გადაცემის - "სპორტი იმედზე" სტუმარი ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გახლდათ, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"თქვენ იცით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელის კლუბში ჩარიცხვა ძალიან დიდი ფუფუნებაა. მოლაპარაკებები ძალიან რთულად, მაგრამ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა და ხვიჩა კვარაცხელია დღეს ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია.

გეტყვით, რა სირთულეებსაც წავაწყდით... მას "რუბინთან" კონტრაქტი აკავშირებდა. თავიდან ვფიქრობდით, რომ ის უეფას ახალი წესი გამოგვეყენებინა, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ეს საჭირო აღარ გახდა და კვარაცხელიამ გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი "დინამოსთან", მაგრამ ერთი პირობით, რომ ჩვენ ხელს არ შევუშლით მას ტოპ-კლუბში გადასვლაში და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დღეც დადგება.

ყველას აინტერესებს, დაეხმარება თუ არა "დინამოს" ევროთასებზე ხვიჩა... მოლაპარაკებების სირთულეც ამაში მდგომარეობდა. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ის კლუბს ევროთასებზე დახმარებოდა. შემიძლია, 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ კვარაცხელია ევროსარბიელზე ჩვენთან ერთად იქნება.

ძალიან დიდი მადლობელი ვარ თავად ფეხბურთელის, ხვიჩას ოჯახის, მისი აგენტის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. კვარაცხელიას გადმოსვლაში ამ სტადიონმა, ჩვენმა გულშემატკივარმა, გარემომ, ძალიან დიდი როლი ითამაშა...

რაც შეეხება მის "ნაპოლიში" ტრანსფერს... ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაგვიკავშირდა იტალიიდან. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, კვარაცხელია სერია A-ში წავა.

ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, მანამდე, ვიდრე, "დინამო" ევროსარბიელის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს, კვარაცხელიას რა წინადადებაც უნდა ჰქონდეს, ის ჩვენთან დარჩება", - თქვა ბერიძემ.

ტარიელ მაღალდაძე
ძალიან მინდა როგორმე გატყდეს ნავსი და ქართულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩამოიტანოს ჩვენს სამშობლოში! ამას კი ყველაზე მეტად დრევანდელი ბათუმი იმსახურებს თავისი ქომაგით! ამიტომ იმედია ხვიჩა სრულიად გაიტავისებს ამ პასუხისმგებლობას და გაგვახარებს სრულაიდ საქარტველოს!
Irma
Bravo xvicha, kai puls gaaketebinebs batumis" dinamos".
ემიგრანტი
ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, მანამდე, ვიდრე, "დინამო" ევროსარბიელის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს, კვარაცხელიას რა წინადადებაც უნდა ჰქონდეს, ის ჩვენთან დარჩება", - თქვა ბერიძემ. 1. უკვე ხელის შეშლა არის ივნისი ივლისში რომ მოუნდეს ტოპ კლუბს არ უშვებთ სანამ დინამო ევროთასებს არ ჩაამთავრებს 2ლიგის შესარჩევში რომ ითამაშებს ახლა კლუბში შეძლებს ლიგაზე თამაშს ადრე არ შეეძლოთ და შეიცვალა ეგ წესი? იმედია ისე განვითარდებ ამოვლენები რომ ქართველ ქომაგს გაგვახარებს წარმატებები ბათუმს და ქართულ ფეხბურთს ✌
სოსო
სატრანსფერო ფანჯარა რამდენადაც მახსოვს,აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.ხვიჩას შეუძლია კონტრაქტშიც ჩაწეროს,გუნდში გამოცხადების თარიღის,ბათუმის დინამოს თასებზე დარჩენასთან დაკავშირება,ფანჯრის ბოლომდე მაინც.

ჯერ რუსეთში გვეშინოდა ტრავმა არ მიიღოს და არ ჩარჩესთქო და ახლა აქ. საქართველოში მიღებული ტრავმა ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს. იმედია თავადაც მოუფრთხილდება თავს.
bejo
კონფერენს ლიგაზე გავლენ სულ მინიმუმ , ძალიან არ უნდა გაუმართლოთ , რო ვერ გავიდნენ ... ეგ კი არა შეიძლება თბილისის დინამოც გაძვრეს წელს ოღონდ მაგათ ძაან უნდა გაუმართლოთ ...
ქუთაისი
ესენი ვერ არიან... იმედია, ეს ევროსარბიელის შესარჩევი ეტაპი მანამდე მთავრდება, ვიდრე სატრანსფერო სეზონი იტალიაში... და ვილოცოთ, რო ტრამვას არ მიიღებს.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
არჩილ ბერიძე: ფული ჩვენთვის არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი მნიშვნელობის
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვინ მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
"ხვიჩასთან დაკავშირებით ერთი ოცნება ნამდვილად მაქვს, დე ლაურენტისს მინდა ვუთხრა, რომ..." - ბერიძემ "კვარას" შესახებ ისაუბრა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს