"ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. მისმა გუნდმა "ლენოვო ტენერიფემ“ მეოთხედფინალური სერია თურქულ "თოფაშს“ 2:0 მოუგო. მართალია, კუნძულელებმა ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს, მაგრამ წარმატება იოლად არ მოსულა – ესპანელებმა პირველი მატჩი 78:77 მოიგეს, მეორე – 74:73. ორივე შემთხვევაში სხვაობა მინიმალური იყო.

ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მატჩებში, თანაგუნდელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა. მან 26 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე დაფარება მას მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე ჰქონდა, მაშინ, როცა „ტენერიფე“ 72:70-ს იგებდა. მატჩი ლოგიკურად რომ დასრულებულიყო, თუნდაც დაფარების გამო გიორგი შეხვედრის გმირი გახდებოდა. თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბურთი მოედნის კიდიდან "ტენერიფეს“ კალათბურთელებმა გამოიტანეს, მას თოფაშელები დაეუფლნენ და სამქულიანით 73:72 დაწინაურდნენ. შერმადინის თანაგუნდელებს რჩებოდათ ერთი შეტევა და 11 წამი. ბურთი 38 წლის ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა მიიღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი კლასი – "ტენერიფეს“ შორეული ორქულიანით 74:73 მოაგებინა. მატჩის ბომბარდირი სწორედ მარსელინიო გახდა. მან 15 ქულას 7 შედეგიანი გადაცემა მიამატა.

ჩემპიონთა ლიგას არ ეხება, მაგრამ შერმადინი დღეს ესპანეთის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა კიდევ 2 მოთამაშესთან ერთად. დიახ, ტურის MVP-ის ტიტული სამმა კალათბურთელმა გაიყო – ბარსელონელმა დანტე ეგზუმმა, ხუვენტუდელმა ანტე ტომიჩმა და გიორგი შერმადინმა. ამ ტიტულითა და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალის საგზურის მოპოვებით, შერმადინმა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა თავის გამზრდელ მწვრთნელს, ცნობილ ტელეჟურნალისტსა და წამყვანს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელიც 13 აპრილს 78 წლის შესრულდა.

ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომლის 4 მონაწილე ცნობილია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში გაიმართება. ესპანურმა გუნდებმა – "ტენერიფემ" და "მანრესამ", ასევე ისრაელის "ჰოლონმა", მეოთხედფინალური სერიები 2:0 მოიგეს, გერმანული "ლუდვიგსბურგისა" და რუმინული "კლუჟ-ნაპოკას" წყვილში კი 13 აპრილს სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გაიმართება.

gbf

მარი
ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე,ანტე ტომიჩი გახდა
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში