"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში, ესპანურ "იბერიანსთან" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.

ძირითად შემადგენლობაში მყოფი 15 მორაგბიდან 13-ს, "ბორჯღალოსნებში" თამაშის გამოცდილება აქვს. სანაკრებო კეპი არ მოუხვეჭიათ თენგიზ პერანიძეს და ნიკა აბულაძეს, რომელიც გაფართოებული შემადგენლობის გარდა, ერთხელ განაცხადშიც იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა.

სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, გუნდს დაუბრუნდნენ ლაშა ხმალაძე, აკაკი ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკა ხატიაშვილი. ხუთივე მათგანი სასტარტო შემადგენლობაშია.

მომავალ შეხვედრაში ღერძს თენგიზ პერანიძე და გიორგი ბაბუნაშვილი წარმოადგენენ, ცენტრში მერაბ შარიქაძე დემე თაფლაძეს შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. "შავმა ლომმა" ასეთი ხაზით "ენისეის" წინააღმდეგ ითამაშა. სანაკრებო თამაშების გამოცდილება აქვს მარქაფაში მყოფ ხაზის სამივე მორაგბეს – გიორგი ბეგაძე, ლაშა ლომიძე და მირიან მოდებაძე.

შერკინების პირველ ხაზში თამაშს კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯები – ნიკა აბულაძე და ნიკა ხატიაშვილი იწყებენ. მარქაფაში არიან თენგიზ ზამთარაძე, გოგა ქადარია და გიორგი პერტაია.

მეორე ხაზში გამოცდილი "ბორჯღალოსნები", ნოდარ ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი შეწყვილდებიან, შეცვლაზეა მიხეილ ბაბუნაშვილი. მესამე ხაზში ითამაშებენ ნიკო აფციაური, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი, რომლებიც ბორჯღალოსნებში ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ. თორნიკე აქუბარდია მარქაფაშია.

"შავი ლომისა" და "იბერიანსის" შეხვედრა 17 აპრილს, 18:00 საათზე „ავჭალაზე“ დაიწყება. კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ქომაგს ტრიბუნების სრულად შევსების (3500 მაყურებელი) საშუალება აქვს.

ამ თამაშის გამარჯვებული სუპერთასის ფინალში პორტუგალიურ "ლუზიტანუშსა" და ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს ნახევარფინალური შეხვედრა ლისაბონში 16 აპრილს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება. მთავარი მსაჯი შოთა თევზაძეა. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ნახევარფინალები

17 აპრილი. თბილისი. „ავჭალა“. 18:00

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანზი (ესპანეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე.

rugby.ge

სოსო
რაგბი ტვ
გიორგი
რომელი არხი აჩვენებს თამაშს?
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"