ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი მაფიოზურ ნეაპოლში? სასაცილოა!" - რუსული მედია

"ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი მაფიოზურ ნეაპოლში? სასაცილოა!" - რუსული მედია

ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ამ ამბავმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრი კრიტიკული წერილი დაიწერა და ცინიკური კომენტარიც გამოქვეყნდა. თუმცა, სხვისი რა გაგვკვირვებია, როდესაც არც ზოგიერთი ქართველი არ უსურვებს ხვიჩას წარმატებას. მომავალ ტრანსფერს სტატია championat.com-მა (ავტორი დმიტრი ზიმინი) მიუძღვნა:

ხვიჩა - ინსინიეს შემცვლელი? სასაცილოა! ქართველი "ნაპოლიში" გადავა, მაგრამ პატივისცემის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო

ჯერჯერობით ტრანსფერთან დაკავშირებით დიდი სკეპტიციზმია

"როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელია მომავალ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა. ორიოდ თვეში მოთამაშე საყვარელ საქართველოში თავს ფორმაში მოიყვანს, შემდეგ კი "ნაპოლიში" ელიან. ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ ნახევარმცველმა ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა და მედშემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა. ოფიციალურად ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდება, როცა იტალიაში ახალწვეულების განაცხადში შეყვანის ნებას დართავენ. თუ "რუბინიდან" მის უცნაურ წასვლას გავითვალისწინებთ, არჩევანი სიმბოლურია. ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა კითხვა აგენტს უნდა დაუსვან, ამიტომ ოფიციალურად "რუბინს" არავითარი ფული არ მიუღია. ასე რომ, შემდეგი გადასვლა ტრადიციულად მაფიურ ნეაპოლში გასაკვირად არ მოჩანს. ძნელად წარმოსადგენია პირობით ინგლისში ფეხბურთელის ყველა უფლება აგენტებისა და კლუბების მეშვეობით ფულის გადახდით გადაეწყვიტათ. თუმცა, ინტერესი "არსენალისა" და "ტოტენჰემისგან" არსებობდა. "ნაპოლიში" მიღწეული გარიგების გამო უკმაყოფილებას ნამდვილად არავინ გამოხატავს.

რეაქცია ტრანსფერზე

საინტერესოა სრაფ ტრანსფერზე სიახლე როგორ აღიქვეს თავად იტალიაში. პრინციპში, საერთო გზავნილი "ზენიტის" ყოფილმა თანამშრომელმა ორესტე ჩიკვინიმ გამოაგზვნა - ახლა ის რუსეთის ბაზარზე მთავარი სპიკერია:

"კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, რომელმაც შესანიშნავი შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით "რუბინში" პირველ სეზონში, მაგრამ მე ეჭვები გამაჩნია. მისი გამოცდა ჩვენს ლიგაშია საჭირო. დიახ, ფიზიკურად ინსინიეს ასლია, მარჯვნივ მოთამაშე ცაციაა. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ იტალიის დონე რუსულისგან განსხვავებულია და აქ უთუოდ გაუჭირდება".

და იცით, რომელია ყველაზე პოპულარული კომენტარი კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის აქტუალურ სიახლეებში? არა ყველაზე პოზიტიური. "ვიღაც სერიოზულად მიიჩნევს, რომ ბიჭი სუსტი რუსეთიდან, სეზონში ორი გოლით, შეძლებს ინსინიეს შეცვლას? ეს ხომ უბრალოდ სასაცილოა!", - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ის იქვე დაამშვიდეს: "ხვიჩა პირველი ოფცია არ იქნება. ლოსანო და ელმასი მარცხნივ ითამაშებენ, ხოლო ხვიჩას დააკვირდებიან. ის ახალგაზრდაა და თეორიულად შეუძლია იტალიაში გაიხსნას".

გადასვლის დეტალები

პორტალი Seria24.it-ი ზოგიერთ ნიუანსს გვიმხელს: იტალიური მხარისგან ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი კრისტიან ძაკარდო გახდა. ის აწარმოებდა ქართველი მოთამაშის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას, თვითონ ესაუბრა კვარაცხელიას და დაარწმუნა, რომ მისთვის საუკეთესო "ნაპოლიში" გადასვლა იქნებოდა. პლუს - ბათუმის "დინამოსთვის" იტალიურ კლუბთნ ურთიერთობა კომფორტული იყო, რაც ასევე მისთვის პლუსია. ახლა ხვიჩას ეჭვიც არ ეპარება არჩევანში და საკუთარ თავს მხოლოდ მარადონას სტადიონზე ხედავს.

ზოგიერთი მედიასაშულება კვარაცხელიას თამაშის კოლაჟების ნახვის შემდეგ, დრიბლინგის, სისწრაფისა და თავის გამოჩენის სურვილის გამო უკვე ადარებს მას დიად მარადონას. თუმცა, საკვანძოს ელიან - ინსინიეს ალტერნატივას. იტალიელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ტორონტოში" მიდის, ხვიჩაში კი, სავარაუდოდ, სოლიდურ ფულს იხდიან - არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია 8 მილიონ ევროზე. თუმცა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ფასი სამჯერ მეტი გახლდათ. უცნობია ვინ მიიღებს ამ თანხას და გამოიმუშავებს თუ არა რამეს "რუბინი". ასეა თუ ისე, თავად ხვიჩას იმის დამტკიცება მოუწევს, რომ ასეთი თანხა ტყუილად არ გადაიხადეს. მომთხოვნი იტალიელი გულშემატკივრები კი მისგან კერპს ძალიან მალე ნამდვილად არ შექმნიან".

საშინელი მენტალიტეტი აქვთ. თავისზე უკეთესს რომ ხედავენ ვერ იტანენ, ან უნდა შეიერთონ ან უნდა გაანადგურონ. ყველაზე მეტად არ მიყვარს ურაპატრიორული გამოხტომები, უბრალოდ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ მართლები ვართ. მე როგორც ახალგაზრდა თაობის წარმომდგენელს, არ მინდა ამ ქვეყანასთან საერთო მქონდეს რამე. ჩვენს ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენებსაც ამას ვურჩევ. ხვიჩამ თავის თავზე გამოსცადა რაცაა რუსეთი და ასევე სხვებმაც, საერთო ჯამში ყველამ გამოვცადეთ.

• გია

ვცხოვრობდი რუსეთში და კარგად ვიცი მაგათი სუსტი წერტილები. კომენტარებში კარგადაა გაშუქებული ყველაფერი. მხოლოდ ერთის დამატება მინდა ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ არაა ფეხბურთი მაგათი საქმე. სსრკ რასაც თამაშობდა სხვადასხვა ქვეყნის (რესპუბლიკების) უკრაინის, საქართველოს ... დამსახურება იყო და მაშინაც მაინდამაინც არ ბრწყინავდნენ. მიხედონ ჰოკეის (ყინულზე, ბალახზე) კანადურ თუ რუსულს. მთავარია საქართველოს შეეშვან და მე მგონი ქართველებიც უნდა შევეშვათ. აგერ თორნიკემ დაწერა ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყოო! სულ მინდა ვკითხო წარმატებული ლიგიდან იქ რატომ გადავიდა და ეხლა ისევ იქ დაბრუნებას აპირებს. ფული?! მოკლედ თვითონ რუსებმა თავისი უტვინობით ყველაფერი დაანგრიეს და ცოტა ხანში ეს უკეთ გამოჩნდება. სპორტში ხომ სიყალბეს ვერ შეეშვნენ, ხოლო ურთიერთობაში ცივილიზირებული ნორმები არ ესმოდათ და გაგებაც არ უნდოდათ. ჩვენ მაგათზე აღმატებული კულტურული ისტორია გვაქვს და ტუზემცებს გვეძახდნენ. ეხლა მაინც მოვუგებთ ნიშანს. საწყალი ერეკლე!

• შავი კაცი

რა ქნან საცოდავებმა რა გააკომენტარონ აღარ იციან))) ამოწურეს მამაევზე და ძიუბაზე ყველა თემა..))) კიმ ჩენინივით პუტინის ბებიას დაბადების დღეს აღნიშნავენ მომდევნო ახალი წლის ნაცვლად ჯობს მაგაზე იმსჯელონ))

სანამ ომი არ დაიწყო და ყველაფერი არ შეუჩერეს რუსებს, მანამდე ვერ გამოვგლიჯეთ ეგ ბიჭი ხელიდან. ახლა როგორი მოსათმენია მისით გამდიდრებას აპირებდნენ და მშრალზე თუ დარჩნენ. ისღა დარჩენიათ ბოღმა სტატიები წერონ და ხვიჩასთვის იმიჯის გაფუჭებას ეცადნონ. ზაფხულე რომ იძახნდნენ არანაირი ინტერესი არ ყოფილაო ერთი წამითაც არ მჯერა მაგის. სპეციალურად წერდნენ თითქოს ჩვენს გარდა მაინც არავის უნდევხარო, ამ წარმოდგენას უქმნიდნენ. ოდესმე თავს თუ დაგვანებებენ. აღარ გადმოიტანოთ მაგათი ბოღმა სტატიები რა

• გიორგი

ესენი კაი ხანს თავის ფეხბურთს ვეღარ ნახავენ, ისღა დარჩენიათ ღვარძლია ანთხიონ. მალე ქვეყანაც ჩამოექცევათ.

• Winter

კი გეთანხმებით, მახსოვს ეგ ინტერვიუ. პოლიტიკური შეკითხვების დასმასაც ეცადნენ და ხვიჩამ არ უპასუხათ. სამაგიეროდ ქართულ გადაცემაში ილაპარაკა სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვააო, რაც ყველაზე დიდი სისულელეა და დარწმუნებული ვარ ახლა მიხვდა მაგას, მთელი მისი კარიერა ზუსტად პოლიტიკის გამო რომ შეიცვალა. სპორტი და პოლიტიკა არასდროს იქნება გამიჯნული.

• გიორგი

ვინ უნდა იყოს შენს კომენტარს დისლაიკი რო დაუწერო?

• ქუთაისელი

ძალიან კარგია სკეპტიციზმი. ეს მოტივაციას მოუმატებს ჩვენს ბიჭს და დაადუმებს ყველა სკეპტიკოსს და კრიტიკოსს. ;)

ოხ ეს რუსები.

• ქ. გ.

რუსი რას ფიქრობს ან რას ლაპარაკობს, რუსი რომ იყო, მაინც არ უნდა გაინტერესებდეს.

• Stfr

ცოტა გეშლება, რუსეთში ხვიჩას ეფერებოდნენ მხოლოდ პირველი წელი. იქამდე ინტერვიუში არ თქვა რომ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა და ყველა შემთხვევაში საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა. შეკითხვა ასეთი იყო: წარმოიდგინე სლუცკი ინიშნება რუსეთის ნაკრებში და შენ ნაკრებში გიძახებს. რას იზამდი?. ხვიჩამ უპასუხა რომ ქართველია და ყველა ვარიანტში საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა. აქედან დაიწყო რუსების ბოღმა და "შურისძიება." ამის მერე იყო ზაფხულში ტრანსფერი ჩაუშალეს, ზამთარშიც და ჩაქოლეს იმდენი კრიტიკა და ფსიქოლოგიური დამუშავება ავადმყოფური რუსული პრეტენზიები დააყარეს. ცინიკური და დეგენერატულუ სტატიები წერეს. ასე რომ ეგ დაიწყო მანამდე და არა წამოსვლის მერე. თან იძახდნენ ჭორებიაო არავის არ უნდაო და მაგაშიც ჩაიბოღმნენ, როცა "გაზეტა დელო სპორტიდან" დაურეკეს იური სიომინს და ხვიჩაზე ალაპარაკეს. მერე დაიწყეს რას შვრებით იტალიელებო ვინ მიგყავთო ჩვენ რუსებს მოგვისმინეთო. ეხლა ისღა დარჩენიათ თარსონ და ფსიქოლოგიური "დაჰიპნოზება" გააგრძელონ.

• Sfu

რუსი რო იყოს ხვიჩა იგივენაირ სტატიებს დაწერდით? ან იგივე დეგენერატულ "პრეტენზიებს"

• ემიგრანტი

ამ რუს ჩობანება გადაეცით რომ ნაპოლი ლიდერი გუნდია და არა დაცვითი როგორც რუბინი ისე გაიბრწყენს რომ მთელ რუსებს ბოგმისგან კიდევ უფრო გაგბერავთ და ერთ დგეს გასკდებით და ჩაიძირებით თქვენს ბოღმაში ✌✌✌

• ALONZO

რუსებს რა აქვთ ფეხბურთზე სალაპარაკო. სამუდამოდ მოიკვეთენ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან. აი, დაიშლებიან და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების სახელით იასპარეზებენ. რავარი სანახავი იქნება ერთ ჯგუფში ყალმუხეთის და თათრეთის ნაკრებები. და რაც მთავარია აზიის შესარჩევში, ევროპაში არაფერი ესაქმებათ.

• Winter

რუსეთ საქართველოს ურთიერთობას ჰგავს ხვიჩას და რუბინის დამოკიდებულება. მათთან რომ იყო დიდ სიყვარულს აგრძნობინებდნენ, საუკეთესო ხალგაზრდა ფეხბურთელი ხდებოდა ორი წლის განმავლობაში, წერდნენ, ხალხი მის გამო დადის თამაშებზეო, როგორც კი მათ მოშორდა და შანსი გაჩნდა ევროპასთან მოახლოების, ეგრევე შეიძულეს. მეშინია კიდე რაიმე პრობლემები არ შეუქმნან იქედან, არვიცი რა დონის გავლენები აქვთ ფიფა-უეფასთან ჯერ კიდევ... ახლა უნდათ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, უბედნიერესები იქნებიან თუ ნაპოლში ვერ გაამართლებს ხვიჩა. ტოქსიკური დამოკიდებულებაა ჩვეულებრივი. სამწუხაროდ ბევრი ქართველი ვიცი, ვინც ასევე ჩასაფრებული ელოდება მისი ფეხის დაცდენას. არანორმალურად მინდა ეს სიამოვნება არ მიანიჭორს ხვიჩამ ამ ბოროტ ადამიანებს. უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს სხვისთვის ცუდი...

• Burton

კვარაცხელიაზე იძახის "მარჯვნივ მოთამაშე ცაციააო")))

• გიორგი

რუსებო,თქვენზე მაფიოზები არიან იტალიელები?

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ