ჩერნივცში უკრაინელი ბიატლონისტის, ანასტასია რასკაზოვას საწვრთნელი ბაზა რუსულმა ძალებმა გაანადგურეს. სპორტსმენი ამჟამად პოკლიუკაში, სლოვენიაში იმყოფება.

რუსული ფესვების მქონე 23 წლის რაზკასოვა უკრაინის სახელით 2018 წლიდან გამოდის. ომის დასაწყისში რასკაზოვა სხვა უკრაინელ ბიატლონისტებთან ერთად ლვოვის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ისინი თასისთვის ემზადებოდნენ. როდესაც ომი დაიწყო, სხვა რუსული წარმოშობის ბიატლონისტები სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ რასკაზოვამ და ნადეჟდა ბელკინამ უკრაინაში დარჩენა გადაწყვიტეს.

ისინი გადავიდნენ სხვა სათხილამურო ბაზაზე ტერნოპილში, სადაც რასკაზოვა ადგილობრივებს მოხალისედ დაეხმარა. ძირითადად, საკვებს, ტანსაცმელს, ჰიგიენის ნივთებსა და მწვანილს ამზადებდა. მარტის ბოლოს რასკაზოვა და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ბიატლონისტი პოკლიუკაში ჩავიდნენ, სადაც უკრაინელთათვის სასწავლო ბანაკი მოეწყოთ.

რასკაზოვამ, რომელმაც ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა Public Sport-ს მისცა, თქვა, რომ მათი წინა სათხილამურო ბაზა განადგურდა:

"ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი მოხდა იმ ადგილას, სადაც შენ ცხოვრობდი და კარიერისთვის მოემზადე. მე იქ ერთადერთი არ ვიყავი. ყველაფერი ეს ძნელი მისაღებია", - თქვა აცრემლებულმა სპორტსმენმა.

რასკაზოვა ამბობს, რომ უკრაინაში დარჩენის შესახებ მისი გადაწყვეტილების გაგება ახლობლებს გაუჭირდათ. რუსეთში არ სჯეროდათ, რომ ომი იყო. "ტელევიზიით აჩვენეს, რომ უკრაინაში "სპეციალური ოპერაცია" მიმდინარეობდა. როცა სათხილამურო ბაზა დაანგრიეს და სურათები გამომიგზავნეს, შემდეგ დამიჯერეს. მათ ეშინოდათ ჩემი და ჩემი მეგობრის. დედაჩემი ძალიან ღელავდა."

რასკაზოვა რუსეთის საქციელს გმობს:

"ბევრი ადამიანის სიცოცხლე განადგურდა. ბავშვებს მშობლებს ართმევენ, ხოცავენ. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია", - განაგრძო მან.

რასკაზოვამ დასძინა, რომ მასზე რუსული ფესვების გამო არაფერს ამბობდნენ, მაგრამ უკრაინის ბიატლონის ასოციაციის ვებგვერდზე იყო კომენტარები, სადაც მასზე უარყოფითად საუბრობდნენ:

"ზოგი ფიქრობს, რომ მე არ ვიმსახურებ უკრაინის ნაკრებში ყოფნას. ეს მათი ხედვაა და ამის უფლება აქვთ. არავინ იცის, რა მელოდება წინ. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და ახალი სეზონისთვის მოვემზადები."

მომზადებულია Sport.delfi-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პუტინის ყოფილი მოადგილე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას უთავკაცებს, მან უკრაინელ კონკურენტს 141 ხმით აჯობა
2022 - კვარაცხელიადან მესიმდე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე...
"რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება" - უკრაინელი ფრენბურთელი
"ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა" - შოთა არველაძე უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე
რუსებს კრივში შეზღუდვები მოუხსნეს, კლიჩკო გაბრაზებულია - დაბადების დღის "საჩუქარი" პუტინს?
მარიუპოლში ექსკალათბურთელი აფეთქებას გადაურჩა - საავადმყოფოს ნაცვლად გაყინულ სარდაფში