რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის წინ "შავმა ლომმა" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრისთვის ღია ვარჯიში გამართა.

ერთმატჩიან ნახევარფინალში აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული "შავი ლომი" დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ესპანურ "იბერიანზს" 17 აპრილს, "ავჭალაზე", 18:00 საათზე დაუხვდება. საგულისხმოა, რომ კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ მატჩზე დასწრება სრულადაა დაშვებული, ტრიბუნებზე კი 3500 მაყურებელი ეტევა.

სამხრეთ აფრიკიდან, ქარის თასიდან დაბრუნების შემდეგ, გუნდს შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, შალვა მამუკაშვილი და ნიკა ხატიაშვილი.

"მოწინააღმდეგის ორი თამაში ვნახეთ და საკმაოდ კარგი, სწრაფი გუნდია. ტრავმირებულები არ გვყავს და მოსამზადებელი პროცესი კარგად მიდის. სამხრეთ აფრიკის ტურნეს შემდეგ ერთადერთი კოკი თხილაიშვილი გამოგვაკლდა, რომელმაც ტვინის შერყევა მიიღო", - განაცხადა გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

"აქტიური მზადების პროცესში ვართ. გავიარეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები. წინ კიდევ ორი ვარჯიში გვაქვს და თამაშს მზადყოფნაში შევხვდებით", - ამბობს სანდრო თოდუა.

გულშემატკივრის მხარდაჭერის იმედი აქვს ლუკა ივანიშვილს:

"აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან შეკრებაზე შევედით. მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით ნახევარფინალური შეხვედრისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრის მხარდაჭერა და ვიმედოვნებ, ტრიბუნები 100%-ით შეივსება".

"შავი ლომი" შეკრებაზე

პირველი ხაზი: მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, ნიკა ხატიაშვილი; შალვა მამუკაშვილი, თენგიზ ზამთარაძე; გიორგი პერტაია, ნიკა პატარაია, ნიკა აბულაძე, მიხეილ წიკლაური;

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე აქუბარდია;

9-10: თენგიზ პერანიძე, გიორგი ბეგაძე; გიორგი ბაბუნაშვილი, დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, ლაშა ლომიძე, გურამ ქანდაურაშვილი;

11-14: აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე, სანდრო თოდუა, ოთარ ლაშხი, მირიან მოდებაძე;

15: ლაშა ხმალაძე.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ნახევარფინალები

16 აპრილი. ლისაბონი. 19:00

ლუზიტანუში (პორტუგალია) – თელავივ ჰითი (ისრაელი)

17 აპრილი. თბილისი. 18:00

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანზი (ესპანეთი)

rugby.ge

გიორგი 50
პატივცემულ მუსკიას მივმართავ: იმ ქალბატონმა სკოლებში სვანური და მეგრული შემოვიღოთო, ახლა თქვენ იქეთ კოლხეთი და აქეთ იბერიაო დავარქვათო.... ისედაც, ხომ აწყობილი და შეხმატკბილებული ქვეყანა გვააქვს....და რაღა გვიჭირს... მეგობრებო, აჯობეებს რაგბს ვუგულშემატკივროოოთ.... წარმატებები...
გიორგი
წარმატება ბიჭებს! ახალი მწვრთნელი ნამდვილად არ გვაწყენდა.
სოსო
ეს თამაში მოსაგებია და მოვიგებთ კიდეც.სტადიონის გავსება აუცილებელია.ამ ბოლო დროს,თითქოს მაყურებელი ცოტა გაცივდა.ფიქრობენ,რომ ავტომატურად,ყველას დიდი ანგარიშით უნდა მოვუგოთ და რაკი ყოველთვის ასე არ გამოდის,გული გაუცივდათ.შავი ლომი,უფროს სხვა მიზნებისათვის არის შექმნილი და ეს ზოგჯერ გვავიწყდება.მგონი თვითონ მწვრთნელი ცდილობს,ყოველ თამაშზე ისეთი ძალის შემადგენლობა დააყენოს,რომელსაც კონკრეტულ მეტოქესთან გამარჯვება შეეძლება,მაგრამ დაძაბულ ბრძოლაში.ეს მორაგბეს უფრო სწრაფად ზრდის საშუალებას აძლევს და ეხმარება, მეტი გამოცდილება მიიღონ უცხოელ მეტოქეებთან ბრძოლისა.მგონი ცუდი ვერსია არ არის და თუ სწორიცაა,მაშინ არც მწვრთნელის განზრახვაა დასაწუნი.კლასი ხომ მხოლოდ დაძაბულ ბრძოლაში მაღლდება.გამარჯვება და კარგი თამაში ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს.
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
ესპანელებმა გუნდს "იბერიანსი" დაარქვეს და ჩვენ "შავი ლომი: :)))) დიახ,ვიცით,რომ ესპანელები დასავლეთ იბერები არიან,მაგრამ მე თი მკთავთ,საქართველოსაც უნდა შეეცვალოს ოფიციალური სახელწოდება და ან "იბერია" ან "კოლხეთი" უნდა ერქვას!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"