”ფენერბაჰჩეს” ჩემპიონობის ჩამორთმევა და მეორე ლიგაში დაქვეითება ემუქრება
ორშაბათის ნომერში თურქეთში აფეთქებულ სკანდალზე ვწერდით და გაუწყეთ, რომ მანიპულაციებში ეჭმიტანილები დააკავეს. დაკავებულთა შორის, თურქულმა პრესამ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, სერქან ჩალიქის გვარიც მოიხსენია, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს უკანასკნელი ციხეში ნამდვილად არ ზის - ჩალიქი გერმანიაშია, სადაც შვებულებას ატარებს.

ჩალიქი: ციხეში რა მინდა, გერმანიაში ვარ!

„სახლში, მშობლებთან ერთად ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ერთ-ერთ თურქულ ტელეარხზე გამოაცხადეს, რომ მე თურმე დაჭერილი ვარ და ბრალი სხვადასხვა მატჩების მანიპულირებაში მედება. თავიდან ძალიან გავბრაზდი ამ ცრუ ინფორმაციის გამო, მერე კი ბევრი ვიცინე, - აცხადებს 25 წლის ფეხბურთელი და იქვე დასძენს, - რამდენიმე კვირაა გერმანიაში ვარ და სკანდალის შესახებ კვირამდე არაფერი ვიცოდი. თურქული პოლიციიდან ჩემთვის არავის დაურეკავს და დარწმუნებული ვარ, რომ არც დამირეკავენ, რადგან არაფერი დამიშავებია.“ ჩალიქი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და უნდა, რომ ყველა იმ მედიასაშუალებას უჩივლოს, სადაც ითქვა, რომ ის დააკავეს.

ამასობაში, სკანდალის შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. თურქული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი სკანდალის შესახებ კომენტარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა: „სამართალდამცავი სტრუქტურები იდეალურად მუშაობენ. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე გამოვლინდება. ეს სკანდალი ნამდვილად გამოგვაფხიზლებს. რაც არ უნდა მწარე იყოს რეალობა, ჩვენ ის უნდა მივიღოთ, დამნაშავეები კი საკადრისად უნდა დავსაჯოთ,“ - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, - ბრალდებების მხოლოდ ხუთი პროცენტიც რომ დადასტურდეს, ეს თურქეთისთვის და თურქული სპორტისთვის მაინც საშინელება იქნება.“

ყველაფრის თავი ფენერბაჰჩეა

მას მერე, რაც პოლიციამ კვირას თურქეთის 15 პროვინციაში საერთო ჯამში 49 ეჭვმიტანილი, მათ შორის „ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტი აზიზ ილდირიმი დააკავა, სამართალდამცავებმა კიდევ რვა პირი აიყვანეს, რომელთა ვინაობა არ გახმაურებულა. ილდირიმი, რომლის გუნდი სკანდალში სავარაუდოდ მთავარ როლს თამაშობს, თავიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან გულზე პრობლემები შეექმნა, თუმცა სერიოზული არაფერი აღმოაჩნდა და მალე ისევ ციხეში დააბრუნეს. პარალელურად, „ფენერის“ (გუნდი თურქეთის მოქმედი ჩემპიონია) აქციების ფასი სტამბულის ბირჟაზე ათი პროცენტით დაეცა. გუშინ, „ფენერბაჰჩეს“ სხვა ხელმძღვანელებმა მორიგი ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კლუბს არაფერი დაუშავებია და რომ „ფენერის“ ყველა ფანს შეუძლია, გუნდის სუფთა და წარმატებული ისტორიით იამაყოს.

მანიპულაციების დამტკიცების შემთხვევაში, „ფენერბაჰჩეს“ ჩემპიონობის ჩამორთმევასთან ერთად, თურქეთის სუპერლიგიდან მეორე ლიგაში დაქვეითებაც ემუქრება. აქვე შეგახსენებთ, რომ „ფენერთან“ ერთად, სკანდალში ვიცე-ჩემპიონი „ტრაბზონსპორი“, „სივასი“, „ესქიშეჰირი“, „გენჩლერბირლიგი“ და „ანკარაგიუჯუც“ არიან გარეულები. ამ კლუბებიდანაც რამდენიმე ფუნქციონერი და ფეხბურთელია დაკავებული, რომლებსაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების რამდენიმე წლით აღკვეთა ემუქრებათ.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, კონკრეტული დეტალები მანამდე არ გახდება ცნობილი, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა