ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“, „საბურთალომ“ კი „ლოკომოტივი“ დაამარცხა.

ბათუმში მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა: ჯერ კვარაცხელიას დრიბლინგისა და საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფლამარიონმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კვარაცხელიამ თავად გაიტანა. ეს ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი გოლია. თუმცა „გაგრა“ არ დანებდა და შონიამ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. 27-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან საოცარი გოლი გაიტანა და ანგარიში 3:1 გახდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - დუბლი ფლამარიონმა შეასრულა. 64-ე წუთზე შეცვლაზე დავითაშვილი შევიდა და აჭარულ გუნდში მისი დებიუტი შედგა. შეცვლაზე შესულმა "გაგრას" შემტევმა ბუხაიძემ მე-80 წუთზე ანგარიში შეამცირა, 86-ე წუთზე კი ასევე შეცვლაზე შესულმა რადინმა წარმოუდგენელი სილამაზის გოლი გაუტანა ქურდაძეს.

ბათუმის „დინამომ“ ლიდერობა დაიბრუნა და 23 აპრილს ქუთაისში „ტორპედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 8 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფი „გაგრა“ თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“

დინამო (ბთ) - გაგრა 5:2

გოლები: 1:0 ფლამარიონი (4), 2:0 კვარაცხელია (7), 2:1 შონია (11), 3:1 კვარაცხელია (27), 4:2 ბუხაიძე (80), 5:2 რადინი (86)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ფალავანდიშვილი (რადინი 72), ალთუნაშვილი (ტეიდი 64), მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (დავითაშვილი 64), კვარაცხელია (ლობჯანიძე 72), ფლამარიონი (ზარია 82)

გაგრა (4-2-3-1): ქურდაძე, ქობულაძე, კვირკველია, ნოზაძე, ხოსიტაშვილი (კ), სულთანიშვილი (ბუხაიძე 73), შეწირული, კვირკვია (ფარულავა 73), შონია (ვეკუა 58), ხაბელაშვილი (ჩოგაძე 58), ვაწაძე

დღესვე „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ სძლია და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საბურთალო - ლოკომოტივი 3:1

გოლები: 1:0 ანდრონიკაშვილი (5, საკ. კარში), 2:0 სიხარულიძე (61), 2:1 დარცმელია (68), 3:1 სიხარულიძე (90+5)

გაძევება: აწყურელი (84, ლოკომოტივი)

გამოუყენებელი პენალტი: ტაბატაძე (85, საბურთალო)

ბრავო ორივე გუნდს! მეტი ასეთი თამაში საქართველოს ჩემპიონატს!
Michael
კაი ვიხუმრე, ნუ ამავსეთ დისლაიქებით :)
შავი კაცი
ალთუნაშვილს გავიძახით დიდი ხანია.. იმედია სანიოლი ესწრებოდა თამაშს ან ჩანაწერს მაინც ნახავს დინამოს თამაშების.. ჯაბამ სანაკრებო კარიერა დაამთავრა მიუხედავად ამისა არამგონია აბურჯანიაზე და მექვაბიშვილზე რამით ნაკლები იყოს პირიქით უფრო მოძრავია მოედანს კარგად ხედავს და კარგი მეპასეა..
Michael
მუხლებზე გასრიალება არ გვინდა, რამე არ იტკინოს :))
Winter
რაზე მეცინება იცით? რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერზე რომ შეუძლიათ დააჰეითონ. სამგურალს ვერ გაუტანა და დიდ გუნდებს გაუტანსო? აუ გაგრას თუ გაუტანა დიდი ამბავიო. ე. ლიგის დონეზე კი გამოჩნდება მაგარი, აბა მაღალი დონის მცველები მოატყუოსო. ესპანეთის და შვედეთის დაცვას ეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეგ ერთხელ გაუვარდაო :)) კარგია, ასე გააგრძელეთ. ესეთი კრიტიკა და ჰეითი, მხოლოდ რჩეულების ხვედრია. მახსოვს მესიზე რომ წერდნენ, ხეტაფეს და ოსასუნას თუ უტანს დიდი ამბავიო
ზურა
საშინელ კომენტატორებს აძლევენ ბათუმის დინამოს თამაშებს!
მეზღვაური
დინამოს დაცვის ხაზი კრიტიკას ვერ უძლებს!გუნდს სჭირდება ნორმალური ცენტრალური მცველი და ასევე მარჯვენა მცველი. ზამთარში რეხვიაშვილის დამატებას უფრო ახალგაზრდა და უფრო ნორმალური ცენტრალური მცველი დაემატებინათ ჯობდა,ან ის ტრავმირებული ფრიმპონგი რატომ დაიმატეს?კაცს ფაქტიურად მთელი სეზონი გაუცდა და როდის უნდა მოასწროს მწყობრში ჩადგომა,რომ თამაში შეძლოს?ტაბიძე როგორ ვერ დაიმატეს ვერ ვხვდები....და კიდევ კუპატაძემ რატომ გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე,რა მოხდა?ფაქტია სანაკრებო პაუზის შემდეგ სკამზე დასვეს,არადა მანამდე უხეში შეცდომები არ დაუშვია,არც ტრავმა არ ჰქონდა.გამოდის რომ ალავიძის იმედად არის დინამო ევროტურნირებზე?ალავიძის იმედად ყოფნამ რა მოიტანა გახსოვთ ალბათ 2020ში ევროპალიგაზე ებრაულ ჰაპოელთან მატჩში, სადაც 3 გაშვებული გოლიდან 2 მისი ბრალი იყო,უფროსწორედ მისი სიმაღლის...თუ ალავიძის იმედად აპირებს ბათუმი ყოფნას,მაშინ მაკარიძის დამატებაზე რომ იფიქროს კლუბმა არ იქნება ცუდი,მაინც ალმერიაში სკამზე ზის მთელი სეზონი,თან უკვე ისეთ ასაკშია,რომ არამგონია უარი თქვას ჩემპიონ გუნდში თამაშზე,ბოლობოლო ფორმაშიც შევა და კლასით რომ ალავიძეზე და კუპატაძეზე წინ დგას ეგ ისეც ნათელია..
kane
კი და შვედებმაც შეატარეს 2 რომ შეუგდო
ლადო
ამდენი კარგი შემტევი რომ გყავთ და დაცვაში კობახიძე არ გეკადრებათ! ევროპაზე ძალიან გაჭირდება კობახიძის ნელი და არაკოორდინირებული თამაშით!
ტარიელ მაღალდაძე
წარმატებები კვარას და ბათუმს! იმსახურებს ეს პუბლიკა და ქალაქი დიდ ხისახრულს! სხვებმა მიბაძეთ, განსაკუთრებით დედაქალაქში!
თენგო
ეს ჩელე ვიღაა? ნეტავ მართლა ჩელე იყოს ფეხბურთი ეცოდინება. რამ დაბოღმა? ესპანელებმაც შეატარეს, აერიდნენ გოლი რომ გაუჭედა
ჩელე ს
უი რასამბობთ, თქვენ არ იძახდით რუსეთში მოსყიდული მცველებით თამაშობდა და საქართველოში დაერხევა, ვერავინ მოისყიდის მცველებსო? აქაც მოუსყიდიათ თურმე. ერთი ისე ვერ გაიხარეთ რომ ცუდად ითამაშოს და მცველების მოსყიდვაზე არ გექნეთ ეჭვი. ეგ კი არა თქვენ ისიც გეცოდინებათ, ბუსკეციც მოსყიდული იყო და ის ორი გოლიც შვედებთან სპეციალურად გაატანინეს, ესპანეთთანაც :))) აუ მიყვარხართ ასეთები. მეტი რაღა უნდა დაგემართოთ, მხოლოდ სიყვარულს და სიბრალულს იმსახურებთ:დ
ჩელე
არ იდარდოთ, კვარა ტრამვას ნაღდათ არ მიიღებს, მცველები ახლოსაც არ მიდიან და არც თვითონ იკლავს თავს დაცვაში თამაშით, პირიქით ერთ მომენტში მცველი სპეციალურად დაუდგა ფეხებ გაშლილი,რომ " მეჯდუნოგი" ადვილად გაეკეთებინა.
zura222
ამ სამ მომენტში კიდევ ერთხელ გამოჩდა რომ კვარა ყველაფერს კარგად ფლობს--დრინლინსაც პასსაც (პირველ გოლზე რა ზუსტად და კარგად დაუტრიალა პასი ჯოვინოს ისე რომ ვერც სამმა მცველმა და ვერც მეკარემ რომ ვერ ჩაჭრეს იდეალური შესრულება იყო ასეთი პასის) და ორივე ფეხით დარტყმასაც და ისე კარგად რომ შეხედავ იფიქრებ რომ უკვე დაბრძენებული 26-27 წლის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია ! პირველი გოლი რომ გაიტაანა მარცხენათი ისე ძლიერად და ზუსტად დაარტყა ადგილიდანვე რომ ბევრ ცაცია ფეხბურთელსაც შეშურდებოდა ! თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოუმატა (დარწმუნებული ვარ თუ მოინდომებს კიდევ მოუმატებს ) მაშინ ნაპოლი კი არა ნებისმიერ ტოპ გუნში იქნება ძირითადის მოთამაშე კი არა გუნდის ლიდერიც !
Restar
Janos kide travma aaq?? Centraluri mcvelebi unda daimaton aucileblad
კახა ქ.
ხვიჩა სუპერ.აი დაცვას რა ეშველება არ ვიცი.ასეთი დაცვით ევროპის საკვალიფიკაციოზე შორს ვერ წავლენ
ბაჩო
ჩემი დიდი პატივისცემისა გაგა კირკიტაძის მიმართ ერთ რჩევას ვეტყვი სათამაშოს გუნდი ორი თავდამსხმელით შედეგიც უკეთესი იქნება
შავი კაცი
ხვიჩასგან რასაც ველოდით ის დავინახეთ და კიდევრ წინ კარგ თამაშებს ვიხილავთ შარმათებები ხვიჩას რათქმაუნდა !!! მაგრამ, რასაც დაცვაში ველოდით ისიც დავინახეთ!!! კოშმარს ცხადში ვნახავთ თუ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევამდე როტაციას არ მიმართავს დინამო ბათუმი დაცვით ფაზაში და .... ჩაბრაძე ძალიან დიდხანს რჩება თავდასხმაში და ამ დროს კობახიძის და აზაცკის თამაშით ნუ რა ვიცი ესეშორს ვერ წავალთ!!! ალთუნაშვილი ფალავადიშვილი ხავი ინიესტაა ძააან მაგრად ითამაშეს ბრაო..
რა მაფიაა?
აუ რა ვისიამოვნე მიმოხილვით ❤️❤️ ყველა გუნდს რო ნორმალური სტადიონი ქონდეს და ბევრ გუნდში იყოს ვაწაძის და თუნდაც კვარას დონის ფეხბურთელები... კვარას დიდხანს ვერ გააჩერებ, ცოდოცაა, მარა ცოტ-ცოტა ხანი ძაან აიწევს დონე... ესეთი თამაშები რო იყოს ხშირად ძაან შორს წავალთ ❤️

სასწაულად ითამაშა,ლაღად, ლამაზად, რასაც ქვია იფრინა. ზაფხულამდე ამ ტემპით გააგრძელე კვარა და მერე ნაპოლიში დაგლიჯე !! :)) მთავარია ტრავმა არ მიიღოს!!!
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
"დინამო თბილისმა" "სამგურალს" მოუგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
საქართველოს თასის ფინალური მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა სტიუარდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
ეროვნული ლიგა. III ტური. "დინამო" (ბთ) - "გაგრა" [LIVE]
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს