"ლა ლიგის" ოფიციალური გვერდი 30-ე ტურის "მატჩის მეფეს" გამოკითხის მეშვეობით ადგენს, სადაც გამარჯვების დიდი შანსი "ვალენსიას" კარის დარაჯ გიორგი მამარდაშვილს აქვს. ქართველი ფეხბურთელის მშვენიერ სერიაზე AS-იც წერს:

"სულ რაღაც ხუთიოდე ტურის წინ ბორდალასის გუნდი მესამე იყო, რომელმაც ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა და "ბარსელონას" წინააღმდეგ დიდი ანგარიშით (1-4) მარცხი ნიშნავდა, რომ ისინი დაცვით თამაშში ფსკერზე დაეშვნენ, თუმცა კალმის ერთი მოსმით ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა...

ისე მოხდა, რომ ხსენებული შეხვედრის შემდეგ ბორდალასის გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ჯერ ყველაფერი შორსაა იქამდე, თუკი "ღამურებს" ევროტურნირებზე გასვლა სურს. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე ფორმაშია - მას 20 თებერვლის შემდეგ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და მისი კარისკენ წასული ბურთი 15-ჯერ მოიგერია."

"ვალენსია" უახლოეს მატჩს 11 აპრილს, სტუმრად "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს, 23 აპრილამდე კი, როცა ბორდალასის გუნდი თასის ფინალში "ბეტისს" დაუპირისპირდება, "ლა ლიგაში" 3 ტური ჩატარდება.

თენგაბი
Skeleton-ის პოსტმა დამაფიქრა და აბსოლიტურად ვეთანხმები. ჩვენ ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად და ლამის ყველა მიმართულებით ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ და პატარ-პატარა წარმატებები, რომელიც ქართველი კაცის ინდივიდუალურ ნიჭიერებასთან არის დაკავშირებული, გულს გინათებს და იმედით გავსებს. საკუთარი აზრის გამოთქმას და ობიექტურ კრიტიკას არავის ვუშლით, არც აქვს ვინმეს ამის უფლებადა საჭიროზე-საჭირო საქმეცაა ხანდახან, მაგრამ რას გავს იმდენი სიძულვილი, ცინიზმი, დაცინვა რაც მამარდას, კვარაცხელიას და ზოგი ჩვენი სპორტსმენის მიმართ, ოდნავ ფეხი რომ დაუცდება და მაშინვე დავაყრით. არ ვარგა ადამიანის ასე გამეტება. ჩვენ პატარა ერი ვართ და ისე შევხედოთ მათ, როგორც ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები.
მორიელი
კარგით რა. ნუ გააბუქებთ ხოლმე ყველაფერს
100%
კარგი იყო)))
Guja Kakhadze
ქართველი ფეხბურთელის სახით ერთი ვარსკვლავი უკვე გვყავს!
ტორპედოელი
კურტუა ფრთხილად იყავი.
Skeleton
რავიცი ამასწინად დაწერეს 200 გრამი მოიმატაო და მთელი საქართველო ზედ უვლიდა. აქ ღლიცინებდა ყველა და ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ვინ უფრო დამამცირებელ კომენტარს დაწერდა მამარდაშვილზე. ახლა ლა ლიგამ რომ აღიარა მისი ნიჭი ვეღარაფერს ამბობენ. მოვა დრო, რაღაც კიდევ შეეშლება და დაიწყება ყიყინი, ხომ ვამბობდი არ არის ამ დონის და ასე შემდეგ... მე მაპატიეთ მაგრამ ამას გულშემატკივრობად არ ვთვლი. ძალიან ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, ყველამ ერთად დაფიქრდით, თქვენმა ერთ წამიანმა ბოღმის ამონთხევამ კლავიატურასთან რამხელა ტკივილი შეიძლება მიაყენოს სხვა ადამიანს. ჰეითერები მაძლიერებენ და მსგავსი ცარიელი სიტყვები შეიძლება თქვას თავდაცვის მიზნით სპორტსმენმა მაგრამ ქართველები ვართ და აქ რონალდუსავით არავინაა ფსიქოლოგიურად მომზადებული, მსგავს წნეხს რომ გაუძლოს. საკუთარ თავზე იფიქრეთ , თქვენ რომ მის ადგილას იყოთ რა იქნებოდა... ასე ნაკლებად ატკენთ სხვას გულს
ქუთაისელი
ლორიასაც ასე შეეძლო აეწყო კარიერა, რომ არ გაკვეხებულიყო უცნაურ კლუბებში..

აქედან სჩანს, რომ გიორგი ტალანტია! საქართველოს ჩემპიონატიდან გადასულმა, მოკლე ხანში მის წარმატებებზე აალაპარაკა მსოფლიოს ტოპ საფეხბურთო ქვეყნის მესვეურები!
სოსო
წესით მარტის საუკეთესო მეკარეობაზე კანდიდატობის აუცილებელი კანდიდატი უნდა იყოს,თუ გამარჯვებული არა.მთელი თვე,გოლი არ გაუშვია
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო