იმისათვის, რომ გოგონებმა ოფიციალური ტურნირებისათვის სათამაშო პრაქტიკა დააგროვონ, 7-ქალას მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ საინტერესო პრაქტიკა დანერგა - ერთობლივი ვარჯიშები დიდი 10-ის გუნდებთან.

ამ წამოწყებას მხარი აუბეს გუნდებმაც და პირველი ასეთი ვარჯიში ბოლნისის "ყოჩებთან" უკვე გაიმართა. ვარჯიშები და თამაშები უკონტაქტოდ მიმდინარეობს. სამაგიეროდ, გოგონები ეჩვევიან უფრო მაღალ სათამაშო ტემპს, რაც სამომავლოდ ოფიციალურ ტურნირებში გამოადგებათ.

"გვსურს, რაც შეიძლება მეტი თამაში გვქონდეს გუნდებთან, რომლებიც მაღალ ტემპში თამაშობენ და იდეაც აქედან გაჩნდა. გარდა ამისა, ბიჭები და გოგონები ახლოს გაიცნობენ ერთმანეთს. გოგონები ისევე არიან რაგბის ღირებულებების მატარებლები, როგორც ბიჭები და მნიშვნელოვანია მათ შორის კავშირი იყოს. მადლობა კლუბებს, რომლებმაც გამოთქვეს მზაობა გვერდში დაგვიდგნენ. ეს ვარჯიშები არის სახალისო და ამავდროულად, გამოსადეგი ჩვენთვის, რადგან ივნისში ოფიციალური ტურნირები გველოდება. გოგონებს ბიჭებთან კონტაქტურ რაგბის ვერ ვათამაშებთ, თუმცა თამაშის ორგანიზების და ტემპთან შეჩვევის კუთხით, ეს ნამდვილად იქნება შედეგის მომტანი", - ამბობს მალაღურაძე.

იმისათვის, რომ კაცთა გუნდებს მზადების კუთხით პრობლემები არ შეექმნათ, ვარჯიშები იგეგმება კვირის დასაწყისში, ტურის მატჩის შემდეგ პირველსავე ვარჯიშზე, რომელიც უფრო აღდგენას ემსახურება.

"ყოჩებთან" ერთობლივი ვარჯიშისას, გოგონებისა და ბიჭებისგან დაკომპლექტდა 4 შერეული გუნდი (4 გოგონა და 3 ბიჭი ან პირიქით) და თითოეულ მათგანს მოუწია ორ-ორი თამაში. პირველ ეტაპზე, დროის სიმცირიდან გამომდინარე, ერთობლივი ვარჯიშები ჩატარდება თბილისურ კლუბებთან, სამომავლოდ კი გოგონები რეგიონებსაც ეწვევიან.

rugby.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა