ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

კვარაცხელია ბათუმელთა სასტარტოში - სწრაფი გოლი, გამოუყენებელი პენალტი და ტრავმები [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის "დინამო" "სამგურალს" ზესტაფონში ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.

ბათუმელებმა მეტოქეს მისალმება არ აცადეს, ჯოვინო ფლამარიონმა უკვე მე-2 წუთზე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - რადინის ჩაწოდების შემდეგ, შოვნაძეს აუღებელი თავური დაურტა.

მე-6 წუთზე წყალტუბოელებმა ირაკლი აზაროვის შეტევაში ჩართვით ისარგებლეს და მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიში განავითარეს, რასაც მამუკა კობახიძის შეცდომა მოჰყვა. კუხიანიძე მეკარე ალავიძემ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა და გაფრთხილებაც მიიღო. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულამა შეასრულა, თუმცა ბათუმელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. "სამგურალმა" გოლის გატანა კუთხურიდან სცადა, რაც კინაღამ გამოუვიდა.

25-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას კარის აღება შეეძლო, თუმცა მეკარე შოვნაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და "კვარას" არ გაატანინა. აქვე, ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელება საქართველოს ნაკრების წევრმა ლადო მამუჩაშვილმა ვეღარ მოახერხა.

ბათუმელების დაცვის ხაზში პრობლემები სახეზე იყო, თუმცა სერგო კუხიანიძე ამას სათანადოდ ვერ იყენებდა. ტაიმის ბოლოს ჯოვინოს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა წყალტუბოელთა კიპერმა აქაც კარგად ითამაშა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, გრიგოლ ჩაბრაძემ მასიაშვილთან ორთაბრძოლაში სერიოზული ტრავმა მიიღო, ყელის არეში იდაყვი მოხვდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების შემოყვანა გახდა საჭირო. ამ ეპიზოდმა შეხვედრაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და თამაშის ტემპი დაეცა. თანაც, მინდვრის საფარი იდეალურისგან შორს იყო.

84-ე წუთზე კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იმოქმედა და რამდენიმე მეტოქეს ეფექტურად გაუმკლავდა, ბოლოს კი წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯარიმა თავად ხვიჩამ შეასრულა, თუმცა არაზუსტად.

ბოლო წუთებში, ბათუმელთა რიგებში ჯანო ანანიძეც ვიხილეთ, კვარაცხელიას კი დასვენების საშუალება მიეცა. სტუმართა მე-2 გოლი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების იყო - გუგა ფალავანდიშვილმა ელგუჯა ლობჯანიძეს გაატანინა. ფალავანდიშვილი ამაზე არ გაჩერედა და მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო - 0:3.

10.04.22. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

"სამგურალი" - "დინამო ბათუმი" 0:3

გოლები: 0:1 ფლამარიონი (2), 0:2 ლობჯანიძე (90+1), 0:3 ფალავანდიშვილი (90+6)

გამოუყენებელი პენალტი: კუხიანიძე (7)

მომდევნო ტურში, 18 აპრილს, "დინამო" გაგრას" უმასპინძლებს, "სამგურალი" კი თბილისის "დინამოს" ეწვევა.

• შულაიას

სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს სპეც-მოედანი, სადაც მხოლოდ კვარა ითამაშებს, აეკრძალოთ მცველებს ახლოს მიკარება, მსაჯს მისი დაჯარიმება, ხოლო გულშემატკივრებს ბილეთთან ერთად სავალდებულოდ ხვიჩას სადიდებელი ბანერები და გოგლი- მოგლის ასათქვეფი ქილები თავისი ინგრედიენტით.გამოცხადდეს იტალიური ენის შესწავლის აუცილებლობა.

• Herbst

პირდაპირ ნაპოლისთან ვერ მოაწერდა ხელს სამწუხაროდ, იმიტომ რომ იტალიამ და ინგლისმა უარი თქვა ზაფხულამდე რუსეთ-უკრაინიდან წამოსული ფეხბურთელების დამატებაზე. ე.წ ჯენტლმენურო შეთანხმება :) მართალი ხართ, შეიძლება ნანობდეს კიდეც გადმოსვლას მაგრამ რუსეთში დარჩენას ყველაფერი ჯობდა ამ ეტაპზე . ზაფხულამდე რომ დარჩენილიყო ჯერ ჩვენ მოვუწყობდით ჯოჯოხეთს აქედან და მერე მისთვისაც არ იქნებოდა ადვილი ამ ომის ფონზე რუსეთში თამაში. ასევე რუბინმა ყველა თამაში წააგო პირწმინდად და საშინელ ფორმაშია:) მოკლედ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი იყო ეროვნული ლიგა. იმედია ზაფხულამდე გავაძლებინებთ უტრავმოდ და მერე წავა ნაპოლიში.

• სოსო

ამ ხალხის ვერაფერი გამიგია!რისთვის მიდიან სტადიონზე,იმისათვის რომ ვიღაცას დედა აგინონ?ისინიც ხომ თქვენსავით ქართველი ბიჭები არიან და თქვენი თავი მათ ადგილზე წარმოიდგინეთ.აგინებენ და აგინებენ,ან სტუმარს,ან მასპინძელს.ორი თამაში ითამაშა ხვიჩამ და ალბათ უკვე ნანობს,აქ ჩამოსვლას.პირდაპირ ნაპოლისთან მოეწერა ხელი,არ ერჩია?ბიჭმა,ამ კონტრაქტით, ორ თვეში,რამდენიმე მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ამის დანახვაც არ უნდათ.პოსტში დავწერე,პენალტის აღების დროს,ბათუმელთა მეკარე წინ გამოვიდა და წესით,გაფრთხილება,რაც მეორე იქნებოდა და ავტომატურად წითელ ბარათში გადავიდოდა,ხოლო პენალტი განმეორებით დაირტყმებოდა,ეკუთვნოდა მეთქი.ეგრევე დისლაიქი მაჯახეს.აქვე არ დევს,ვიდეო?შეხედეთ რა!რა წესი,რის კანონი,ვინ ჰკითხავს სუდიას, დაარტყი პენალტი!ბიჯო,თუ ქაღალდზე დაწერილი გამარჯვებები გინდა,ყველა გუნდს გავუგზავნი ცხრილს,სადაც თამაშის გარეშე,ყველა თამაშში გამარჯვებას ჩავუწერ და გაიხარონ მათმა გულშემატკივრებმა.ამ ყანა მოედნების გადამკიდე,ტრავმებს მაინც აღარ მიიღებენ, ფეხბურთელები.ისინიც კმაყოფილნი იქნებიან და "გულშემატკივრებიც".თუ დაწერილის ნაცვლად,მინდორზე,ნაღდ ფეხბურთში მოპოვებული გამარჯვებები გინდათ,მაშინ ვინც ამ ფეხბურთს თამაშობს,იმათ ეცით რა,პატივი!არ შეიძლება ასე! დღეს მთელი საქართველო რუსეთის ძალმომრეობას აგინებს,უკრაინაში და რაც ჩვენ სტადიონებზე ხდება,იგივე ძალმომრეობა არ არის?!ჯერ მხოლოდ გინებაა და ისე ვატყობ,წელსაც ვერ გადავრჩებით ფანებს შორის ცხვირპირის მტვრევას.ეტყობა მათშიც პატარა რუსეთი დევს და გარეთ გამოსასვლელად იბრძვის.ყველა კლუბს,თავისი ფანები ჰყავს და გუნდის ხელმძღვანელობამ ალბათ ძალიან კარგად იციან,ვინ როგორ იქცევა.მგონი დროა,მათთან მუშაობაც დაიწყონ კლუბების საზოგადოებასთან ურთიერთობების მუშაკებმა.სხვანაირად კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. ალბათ დამაყრიან დისლაიქებს,მაგრამ იქნებ ვინმე დაფიქრდეს კიდეც.დისლაიქებს კი,როგორმე ავიტან.რასაც ვწერ,ვინმეს სიძულვილით ხომ არ ვწერ.ფაქტია,რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება.

რა საჭიროა ეს უკიდურესობა და ვითომ სარკაზმი? მცველები არ მიუახლოვდნენო სადმე წერია? 16 მილიონიან ფეხბურთელს ყანაში ვათამაშებთ და პლიუს ტრიბუნებიდან ვიძახით დავლეწოთთქო და განსხვავებას ვერ ხედავთ? ეს მოსაწონი გგონიათ? სრულიად აცდენილია რეალობას თქვენი კომენტარი.

• შულაია

მე მგონია სასწრაფოდ უნდა მიიღონ კანონი რომ სანამ ხვიჩა საქართველოში ითამაშებს საერთოდ აეკრძალოთ მცველებს მასთან მიახლოება. ერთი-ორი გოლის და ასისტის გაკეთებაში უნდა დაეხმარონ მეტოქის მცველები-სტატისსტიკისთვისაა საწირო. ისე, მოედნის ცენტრთან აუტის ხაზთან იმატაოს რამდენიც უნდა ერთხელ ყოველ თამაშისას სავარაუდოთ გამოუვა ეზოს ფინტი და ჩვენც დავცხოთ კომენტები, აქვე ნაპოლის სკაუტები მოვიწვიოთ--არიქა კვარამ რა შოუ დადგა მოედნის ცენტრში მოწინააღმეგის კართან ზურგით მდგომმაოოოო..................ნუთუ ვერ ხვდებით ბიჭი ჯერ ფორმაში რომ არაა და ასეთი თამაშით არც ერთი სერიოზული გუნდი არ აიყვან, არც ბათუმს გამოადგება ასეთი კვარა და გუნდი შეიძლება მართლა აირიოს კიდეც. ისე საინტერესოა ბათუმის ს/შტაბი სად აპირებს ამდენი შემტევი მოთამაშეებით თამაშსს? სამგურალის, ბოლნისის, თელავის და ა.შ. წინააღდეგ, ალბათ შეიძლება, მაგრამ ჩ/ლიგის კვალიფიკაციაზე შანსი ნული მგონია, შეიძლება ვცდები კიდეც..........

• გორსკი

ძალიან არაეთიკური გულშემატკივრობა ქონდა მასპინძლებს

ჰოო, დალეწეთ და ფეხები დაუმტვრიეთო ყვიროდა. გულის ამრევი იყო. ჩვენ აქ იმას განვიხილავდით, რუსებმა არ დატრავმონთქო და გვეშინოდა. თურმე სად ხარ. აქ კომენტარი დამიტოვეს წეღან, ევროპულად მოქცევაა ეგო, ევროპელი გულშემატკივარიც ადე იქცევაო.. "დოულეწეთ" ფეხებიო რომელ ევროპაში გაიგო საინტერესოა. ასეთი დაბალ განვითარებადი საზოგადოება რომ გყავს და თან მოგწონს ეგ და ევროპულს უწოდებ, რა კომენტარი გავაკეთო ამაზე არვიცი )) შვედებს დუბლი გაუტანა კვარაცხელიამ და შვედმა ფანებმა ტაში დაუკრეს ბოლოს. ევროპა ეს არის რეალურად მაგრამ ამას აიგნორებენ, თუ ვინმემ იქაც შეიგინა ესე იგი ის ყოფილა კარგი :)

• Michael

ჯერ რა მოედანი იყო და მერე რა საშინელი, უხეში თამაში. უბრალოდ არ იკადრა კვარამ და გულშემატკივრის გადმოსახედიდანაც არ იქნებოდა სწორი საქციელი, თორე უნდა ჩაეწერათ კონტრაქტში და არ ეთამაშა გასვლითი თამაშები, სადაც ასეთი ცუდი მინდვრის საფარია. უდიდესი რისკია ყველა თამაში. ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულში შედგება თუ არა ტრანსფერი ეგეც საკითხავია. კი გვიხარია ეროვნული ლიგის დონეს აწევსთქო, მაგრამ ერთი კაცი ვერაფერსაც ვერ აწევს, პირიქით თვითონ ე. ლიგა დაწევს მის დონეს და ეგ არ იქნება არავისთვის კარგი. იმდენი რამეა გამოსასწორებელი , ჯერ მარტო ჩაბრაძის ტრავმა რად ღირს. თავის დროზე ვერ აღმოუჩინეს დახმარება, ბიჭი გაითიშა, სუნთქვა შეეკრა და რამდენი ხნის მერე მოვიდა დახმარება. ამ დროს შეიძლება ერთი წუთიც წყვეტდეს ადამიანის სიცოცხლეს. ასე როგორ შეიძლება. და ამ დროს ჩვენ ერთი ხვიჩათი რომ ვცდილობ ეროვნული ლიგის დონის აწევას ცოტა სასაცილოა. რაც შეიძლება მალე უნდა გაასწროს აქედან და რაც მთავარია ჯანმრთელმა.

• bejo

რა მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაჩერებაოო რეებს ბოდიალობთ ... დელპიროს და ტოტის იტალიის ნებისმიერ სტადიონზე აპლოდიენტებით ეგებებოდნენ ... ასევე იმსახურებს კვარაც და ვინც ეგეთ უაზრობას იძახის სტადიონზე ჯობია ის გულშემატკივრები დავამტვრიოთ ... )))

• Winter

იმ კაცს სამუდამოდ ავუკრძალავდი ფეხბურთზე დასწრებას, დალეწერთ კვარაცხელიაო რომ ყვიროდა. რა გულისამრევი იყო. უმაგრესი ხალხი ცხოვრობს წყალტუბოში და ეგ როგორ დაუშვეს, რომ მათ რიგებში ყოფილიყო და წყალტუბო შეერცხვინა. ამ ბიჭს თმის ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს და აქაურ მახინჯ მინდვრებზე, მახინჯად მოთამაშე მცველების გამო რამე დაემართოს არ შეგრცხვებათ ნეტა... ტრანსფერი შედგეს და რაც გინდათ ის გიქნიათ მერე. აქაურობას მაინც არ ეშველება, ასეთი დაბალგანვითარებადი ე.წ გულშემატკივრის გამო და არამარტო...

ევროპულ გულშემატკივრობას ვერ მასწავლის ვერავინ. ყანას რომ ჰგავს მოედანი და თან ბინძური გინების და მუქარის ხმები ისმის, ეგ არაა ევროპული გულშემატკივრობა. საშინლად ჟღერს ეს ყველაფერი. ემოცია უხდება ფეხბურთს მაგრამ ეგ სულ სხვა იყო და ძალიან დაბალი ხარისხის თან. იმედია ორი თვე ტრავმის გარეშე გავაძლებინებთ ამ ბიჭს აქ და მერე რაც გინდათ ის ეძახეთ ერთმანეთს და თან ევროპული დაარქვით, არაა პრობლემა :)) წარმატებებს გისურვებთ!

• სოსო

როცა პენალტი დაურტყეს,მეკარემ წინ გააკეთა პატარა ნახტომი და მერე აიღო პენალტი,მსაჯს მეორე გაფრთხილება უნდა მიეცა და გაეძევებინა მეკარე.წესები ასე მოითხოვს და ....მსაჯმა ისეთი შეცდომა დაუშვა,რამაც მატჩის შედეგზე იქონია გავლენა,ასე რომ წესით უნდა დაისაჯოს.

• ზურა

სინამდვილეში ძალიან ნორმალურია. სალუთარ კლუბს გულშემატკივრობს კაცი და რა გასაკვირია უნდოდეს მეტოქის მთავარი ფეხბურთელის გაჩერება? ნუ ვქმნით ტყუილა ვაი ვიშს. ძალიან ევროპულია ასეთი ტიპის გულშემატკივრობა

• jigari

ეხლა ჯანოც რო ფეხზე დადგეს აი ეხლავე მკვლელი ნაკრები გვეყოლებოდა

• თემო

პენალტის დროს მსაჯს მეკარე უნდა გაეგდო იმიტომ რომ ბოლო იმედის ჯარიმა იყო.

• ჯიჯი

სამგურალში ფანი არ იყო ზუსტად ვიცი

• 11-ს

ზოგის გოლი ორად ითვლება და იქნებ მაგ შემთხვევასთან ქონდათ საქმე

• wolf

პირველ რიგში ბიჭებს ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება თამაშის მონაგარს არცთუ ისე სახარბიელო იყო და იმედია ბათუმი ევრო ტურნირებს უფრო მაგარ ფორმაში შეხვდებიან. თუმცა ბათუმის ასეთი ცენტრალურის დაცვის იმედად ვერ ვიქნევით :/ გაძლიერებაა საჭირო დაცვის რგოლში. რაც შეეხება სამგურალის შემადგენლობიდან გილმორეს გამოვარჩევდი. კუხიანიძეს პენალტის გაფუჭების მიუხედავად ძაან სუსტად ითამაშა, მარტო თავის თავზე იყო და არა გუნდზე. მესმის პირად გაუმჯობესებისთვის აკეთებ,მაგრამ უპირველეს ყოვლისა გუნდურობა და მეტიც საკუთარ თავზე უნდა ივარჯიშო,რადგან ნაკრების კანდიდატი ხარ. გისურვებთ წარმატებებს თითოეულ გუნდს შიდა და გარე ასპარესზე.

• kane

აი მოედნის საფარი იყო უმაღლესი სტანდარტის. სირცხვილია, აქ ვინ უნდა ითამაშოს

• zaza

ესეთ მოედანზე თამაში რა არის არ მესმის რა, საძოვარი უფრო იყო, ფეხბურთელემბაც მაგის გამო მიიღეს ტრავმები, ბურთის გაჩერებაც უჭირდათ. კვარაცხელია რომ არა საუკეთესო ფორმაში ვიცით, რამდენჯერმე გაგვახსენა თავი. არც არის საჭირო მოიკლას ზედმეტად თავი. ფლამარიონი საინტერესო ფეხბურთელია და შეიძლება ნაკრებში გამოცდა. ნაკრების ორი ფეხბურთელის ტრავმა ცუდი ამბავია. ესეთ მოედანზე ფეხბურთელი როგორ უნდა განვითადეს?????

• შავი კაცი

კვარალდინიო

ის ვინ იყო რომ ყვიროდა, ოღონ კვარაცხელიას არ გაატანინოთ და ფეხებში ჩაუვარდითო თუ რაღაც... მესმის ემოცია, ნეგატივივ, პოზიტივიც, ბრაზიც, შეძახილებიც მაგრამ ეს რა უაზრო მოწოდებებია. ყველაფერში უკან როგორ ვართ განვითარების მხრივ :((

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

[VIDEO] პსჟ-ს კაპიტანმა "ტოტენჰემთან" გამარჯვება ქართულის ცეკვით აღნიშნა

ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

ეროვნული ლიგა. VIII ტური. "დილა" - "სამგურალი" [LIVE]

საქართველოში 22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ითამაშებს

"ხიმკის" აღზრდილი, მოსკოვის "დინამოს" დუბლები... - ტრანსფერი რუსეთიდან საქართველოში

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

საქართველოს ნაკრების ექსწევრი, ცნობილი მეკარის სეხნია და ბრაზილიელის მოლოდინში - "სამგურალი" ემზადება

[VIDEO] ლუის ენრიკეს ექსპერიმენტი და "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ნანტს" მოუგო

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

"სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდი დატოვა

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა