"სოხუმის" ფორვარდი, გიგა კვეტენაძე და ამავე კლუბის 20-წლამდელთა წევრი ლევან სულაბერიძე სერბეთში კემპზე იმყოფებიან, სადაც სპეციალურ წვრთნას გადიან
ჩვენი გაზეთის მკითხველს მოეხსენება, რომ "სოხუმის" ფორვარდი, გიგა კვეტენაძე და ამავე კლუბის 20-წლამდელთა გუნდის წევრი ლევან სულაბერიძე სერბეთში ვარჯიშობენ. ისინი სამთვიან კემპზე არიან მიწვეულები, სადაც სპეციალურ წვრთნას გადიან.

კემპი ერთ ან ორკვირიანი გაგვიგია, მაგრამ სამთვიანი საზაფხულო ბანაკის შესახებ პირველად შევიტყვეთ. ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს სერბული კემპის არსი, მასში ქართველთა როლი და სამომავლო პერსპექტივა.

ამ საკითხებში ყველაზე უკეთ გიგა კვეტენაძე გაგვარკვევს, რომელსაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ველაპარაკეთ:

- კემპზე უამრავი ახალგაზრდა კალათბურთელია შეკრებილი, ზოგი სერბეთის უმაღლეს ლიგას წარმოადგენს, ზოგი ბულგარეთიდანაა, ბოსნიიდან, გერმანიიდან... საქართველოდან ორნი ვართ - მე და ლევან სულაბერიძე. ბელგრადში არიან სხვადასხვა ცნობილი კლუბების მწვრთნელები, რომლებიც თან გვავარჯიშებენ, თან საკუთარი გუნდებისთვის საუკეთესოებს არჩევენ.

კემპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ერთგვარი დრაფტი...

- საზაფხულო ბანაკი 10 აგვისტომდე გასტანს, შემდეგ მოეწყობა დრაფტი და მწვრთნელები გამორჩეულ კალათბურთელებს კლუბებში აიყვანენ. თუმცა, მანამდე დიდი დრო და ბევრი სამუშაოა, - განაგრძობს გიგა.

მას ვარჯიშების სპეციფიკაზეც ვკითხეთ.

- კვირაში ორჯერ სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს, სხვა დღეებში - ორჯერადი. მწვრთნელები სერიოზულად გვეკიდებიან. ფიზმომზადებაში ცალკე ვვარჯიშობთ - მწვრთნელს საფეხბურთო "ცრვენა ზვეზდას" სტადიონზე დავყავართ და იქ გვამზადებს.

როგორც ირკვევა, ბელგრადში ყველა კალათბურთელს ინდივიდუალურად წვრთნიან.

- ლევან სულაბერიძე ცენტრისთვის საჭირო ვარჯიშებს ასრულებს, დრიბლინგზეც მუშაობს. მე სამ პოზიციაზე მცდიან - მსუბუქ ფორვარდად, მსროლელად და გამთამაშებლად. ტყორცნის სიზუსტესაც დიდი ყურადღება ექცევა, - დასძენს კვეტენაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა