გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის "ვისლას" ფეხბურთელია. 21 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის 13-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ქართველი ფეხბურთელის ნომინალური პოზიცია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგია, თუმცა ასევე შეუძლია წარმატებით ითამაშოს მოედნის მოპირდაპირე მხარესა და შემტევ ნახევარმცველად.

გიორგი წიტაიშვილი დაიბადა 2000 წლის 18 ნოემბერს ისრაელის ქალაქ რიშონ ლე-სიონში, თუმცა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მან კიევში გადადგა, სადაც ადგილობრივი "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და რეგულარულად პროგრესირებდა. 2017 წელს ფეხბურთელი უკრაინის 16-გზის ჩემპიონის პირველ გუნდში მოხვდა, 2019 წლის 25 თებერვალს კი პრემიერლიგაში დებიუტი შედგა.

2021 წლის დასაწყისში წიტაიშვილი იჯარით პოლტავის "ვორსკლაში" გადავიდა, ექვსი თვის შემდეგ კი - ოდესის "ჩორნომორეცში". ამ დროის განმავლობაში მან 13 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

პოლონეთის 13-გზის ჩემპიონის ახალი შენაძენი საქართველოს ნაკრებში, რომლის რიგებში დებიუტი "ჯვაროსანთა" გუნდში 2021 წლის 2 სექტემბერს შედგა და აქამდე შვიდი თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, დაწყებული 16-წლამდელებიდან, 20-წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, რომელთან ერთადაც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 21-წლამდელთა ნაკრებით დამთავრებული.

wisla.krakow

Vasili
გოლიც გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
dato
კი მარჯვენა შემტევია, თუმცა ნაკრებში თუ გულისხმობ მანდ ჯერჯერობით ლობჟანიძეა ძირითადის მოთამაშე.
გგგ
მარჯვენა მხარეა ამ ბიჭის ადგილი, მარცხნივ ისედაც დიდი კონკურენციაა შეტევაში და დაცვაში კიდევ ამ ბიჭის დაყენება საცოდაობაა.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში