი სიბინძურე იყო, ამიტომ ყველა საეჭვო საკითხი პროკურატურას გადაეცა და საქმის შესწავლას სამართალდამცავი ორგანოები შეუდგნენ. გამომდინარე აქედან, "კალჩოპოლი" სამართლებრივი პროცესი იყო, რომელსაც ქვეყნის შესაბამისი ორგანოები უძღვებოდნენ და დამნაშავეებიც გამოავლინეს.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, "იუვენტუსისთვის" ჩამორთმეული სკუდეტო ავტომატურად გადაეცა მეორეადგილზე გასულ "ინტერს" - აი, სწორედ ეს საკითხია გასარკვევი, ერთია "იუვეს" ბრალეულობა და მეორე, რამდენად დამსახურებულად მიიღო მილანურმა გრანდმა ტიტული. შესაბამისად, იწყება პროცესი, რომელიც "კალჩოპოლის" შედეგების სპორტულ მხარეს და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას გამოიკვლევს".

დიახ, ეს პროცესი დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყო და გუშინ, 5 ივლისს დასრულდა, ყველაზე საინტერესო კი სწორედ 2005-2006 წლების სერია A-ს გათამაშების ბედი გახლდათ - განიხილებოდა სამი ვარიანტი: 1. შენარჩუმებულიყო არსებული ვითარება; 2. ჩამორთმეოდა სკუდეტო "ინტერს" და დაბრუნებოდა "იუვენტუსს"; 3. ჩამორთმეოდა სკუდეტო "ინტერს", ჩემპიონატის შედეგები კი საერთოდ გაუქმებულიყო;

გუშინ, 5 ივლისს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მართალია გასაჩივრებას ექვემდებარება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი გადახედვა მოხდეს. მაშ ასე, ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სერია A-ს 2005/06 წლების სეზონის შედეგები გაუქმებულად გამოცხადდა და "ინტერს" ჩამოერთვა სკუდეტო.

საჩემპიონო ტიტული არც "იუვენტუსს" დაუბრუნდა და შედეგად, ასე უპატრონოდ დარჩა. მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მოტივი კი ის გახლავთ, რომ ერთი მხრივ, "ინტერის" მესვეურები ჩართულნი იყვნენ გამოძიების პროცესში, რაც "კალჩოპოლის" შედეგებზე გავლენის მოხდენად შეფასდა და მეორე მხრივ, "ინტერი" უბრალოდ მეორე იყო სატურნირო ცხრილში და მთელი სეზონის სამართლიანად წარმართვის პირობებში, კაცმა არ იცის, როგორ დასრულდებოდა ჩემპიონატი.

მოკლედ, "ნერაძურის" სკუდეტოების რაოდენობა 18-დან 17-მდე შემცირდა და შედეგად, საჩემპიონო ტროფეების რაოდენობით მეორე ადგილზე "მილანმა" გადაინაცვლა (18 სკუდეტო). ბოლოს, მასიმო მორატის გადავცეთ სიტყვა, რომელიც ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას აპირებს:

"ფედერკალჩოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, 2005/06 წლების სეზონში საუკეთესო იტალიური გუნდი სწორედ "ინტერი" იყო. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და ვეცდებით, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება