ჩემპიონთა ლიგაზე ორი დიდებული საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

ლონდონში 3:1 გამარჯვების შემდეგ „რეალს“ თითქოს შემდეგი ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდა და პრობლემა არ უნდა შექმნოდა, მაგრამ მე-15 წუთზე „ჩელსი“ მაუნტმა დააწინაურა და ინტრიგა დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ „სამეფო გუნდს“ პირველ ტაიმში მეტოქის კარში ბურთი არ დაურტყამს. 51-ე წუთზე რიუდიგერმა დალაშქრა კურტუას კარი. ცოტა ხანში ალონსომაც გაუტანა თავის ყოფილ გუნდს, მაგრამ იქამდე ბურთი ხელზე მოხვდა და გოლი არ ჩაითვალა. საპასუხო იერიშისას ბენზემამ თავით ბურთი ხარიხას გაარტყა. 75-ე წუთზე უკვე ვერნერმა დაამწუხრა მადრიდელები. თუმცა მალე როდრიგომ გაიტანა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და ძირითადი დრო 1:3 დასრულდა. 96-ე წუთზე ვინისიუსის შესანიშნავი პასით ბენზემამ თავურით უშანსოდ დატოვა მენდი. ბოლოს "ჩელსი" შტურმზე გადავიდა, თუმცა "რეალმა" გაუძლო და ბოლო თორმეტ სეზონში მეათედ ითამაშებს ნახევარფინალში.

ესპანეთში 0:1 დამარცხებულ „ბაიერნს“ საკუთარ მოედანზე რევანშის აღება ესაჭიროებოდა. პირველ ტაიმში „ვილიარეალი“ თავს უნარიანად იცავდა და გოლი არ გაუშვა. მეორე ტაიმის დასაწყისში ლევანდოვსკიმ კარში პირველივე დარტყმით „რეკორდმაისტერი" დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ჩუკვუეზემ ანგარიში გაათანაბრა და „ყვითელი სუბმარინა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 839 მაყურებელი

რეალი - ჩელსი 2:3 (ძირ. დრო 1:3)

გოლები: 0:1 მაუნტი (15), 0:2 რიუდიგერი (51), 0:3 ვერნერი (75), 1:3 როდრიგო (80), 2:3 ბენზემა (96)

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 70 000 მაყურებელი

ბაიერნი - ვილიარეალი 1:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (52), 1:1 ჩუკვუეზე (88)

master
რეალმა ჩელსთან ითამაშა კონტრშეტევებზე და სიტისთან რა შანსი უნდა ქონდეს?ბურთი საერთოდ ექნება?
პეტრე
სასწაული ქამბექი იყო რეალის მხრიდან. მაინც მგონია ნახევარფინალები რეალი - სიტი და ვილირეალი- ლივერპული. ლივერპულის ფინალში გასვლა ეჭვს მაინც და მაინც არ იწვევს. როგორც რეალი გულშემატკივარს მიმაჩნია, რომ ძნელი თამაში იქნება, მაგრამ შემსრულებლების -ბენზემა + ვინისიუსი მაინც რეალი უნდა გავიდეს. ფინალის პროგნოზი შეუძლებელია, თუმცა მაინც რეალი!ყველა იმ გათამაშებაში სადც რეალმა მოქმედი ლიგის ჩემპიონი გამოაგდო ჩემპიონი გახდა. ისე უსინდისო წილისყრა ქონდა რეალს ჯერ პსჟ + ჩელსი + სიტი და სავარაუდოდ + ლივერპული.
G.A.L.
რეალი ზღაპარში გადარჩა. ბენზემა საუკეთესო ფორმაშია. მოდრიჩს ამდენი არ უბრძოლია არასდტოს. ისევ ძველმა გვარდიამ გაქაჩა! 0:3-ზე ჩელსის ზოგიერთმა მოთამაშემ თითქოს დაასრულა ყველაფერი. რიუდიგერის აგრესია მაგის გამოხატულება იყო. ალონსოს რატომ არ ჩაუთვალეს ლამაზი გოლი გაუგებარია. მსაჯის სინდისზე იყოს. მთლიანობაში, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის მაგატლრი საყურებელი იყო. ვულოცავ რეალისტებს! P.S. ნეტავ ცოტა ადექვატურ კომენტატორებს ანდონ თამაშების წაყვანა. ნუ ბაძავთ ლათინოამერიკელებს და "ცოტა" ემოციები მოთოკეთ. ქართველებს გენიალური, ფეხბურთის კარგად მცოდნე, იუმორით სავსე კომენტატორები გვყავდა. აიღეთ მათგან მაგალითი. P.P.S. ამდენი ინგლისური საქართველოს მოსახლეობამ არ ვიცით, იქნებ ქართულად იმეტყველოთ!!!

მე ბაიერნს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ფაქტია ვილეარეალს ეკუთვნოდა. ლივერპული მართლა ფავორიტია და ასე მგონია, თუ რეალს შეხვდა, მაგასაც გაცდება
მეგრელი
რეალის ტურნირია ლიგა !!!!!!
გიორგი
ვილიარეალს დიდი პატივისცემა ჩემგან,მაგრამ არამგონია ფინალში გავიდეს.ლივერპულთან ძალიან გაუჭირდება ნახევარფინალში.კლოპის გუნდი ძალიან მაგარ ფორმაშია და ამდენის უფლებას არ მიცემს ვილიარეალს თამაშის მსვლელობისას რაც ბავარიამ და იუვემ მიცეს.რა თქმა უნდა ბოლომდე იბრძოლებენ,მაგრამ ვფიქრობ კლასის ხარჯზე გავა ფინალში ლივერპული.

ბაიერნმა ბღლარძუნით დაწყებული ისევე დაასრულა და ჩელსიმ სამბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ამიტომ ორივე თამაში ლოგიკურად დასრულდა - ვისაც ეკუთვნოდა, ის გავიდა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს